Blog Archives

გოგო, სახელად ჯენისი

ამბოხის თეორია

გოგო, სახელად ჯენისი, იმ ზაფხულს შემიყვარდა.

Janis Joplin 1არა, თავიდან, თითქოს, არც მომეწონა. ან რა მოსაწონი იყო – ნარკოტიკებს მიეძალა, სვამდა, ქუჩა-ქუჩა დაპროწიალობდა, ხან სად ეძინა და ხან – სად. მეუცხოვა მისი ჩახლეჩილი ხმა. მეუცხოვა, რომ განსხვავებული იყო. ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა. სხვის ჯიბრზე. ეუბნებოდნენ ისწავლეო – გაკვეთილებს აცდენდა. მშობლებს ეურჩებოდა. არც პოლიციის ეშინოდა. ეკლესიაშიც არ დადიოდა.

არადა, ამბობდნენ, სულ ასეთი კი არ იყოო. 14 წლამდე საკვირაო წირვას არ აცდენდა და ქოროშიც მღეროდაო ჰიმნებს. კარგად სწავლობდა და მოხუცები ქუჩაზე გადაჰყავდაო. მერე, უცებ, ტვინი გადაუტრიალდაო. ან რა აცვია, ან როგორ იქცევაო, ან უფროსებს როგორ ეპასუხებაო. სახარების ნაცვლად ქერუაქსა და გინზბერგს მიეძალა. ახტაჯანა და ბუნტისთავი გახდა. კლასელები “ღორს” უძახდნენ. ზურგს უკან. ვინც გაუბედა და პირში მიახალა, ჩამტვრეულ კბილებს დაეძებდა მერე სკოლის ეზოში.

Read the rest of this entry

შიზგარა – ჩემი სიყვარული…

ამბები მუსიკალური ზარდახშიდან

იცით, რა არის “შიზგარა”?

არ გეცოდინებათ.

არც მე ვიცოდი, სანამ ალიკამ არ მომასმენინა. ალიკა (მგონი, ალიკა ერქვა) უბანში ამოდიოდა და ფირფიტები ამოჰქონდა ხოლმე გასაყიდად.

ფირფიტა რა არის, გახსოვთ?

არ გემახსოვრებათ.

აი, კომპაქტ-დისკი რომ წარმოიდგინოთ, ოღონდ, შავი ფერისა (თუმცა, სხვა ფერისაც მინახავს, მაგალითად – ნარინჯისფერი, გამჭვირვალე) და ხუთი CD-ს ხელა. საკრავზე დადებდი, ნემსს გადმოწევდი (ან, თუ “ნავაროჩენი” საკრავი გქონდა – თავად გადმოიწეოდა) და მოუსმენდი.

ჰოდა, ამ ალიკას მამა (ან, იქნებ, უფროსი ძმა ან, სულაც, ბიძა) მეზღვაური იყო. მსოფლიოს გარშემო დაცურავდა, ოკეანეში თევზს იჭერდა, საპორტო ბოდელებში – ტრიპერს და თან ათასი რამ ჩამოჰქონდა გასაყიდად. სპეკულიანტობდა – მოკლედ.

Read the rest of this entry

The Talented Mr. from Ripley (part2)

I’d like to thank Eric Clapton for enabling me to fulfill a lifelong dream. Working with a true genius has been an inspiration and pure joy! I feel blessed to have such camaraderie in a field that I love so much.
B.B. King, “Riding With The King”

(იხილე სტატიის დასაწყისი)

1970 წელს ერიქ ქლეფთონმა დაარსა ჯგუფი, რომელსაც თავდაპირველად “Eric Clapton and Friends” (“ერიქ ქლეფთონი და მეგობრები”) უწოდა, მოგვიანებით კი სახელი შეუცვალა და Derek and the Dominos დაარქვა. ამ “ორ-სათაურიანმა” კვარტეტმა მიწვეულ ქანთრი-ბლუზ გიტარისტ დუეინ ალმანთან (The Allman Brothers Band-დან) ერთად გამოსცა ერთადერთი, მაგრამ ძალიან კარგი სტუდიური ალბომი – Layla and Other Assorted Love Songs, სადაც შესულია შესანიშნავი სიმღერები Bell Bottom Blues და Layla (ამ სიმღერების შექმნის ისტორიაზე პირველ ნაწილში დავწერე), აგრეთვე Nobody Knows You When You’re Down and Out.

  • “დელ” – მუსიკოსის მეტსახელი იყო. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა – Slowhand (“Slow” – ნელი და “Hand” – ხელი). ჯგუფ “იარდბერდსის” 1964 წელს გამართული ერთ-ერთი კონცერტის დროს ქლეფთონს სიმი გაუწყდა და სანამ მისი გამოცვლით იყო დაკავებული დარბაზი აუჩქარებელი რიტმული ტაშით (ე.წ. “slow handclap”) ამხნევებდა. სწორედ მაშინ შეარქვა ჯგუფის პროდიუსერმა ჯორჯო გომელსკიმ ბლუზმენს ეს მეტსახელი.

Read the rest of this entry

The Talented Mr. from Ripley (part1)

It was stumbling on to really the bible of the blues, you know, and a very powerful drug to be introduced to us and I absorbed it totally, and it changed my complete outlook on music.
Eric Clapton

eric-clapton-20040423-909 ერიქ ქლეფთონი/Eric Patrick Clapton, ერთ-ერთი უდიდესი ბლუზმენი, გენიალური გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი – კომანდორი, როკ ენ როლის დიდების დარბაზის სამგზის წევრი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი 1945 წლის 30 მარტს დაიბადა ინგლისის სარის საგრაფოს სოფელ რიპლიში.

მამამისი კანადელი სამხედრო იყო მონრეალიდან, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქლეფთონი – დედის გვარია, მამის გვარია ფრაიერი (Fryer). ბიჭის აღზრდა ბებიამ და ბაბუამ (უფრო ზუსტი თუ ვიქნებით – ბაბიის მეორე მეუღლემ – ერიქის დედის მამინაცვალმა) ითავეს, მით უმეტეს, რომ დედამისმა კიდევ ერთი კანადელი ჯარისკაცი გაიცნო, რომელიც პირველის კვალად სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ, ამჯერად – ერიქის დედასთან ერთად. ამ ქორწინებიდან მას კიდევ სამი შვილი შეეძინა – ასე რომ, ერიქ ქლეფთონს ორი ნახევარდა ჰყავს და ჰყავდა ნახევარძმაც, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

Read the rest of this entry

McKinley Morganfield: muddy king of the blues (part2)

(იხ. სტატიის დასაწყისი)

1960 წელს მადი უოთერსი ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა. ეს კონცერტი გამოიცა უოთერსის პირველ ლაივ-ალბომზე At Newport 1960.  ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალის კონცერტი წარმოადგენს ტრადიციულ ამერიკულ დელთა/ფოლქ ბლუზის არაჩვეულებრივ სინთეზსს ელექტრონულ საუნდთან.

1968 წელს მის უპირველეს „კონკურენტ“ ბლუზმენთან – ჰოულინ ვულფთან და ბო დიდლისთან ერთად მადი უოთერსმა „ჩეს რექორდში“ ორი უბრწყინვალესი ალბომი ჩაწერა: Super Blues და The Super, Super Blues Band. საერთოდ, მადი უოთერსს არაერთ დიდ მუსიკოსთან ერთად მიუღია ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა უილი დიქსონთან, ბადი გაისთან, ფინეთოფ ფერქინსთან, ბობ მარგოლინთან, ბიგ მამა თორნთონთან, რობერთ ქრეისთან, ჯონი უინთერთან, ჯგუფ „როლინგ სთოუნზთან“… Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 209 other followers

%d bloggers like this: