Blog Archives
ელვარე და ცეცხლოვანი
ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.
ვინ არის?
არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა,
ამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა?
ნინა, კოკო და N5
ვისაც ჩემი ნაწერი მოსწონს და მკითხულობს ხოლმე, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს და, აბა, ნინა სიმოუნიც (Nina Simone/Eunice Kathleen Waymon) უნდა უყვარდეს, წესით.
ამიტომ მასზე ახალს ვერაფერს დავწერ. ერთ-ერთი უშესანიშნავესი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალისტი, ამერიკული ჯაზის, ბლიუზისა და არენბის ლეგენდა. ნინას მუსიკალური კარიერა ზიგზაგს მიჰყვებოდა. ის ხან საარაკოდ პოპულარული იყო, ხანაც მცირე და ერთგული აუდიტორიის იმედად რჩებოდა. ხან კონცერტი კონცერტს სდევდა, ხანაც, განგებ თუ ბედის ძალით, ისვენებდა. ხან მდიდარი იყო, ხან გაკოტრების პირას იდგა. ხან თაღლითი იმპრესარიოები ძარცვავდნენ, ხან თავად მალავდა შემოსავლებს და აშშ საგადასახადო უწყებას ბარბადოსსა თუ ლიბერიაში ემალებოდა.
ეს ყველა იქეთ იყოს, სხვა ამბავზე მინდა დავწერო. თუ როგორ შეხვდნენ ნინა სიმოუნი და “კოკო შანელი” ერთმანეთს და რა გამოვიდა აქედან.
როცა კლიენტი გაგინებს, მისი ძუძუები გლოცავენ…
დონ ფეფერსი (Don Peppers), მარკეტინგული კვლევის კომპანიის Peppers & Rogers თანადამფუძნებელი და ციფრული ბაზრის მკვლევარი, ამტკიცებს, რომ რომელიმე ბრენდის მიმართ სოციალურ ქსელებში გამოთქმული ნეგატიური შეფასებები გაყიდვებს უწყობს ხელს… საქონელი, რომელიც ინტერნეტ მაღაზიაში/მწარმოებლის ვებ-გვერდზე/სოცქსელებში etc. უფრო მეტ პოზიტიურ, მაგრამ, ამასთან, რაღაც რაოდენობა ნეგატიურ შეფასებების აგროვებს, უფრო უკეთ იყიდება, ვიდრე სხვა, რომლის პოზიტიური შეფასებები განუზომლად სჭარბობს ნეგატიურს.
ეს აზრი ახალი არაა, სხვა კვლევებიც ამასვე ადასტურებს, თუმცა, კვლავ არსებობენ კომპანიები, რომელთაც არაფრით სჯერათ, რომ თუკი საიტზე შემფასებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქონლის მიმართ განწყობილია აღტაცებით, ეს პოტენციურ მომხმარებლებს აფრთხობს – მათ უჩნდებათ განცდა, რომ ნეგატიური კომენტარები/შეფასებები წაშლილია, ხოლო დადებითი შეფასებები კი არაგულწრფელი (მსგავსი სკანდალები არცთუ იშვიათობაა, სულ ბოლოს “ეფლი” “გამოიჭირეს” iPhone 4-ის შესაბამისი კომენტარების გვერდის “გასუფთავებაში”, უფრო ადრე კომპანია Elsevier, რომელიც პოზიტიური შეფასების შემთხვევაში კლიენტებს პატარა საჩუქარს სთავაზობდა).
ერექცია, რეაქცია და Kodak
ეს პერფორმანსი კიევში გაიმართა რამდენიმე წლის წინ. საგამოფენო დარბაზში მაღალ ქუსლებზე დაკაკუნობდნენ მინიში გამოწყობილი გოგონები, აქაოდა, ფაფა გვიჭირავს ხელშიო – სხვადასხვა ნივთებს აგდებდნენ ძირს და მათ ასაღებად დახრილნი ამარიაჟებდნენ სარეკლამო წარწერას – Kodak.
ის, რაც ფოტოგრაფს სჭირდება :
Kodak + მახვილი თვალი + სწრაფი რეაცია.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
თუკი ვინმეს ჩემი სიტყვათფაღარათიანი პოსტები მოენატრა – შემდეგი ეგეთი იქნება. ![]()
მინიპოსტებს მოვრჩი.
გამარჯობა, მე ვარ სნობი!
ამიტომ, სნობური ლოგოების კიდევ ერთ ნაკრებს გთავაზობ. ![]()
![]()
როგორც წინა ლოგოობანას დროს:
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება (კვლავ) ლილოს ბაზრობაზე. ![]()
Read the rest of this entry
გამარჯობა, შენ ხარ სნობი!
ამიტომ, არ გაგიჭირდება ამ სნობური ლოგოების ამოცნობაც.
მინიშნება (რომელიც არ გჭირდება):
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება ლილოს ბაზრობაზე.
რამდენიმე ლოგოს მცირე “დაფოტოშოფება” (ჩემს შემთხვევაში – დაქორელება) დასჭირდა, რომ წარწერა მომეშორებინა – ის შენიშნვა გავითვალისწინე, რაც წინა ლოგოობანას (ბრენდები და ლოგოები) დროს გამოთქვეს.
მეგობრობა 140 დოლარად
ამბობენ, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ქართველები ერთ-ერთი ყველაზე გაფეისბუქებული ერია… მაინცადამაინც არ მჯერა, თუკი ჩვენში ინტერნეტის სუსტ განვითარებას გავითვალისწინეთ და კომპიუტერიც ჯერ კიდევ არ აქვს ბევრს, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ბევრნი ვართ.
თავად “ფეისბუქისვე” დათვლით, ერთ საშუალოსტატისტიკურ ფეისბუქელს 130 ფრენდი ყავს. მე პირადად – ამაზე ცოტათი მეტი და ჩემი ფრენდების უმეტესობას კი რამდენჯერმე მეტიც.
ფრენდების რაოდენობით, ვფიქრობ, ქართველ ფეისბუქელებს მართლაც ბარე ორი ვერ აჯობებს. ჰოდა, გიფიქრიათ თუ არა რა ხეირი მოაქვს ერთ ფეისბუქელ ფრენდს? ეს ციფრი დათვლილია და დაახლოებით 140 დოლარს შეადგენს. ასეთია სოციალური მედიის კვლევისა და მართვის კომპანიის Syncapse-ს მიერ მიღებული შედეგები.
ამოიცანი სექსისტი!
აჩრდილი დადის მსოფლიოში – აჩრდილი სექსიზმისა
მომხმარებელთა ასოციაციებს, ფემინისტურ დაჯგუფებებს, გენდერისტებს და რავიცი კიდევ ვის აღარ ახალი გასართობი აქვთ, დევიზით: “ამოიცანი სექსისტი!”
ცხონებულმა კონფუციმ კი თქვა, ძალიან ძნელია იპოვო სექსისტი იქ, სადაც ის არ არისო, მაგრამ ბევრი ამასაც ახერხებს.
სულ ახლახანს “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირი” თავს დაესხა Fast-Fashion-ის ამერიკულ ქსელს Forever 21-ს აი ამ მაისურის გამო![]()
ძუძუ და რეკლამა
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯურის ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეკლამის შემქმნლებს მუდმივად ამხელენ ქალების მიმართ “მომხმარებლურ” დამოკიდებულებაში, სექსი (და მინიშნება სექსზე) იყო და რჩება რეკლამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად (ცხადია, ის ინგრედიენტი – იუმორი, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი, კვლავ ძალაშია და ამ შემთხვევაშიც ხშირად გამოიყენება). სარეკლამო კამპანიის მიზანი ინტერესის გაღვივება და მადის აღძვრაა და, თუკი მიზნობრივი ჯგუფი მამაკაცებია, ლამაზ ქალს, როგორც ვნების ობიექტს, ვერაფერი ჩაანაცვლებს… მაგრამ, მცდარია შეხედულება, თითქოს ფემინისტების მიერ მოძულებული “90x60x90” კლიპში იქნება თუ პოსტერზე მხოლოდ მამაკაცებს აცდუნებს. არ მეგულება ქალი, ვისაც არ სურს იყოს მიმზიდველი და სასურველი, თუნდაც ისეთი, როგორც ეს ქალბატონია გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის NewYorker-ის თეთრეულის ხაზის რეკლამიდან:
რეკლამა ჩადგმით და ჩამოტარებით
მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სააგენტო YouGov-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ე.წ. სარეკლამო ჩადგმები ნაკლებეფექტურია.
- Product Placement – ეწოდება რეკლამირების ხერხს, როდესაც, მაგალითად, რომელიმე ფილმში, ტელეგადაცემაში გამოყენებული “რეკვიზიტის” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ) მწარმოებელი, ლოგო, მოდელი მკაფიოდ ჩანს. ჩადგმული შეიძლება იყოს სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია… ამაზე ადრეც ვწერდი (25-ე კადრი ანუ როგორ გვმართავენ მასონები)
ბრიტანული ტელეშოუს გასვლის შემდეგ, სადაც Nestle-ს ყავა Dolce Gusto “ჩადგეს”, YouGov-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ამტკიცებს, რომ არც შეუნიშნავს, თუ რა პროდუქტი იყო “ჩადგმული”, თუმცა 70%-ზე მეტი აღიარებს, რომ სხვადასხვა ამერიკულ ფილმებსა თუ სერიალებში ჩადგმული პროდუქტი შეუნიშნავს. მაგრამ ამათგან მხოლოდ 17% აღმოჩნდა ისეთი, ვინც ჩადგმებს ყოველთვის ამჩნევს, 40% – ხანდახან და 16% კი – იშვიათად.
გამარჯვებული ხალხის ოპერატორი
“რუსთავი 2”-ის რეკლამა, სადაც ტელეკომპანიამ თავი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გამოაცხადა, ალბათ, გახსოვთ… ეს წლების წინ მოხდა. ხანი გამოხდა და, როგორც ჩანს, ყველას გადაავიწყდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მობილურმა ოპერატორმა, “ვოდაფონმა” მიიჩნია, რომ ტახტი უკვე თავისუფალია და მასზე აბობღება მოისურვა.
სარეკლამო კლიპი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა “იუთუბზე” საკომუნიკაციო გიგანტს გამარჯვებული (ეგვიპტელი) ხალხის კომპანიად აცხადებს. კლიპში ნაჩვენებია ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი ხალხი და რევოლუციური მესიჯები, რომელსაც ამბოხებული ეგვიპტელები აგზავნიდნენ მობილური ტელეფონებით ფეისბუქსა და თვითერზე “ვოდაფონის” ქსელის გამოყენებით, შემაჯამებელი ტიტრები კი ასეთია:
We didn’t send people to the streets, we didn’t start the revolution. We only reminded Egyptians how powerful they are. (ჩვენ არ გაგვიყვანია ხალხი ქუჩებში, ჩვენ მხოლოდ შევახსენეთ ეგვიპტელებს, მათი ძალა).
























