Blog Archives

Swing Around Rosie

ანა-ბანა, ანა-ბანა – ვის ყავს მამიდა ჩემისთანა?
ჯორჯ ქლუნი

როზმარი ქლუნი/Rosemary Clooney შესანიშნავი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ჯორჯ ქლუნის მამიდა :) 1928 წლის 23 მაისს მეისვილში დაიბადა. 13 წლისა იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთსდაშორდნენ   – როზმარი და მისი და  ბეთი მამასთან დარჩნენ, დედა და ძმა ნიქი (ჯორჯ ქლუნის მომავალი მამა) -  ქალიფორნიაში გადასახლდნენ.

მამა ქარხანაში მუშაობდა, ბევრს სვამდა და შვილების აღზრდისთვის დიდი დრო არ რჩებოდა… ერთხელაც კი, როგორც იტყვიან, შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გოგონები ბოთლების შეგროვებით და სხვადასხვა შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდნენ თავს, თან მუსიკალურ რადიოგადაცემებს უსმენდნენ და თავადაც ცდილობდნენ სიმღერას.

Read the rest of this entry

Smoking and Amazing Julie London

Julie London

შესანიშნავი მსახიობი და მომღერალი, გრილი ჯაზის დედოფალი  ჯული ლანდანი /Julie London (ჯული პეკ/Julie Peck) 1926 წლის სექტემბერს, ქალიფორნიაში, სანთა როზაში დაიბადა. მისი მშობლები ვარიეტეს მსახიობები იყვნენ და იმხანად მეტად პოპულარულ დუეტსაც შეადგენდნენ. 1929 წელს ოჯახი საცხოვრებლად სან ბერნარდოში გადავიდა, სადაც ჯულის მშობლები რადიოში მიიწვიეს საკუთარი შოუს გასაკეთებლად – სწორედ ამ შოუში გამოჩნდა პირველად ჯული ლანდანიც.

მისი გამორჩეული სამსახიობო და ვოკალური მონაცემები ეჭვს არ იწვევდა და 1941 წელს ოჯახი საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა, რათა გოგონას კარიერის დაწყება გაადვილებოდა. ჰოლივუდში ის სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა და 1944 წელს თავის პირველ ფილმში Nabonga (Gorilla) გამოჩნდა. იმავე წელს მან, როგორც მომღერალმა, სხვადასხვა კლუბებში გამოსვლაც დაიწყო, მაგრამ კარიერას ხელი ბანალურმა მიზეზმა – გათხოვებამ შეუშალა. Read the rest of this entry

"If I’m the Duke, then Peggy’s the Queen!"

“თუკი მე ჰერცოგი ვარ, ფეგი – დედოფალია” (“If I’m the Duke, then Peggy’s the Queen”) ასე უთქვამს დიუქ ელინგთონს ფეგი ლის შესახებ.

Peggy Lee

ჯაზის დედოფალი ნორმა დელორის ეგსტრიომი, იგივე ფეგი ლი/Peggy Lee ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული და კერპად ქცეული ფიგურაა. იმ მუსიკოსთა ჩამოთვლა, რომლებიც ფეგი ლის ასახელებენ თავიანთ მასწავლებლად, მისაბაძ იდეალად, საყვარელ მომღერლად შორს წაგვიყვანდა, მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა ზემოთ უკვე ნახსენები დიუქ ელინგთონის, ლუი არმსთრონგის, ფრენქ სინათრას, ელა ფიცჯერალდის, ბინგ ქროსბის გახსენება.

ფეგი ლის (1920-2002), დედა ადრე დაეღუპა, მამამ კი ბავშვები მიატოვა. ოჯახში, რომელმაც ის შვილად აიყვანა, ფეგი ლის დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია – ის სიღარიბეში იზრდებოდა, ამასთან, დედინაცვლისგან მუდმივი დამცირების ატანაც უწევდა. მოგვიანებით დაწერილი სიმღერა “ცემა-ტყეპა ყოველ დღე ” (One Beating a Day, Maybe More) მისი ბავშვობის მოგონებებს ეხმიანება.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 209 other followers

%d bloggers like this: