Blog Archives
ღმერთი ფოტოაპარატით ხელში
1914 წელს ახალგაზრდა მხატვარმა იმანუილ რადნიცკიმ ფოტოაპარატი შეიძინა, სურდა თავისი ნახატებისთვის ფოტოები გადაეღო. გადაუღო და ნახატებზე მეტად ფოტოები მოეწონა. ასე დაიბადა მენ რეი. ღმერთი ფოტოაპარატით ხელში.
მენ რეი (Man Ray / Emmanuel Radnitzky) ლიტველი ემიგრანტების შვილი იყო. ფილადელფიაში დაიბადა, ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, პარიზში გარდაიცვალა და მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორია შეცვალა. სწორედ მენ რეიმ აქცია ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებად. რეის ფოტოები არამხოლოდ მის თანამედროვეებს ანცვიფრებდნენ, უსაზღვრო ფანტაზია და პარადოქსალური ხედვა დღესაც კი შოკისმომგვრელია.
ამერიკა, მიუხედავად სტერეოტიპებისა, ძალიან ტრადიციული, კონსერვატორი და სიახლეებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანაა. მოდერნისტი მხატვრებით გატაცებულმა მენ რეიმ 1921 წელს პარიზს მიაშურა. დაუმეგობრდა კოქტოს, ელუარს, ბრეტონს, ჯოისს, მიროს, პიკასოს, დალის. აგრძელებდა ხატვას, გამოფენებშიც მონაწილეობდა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტ ფოტოს იღებდა. იღებდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ფოტოობიექტივი მისი მესამე თვალი იყო.
შავი ყუთის რაინდები
თამაშთა თეორია
ამ ოთხი ათეული წლის წინ საბჭოთა ტელევიზიაზე მოსაწყენი და უღიმღამო რამ დედამიწის ზურგზე თუ არსებობდა, არ მგონია. ორი ცენტრალური არხი იყო სულ – ერთზე კირილოვი გამოდიოდა, მეორეზე კი – ბრეჟნევი. მონაცვლეობით. და ვინ იცის, ვის დანახვას უფრო მეტი გულფანცქლით ელოდნენ. მგონი მაინც – კირილოვის.
მერე კი გამოჩნდა კაცი, ვისაც ამ ორთავეზე მეტი ადამიანი უყურებდა… უფრო სწორად, კი არ უყურებდა – უსმენდა. გამოჩნდაო დავწერე, მაგრამ ის კაცი ეკრანზე არ ჩანდა. ხმა ისმოდა მხოლოდ. თავად კი სადღაც იმალებოდა ზურმუხტქალაქის ჯადოქარივით. მართლა ჯადოქარი იყო. ქვეყანაში, სადაც პრეფერანსის თამაშისთვის იჭერდნენ ხალხს, ცენტრალური ტელევიზიის პირველ საკავშირო არხზე კირილოვისა და ბრეჟნევის გამოსვლებს შორის კაზინო გამართა… მართალია, ამ კაზინოში ფულზე არ თამაშობდნენ, მაგრამ “რულეტკა” ტრიალებდა, პრიზებს იგებდნენ, იყო ბურჟუაზიული აზარტი და სრულიად არასაბჭოური სანახაობა. ეს გასაოცარი ადამიანი საბჭოთა მარშლის მოგვარე ვლადიმირ ვოროშილოვი იყო, მის მიერ მოგონილი თამაში კი მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური ტელესამორინე – “რა, სად, როდის”. ბზრიალა 1975 წლის 4 სექტემბერს დაატრიალეს პირველად და მას მერე არ გაჩერებულა. დღეს საქართველოშიც თამაშობენ, უფრო მეტი – უყურებს. წლების განმავლობაში ამ თამაშმა ერთგვარად კი იცვალა სახე, მაგრამ დიდწილად მაინც ისაა, რაც თავდაპირველად იყო.
კულინარული ტექნიკუმი
შაბათის პოსტი
მაჩვენე შენი ტორტი და გეტყვი, ვინა ხარ შენ
ტორტილიური ანდაზა
ამბობენ, ურია რომ ომში წავიდა, ბერსაბემ მეფე დავითს ასეთი ტორტი გამოუცხოო
პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია
თამაშთა თეორია
სტერეოსკოპი View-Master
ის 1938 წელს უილიამ გრაბერმა (William Gruber) შექმნა. ეს კაცი იდეაში ფორტეპიანოს ამწყობი იყო, ბინიდან ბინაში და მუსიკალური სკოლიდან მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, უნიჭო ბავშვების კლავიშებზე ბარტყუნით აშლილ პიანინოებს წამლობდა, ბრამსსა და ბახს უსმენდა… უსმენდა… უსმენდა… მოეშალა ბოლოს ნერვები და გადაწყვიტა, საქმისთვის მიეხედა. თავისი ძველი გატაცება – ფოტოგრაფია გაიხსენა და ისეთ ხელსაწყოზე დაიწყო მუშაობა, რომლითაც ფოტოსურათის “გაცოხლება” იქნებოდა შესაძლებელი. ასე დაიბადა სტერეოსკოპი View-Master. მასზე უფლებები კომპანია Sawyer’s Photo Services-სმა შეიძინა (რომელთანაც გრაბერი თანამშრომლობდა) და 1939 წელს ნიუ იორქის გამოფენაზე წარადგინა. პირველი სლაიდი, რომელიც გამოფენის სტუმრებმა View-Master-თ ნახეს დიდი კანიონის გამოსახულება იყო. Read the rest of this entry
მონოპოლია
თამაშთა თეორია
“ალმასი – მარადიულია”, – ეს სიტყვები “დე ბირსის” სლოგანად იქცა, მაგრამ ალმასზე უფრო მარადიული – სათამაშოა. სათამაშოები ისეთივე ძველი გამოგონებაა, როგორიც კაცობრიობა და კიდევ უფრო ძველიც, რამდენადაც თამაში ყველა ძუძუმწოვარს უყვარს და პრე-ისტორიულ თუ რაც ქვიათ არსებებს, რომლებიც ჩვენზე მრავალი საუკუნით ადრე გაჩნდნენ – მათაც ჰქონდათ პრე-ისტორიული სათამაშოები.
რევოლუციამდელი ბავშვი რატომ იყო გონებაჩლუნგი – ესეც კარგად გვახსოვს.
მაგრამ პრე-ისტორიულ თუ რევოლუციამდელ სათამაშოებზე სხვა დროს იყოს, ეს პოსტ(ებ)ი კი მე-20 საუკუნის ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ სათამაშოებზე იქნება.
ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, Monopoly-თ უნდა დავიწყო – აშშ-ში გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული სათამაშოთი. 1999 წელს ის “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა, როდესაც Monopoly-ს მოყვარულთა რაოდენობამ 500 მილიონ ადამიანს მიაღწია. ჟურნალმა Games magazine Monopoly “სათამაშოთა დიდების დარბაზში” (Games Hall of Fame) შეიყვანა. ის, აგრეთვე, “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” (National Toy Hall of Fame) წევრიცაა (კი, ამერიკაში ასეთი დარბაზებიც არსებობს).

ერექცია, რეაქცია და Kodak
ეს პერფორმანსი კიევში გაიმართა რამდენიმე წლის წინ. საგამოფენო დარბაზში მაღალ ქუსლებზე დაკაკუნობდნენ მინიში გამოწყობილი გოგონები, აქაოდა, ფაფა გვიჭირავს ხელშიო – სხვადასხვა ნივთებს აგდებდნენ ძირს და მათ ასაღებად დახრილნი ამარიაჟებდნენ სარეკლამო წარწერას – Kodak.
ის, რაც ფოტოგრაფს სჭირდება :
Kodak + მახვილი თვალი + სწრაფი რეაცია.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
თუკი ვინმეს ჩემი სიტყვათფაღარათიანი პოსტები მოენატრა – შემდეგი ეგეთი იქნება. ![]()
მინიპოსტებს მოვრჩი.
ბარბისა და კენის საშობაო თავგადასავალი
გამარჯობა, მე ვარ სნობი!
ამიტომ, სნობური ლოგოების კიდევ ერთ ნაკრებს გთავაზობ. ![]()
![]()
როგორც წინა ლოგოობანას დროს:
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება (კვლავ) ლილოს ბაზრობაზე. ![]()
Read the rest of this entry
გამარჯობა, შენ ხარ სნობი!
ამიტომ, არ გაგიჭირდება ამ სნობური ლოგოების ამოცნობაც.
მინიშნება (რომელიც არ გჭირდება):
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება ლილოს ბაზრობაზე.
რამდენიმე ლოგოს მცირე “დაფოტოშოფება” (ჩემს შემთხვევაში – დაქორელება) დასჭირდა, რომ წარწერა მომეშორებინა – ის შენიშნვა გავითვალისწინე, რაც წინა ლოგოობანას (ბრენდები და ლოგოები) დროს გამოთქვეს.
ამოიცანი სექსისტი!
აჩრდილი დადის მსოფლიოში – აჩრდილი სექსიზმისა
მომხმარებელთა ასოციაციებს, ფემინისტურ დაჯგუფებებს, გენდერისტებს და რავიცი კიდევ ვის აღარ ახალი გასართობი აქვთ, დევიზით: “ამოიცანი სექსისტი!”
ცხონებულმა კონფუციმ კი თქვა, ძალიან ძნელია იპოვო სექსისტი იქ, სადაც ის არ არისო, მაგრამ ბევრი ამასაც ახერხებს.
სულ ახლახანს “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირი” თავს დაესხა Fast-Fashion-ის ამერიკულ ქსელს Forever 21-ს აი ამ მაისურის გამო![]()
ძუძუ და რეკლამა
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯურის ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეკლამის შემქმნლებს მუდმივად ამხელენ ქალების მიმართ “მომხმარებლურ” დამოკიდებულებაში, სექსი (და მინიშნება სექსზე) იყო და რჩება რეკლამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად (ცხადია, ის ინგრედიენტი – იუმორი, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი, კვლავ ძალაშია და ამ შემთხვევაშიც ხშირად გამოიყენება). სარეკლამო კამპანიის მიზანი ინტერესის გაღვივება და მადის აღძვრაა და, თუკი მიზნობრივი ჯგუფი მამაკაცებია, ლამაზ ქალს, როგორც ვნების ობიექტს, ვერაფერი ჩაანაცვლებს… მაგრამ, მცდარია შეხედულება, თითქოს ფემინისტების მიერ მოძულებული “90x60x90” კლიპში იქნება თუ პოსტერზე მხოლოდ მამაკაცებს აცდუნებს. არ მეგულება ქალი, ვისაც არ სურს იყოს მიმზიდველი და სასურველი, თუნდაც ისეთი, როგორც ეს ქალბატონია გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის NewYorker-ის თეთრეულის ხაზის რეკლამიდან:
























