Blog Archives

სავარდო და სამაისო

May8

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Tony Clifton-ის გესთ-პოსტი. ქვეყნდება უმნიშვნელო შემოკლებით.

დღე, როცა კლარამ დაუზასა როზას…

შაბათის პოსტი პარასკევს

W-Day

1910 წელი. ფოტოგრაფმა ჰანს ვაინშტეინმა კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი იმ მომენტში გადაიღო, როდესაც ისინი ქალების საერთაშორისო დღის შემოღებას ზეიმობდნენ.

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს…

შაბათის პოსტი

Isaac Claesz. Van Swanenburg - The Faithful Wives Of Weinsberg1140 წელს გერმანიის მეფის, კონრად მესამის ჯარმა, რომელიც ჩაბმული იყო ომში შვაბიის მმართველ, ტოსკანის მარკგრაფ ველფ მეექსვესთან, ალყა შემოარტყა ქალაქ ვეინსბერგს. ქალაქის დამცველები უდრეკნი აღმოჩნდნენ და მომხვდურთ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა კონრადი ქალაქის აღებას, ბოლოს, როცა მეციხოვნენი გაწყდნენ, ქალაქის მცხოვრებთ სურსათ-სანოვაგე შემოაკლდათ და ისრებიც დაელიათ, რომ მტრისთვის დაეშინათ, მოახლოებული გამარჯვების ოხშივრით დამთვრალმა კონრადმა დაიფიცა, ქალაქს მიწასთან გავასწორებ, ზედ გუთანს გადავატარებ, ქალაქის მაცხოვრებელთ კი ყველას ერთიანად გავწყვეტო… რომ შეჰკადრეს – ასეთი დაუნდობლობა მეფეს არ შვენისო, კონრად მესამე მოლბა და პირობა დადო – ქალებს ხელს არ ვახლებ, ნებას ვრთავ, ქალაქი დასტოვონ და რაც რამ ყველაზე ძვირფასი ავლა-დედება აქვთ, ზურგზე მოიკიდონ და ხელს გააყოლონო.

Read the rest of this entry

ალიენორი – ჭადრაკის დედოფალი

ამბოხის თეორია

Alienorორი მეფის მეუღლე და ორი მეფის დედა, დედოფალი და ტუსაღი, ახტაჯანა და მეამბოხე, პოეტი და მუსიკოსი, აგნოსტიკოსი და მონაზონი, გასაოცარი ბედის ქალი, ვინც ევროპის საზღვრები გადაწერა – ალიენორ აკვიტანელი, მის შესახებ დავწერდი პოსტს “ქალების თვის” ბლოგერული კონკურსისთვის, კონკურსებში რომ ვმონაწილეობდე. :)

ალიენორი (Aliénor d’Aquitaine) აკვიტანიისა და გასკონის ჰერცოგინია იყო, მოგვიანებით ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ინგლისის დედოფალი გახდა, 7 შვილი გააჩინა (ამათგან ერთი – ყველასათვის კარგად ცნობილი რიჩარდ ლომგული) 82 წელი იცოცხლა ისე, რომ არასდროს არვისთვის დაუგდია ყური და არასდროს არაფერი უნანია. აღესრულა მონასტერში, ისე, რომ ხეირიანად აღსარებაც არ უთქვამს. სიკვდილამდე რჩებოდა რაინდთა საგმირო საქმეთა შთამაგონებლად და მენესტრელებისა და ტრუბადურების მუზად (აკვიტანია შუა საუკუნეების მისტიკურ-ეროტიკული პოეზიის სამშობლოა და ამ მოდის კანონმდებლები თვით აკვიტანიის ჰერცოგები იყვნენ…).

აკვიტანიის ჰერცოგებს მეამბოხე და დაუდგრომელი ხასიათი მოსდევდათ – ალიენორის პაპა, გილიომ მეცხრე მისი დროის ცნობილი მექალთანე  და მელექსე-მომღერალი იყო, ვისი სამიჯნურო თავგადასავლები ლექსადა და არაკად იქცა -  სანამ მისი ცოლის ბიძა, გრაფი რაიმონი ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდა, გილიომი რაიმონის ცოლთან ნებივრობდა. არაერთგზის ეპითიმიაც დაადეს, ეკლესიიდანაც განკვეთეს, მაგრამ კუზიანს სამარე გაასწორებსო, ნათქვამია… ამ ამბების გამო ვაჟსაც წაეკიდა, თუმცა, მალევ მოურიგდა და არ იტყვით როგორ? საკუთარი საყვარლის ქალიშვილი შერთო ცოლად. :) ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა – გილიომ უმცროსს ოთხი შვილი შეეძინა, ამათგან პირველი დაბადებისას გარდაიცვალა – სამთაგან უფროსი კი ალიენორი იყო, რომელიც პაპის, გილიომ მეცხრისა და მამის, გილიომ მეათის გარდაცვალების შემდეგ აკვიტანიის ტახტზე ავიდა.

Read the rest of this entry

სარკოფაგიდან დგება მუმია

ამბოხის თეორია

თუკი გზის პოვნა გსურს, ნურასდროს დაჰყვები სხვათა აზრებს. როდესაც შენს გზაზე დგახარ, ვინც არ უნდა გადაგეყაროს – მოკალი ის! თუკი გადაეყრები ბუდას – მოკალი ბუდა. თუკი გადაეყრები პატრიარქს – მოკალი პატრიარქი. თუკი გადაეყრები მოძღვარს – მოკალი მოძღვარი. თუკი გადაეყრები მშობელს – მოკალი მშობელი. თუკი გადაეყრები ნათესავს – მოკალი ნათესავი. მხოლოდ ასე დაიხსნი თავს და მშვიდად ივლი იქეთკენ, საითკენაც გსურს.
ლინ ძი

Akhenatenჩემი ბავშვობის ფრიად პოპულარული წიგნი იყო პოლონელი მწერლის, ბოლესლავ პრუსის “ფარაონი”, რომელიც რამზეს მეცამეტის ამბოხზე მოგვითხრობს ღმერთ ამონ-რას კულტისა და ქურუმების წინააღმდეგ. ფარაონი ამ “ნომრით” არასდროს არსებობდა. რომანში მოთხრობილი ამბები, დიდწილად, გამოგონილია, მაგრამ ქრისტეს დაბადებამდე მე-14 საუკუნეში ეგვიპტის ტახტზე ავიდა ფარაონი ამენჰოტეპ IV – ერთ-ერთი უდიდესი მეამბოხე კაცობრიობის ისტორიაში.

იმდროინდელ ეგვიპტეში… ეგვიპტეში კიარადა მთელს დანარჩენ სამყაროშიც პოლითეიზმი იყო გაბატონებული. ადამიანებს ვინმოსთვლისრომ იმდენი ღმერთი ჰყავდათ. უთვალავი. მარტო ეგვიპტელებს ჰყავდათ 300 ღმერთი მაინც. ყველა წარჩინებული ეგვიპტელი საკუთარ მფარველ ღმერთს იგონებდა. ნილოსის გაღმელები რომ გაიგებდნენ, ნილოსის გამოღმელებს ახალი ღმერთი შეემატათო, დაფაცურდებოდნენ და ორს თავისას იგონებდნენ, არიქა არც ჩვენ ჩამოვრჩეთო… მოკლედ, ვისაც არ ეზარებოდა და დროს გამონახავდა, დადგებოდა და მოიგონებდა რამე ღმერთს. ღმერთების უფროსად ამონი (ამონ-რა) იდგა, ქარისა და მზის ღმერთი, ქალაქ თებეს მფარველი.  ეგვიპტის ფარაონები სწორედ მის შვილებად მიიჩნევდნენ თავს. მაგრამ ამენჰოტეპმა ამონ-რას ძეობა არ ისურვა. თავი მან უფლის მსახურად გამოაცხადა, ერთდერთ და განუყოფელ ღმერთად კი – ატონი. აკრძალა სიტყვა “ღმერთების” ხსენებაც კი, სატახტო ქალაქი თებედან აჰეტატონში გადაიტანა, სახელიც გამოიცვალა, ამიერიდან ის ეხნატონად (“ატონისთვის მარგად”) იწოდებოდა. ასე დაიწყო ყველაზე გასაოცარი პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში – ერთი კაცის ამბოხი წარსულის ღმერთებისა და წინაპართა აჩრდილების წინააღმდეგ.

Read the rest of this entry

ჯექ რუბი – ადამიანი, რომელმაც ოსვალდი მოკლა

ამოსახსნელი საიდუმლოებები

1963 წლის 22 ნოემბრის ნაშუადღევს, 11 საათსა და 40 წუთზე დალასის აეროპორტში ბორტი ნომერი ერთი დაეშვა. 10 წუთის შემდეგ პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ ქენედის (John Fitzgerald “Jack” Kennedy) ლიმუზინმა ქალაქისკენ აიღო გეზი. 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც კორტეჟმა ჰიუსთონისა და ელმ სთრითის გზაჯვარედინზე სკოლის წიგნთსაცავს ჩაუარა, გაისმა სროლის ხმა. პირველი ტყვია პრეზიდენტს ზურგში მოხვდა, მეორე კი – კეფაში. ამის შემდეგ სნაიპერი ფანჯარას მოსცილდა, იტალიური შაშხანა ოპტიკური სამიზნით იქვე ოთახში მიაგდო და კიბეზე თავქვე დაეშვა. 5 წუთის შემდეგ, როდესაც დაჭრილი პრეზიდენტი ფარქლენდის ჰოსპიტალში მიიყვანეს, თავდამსხმელი დალასის გარეუბან ოაქ ქლიფისკენ მიემართებოდა, სადაც ბინა ჰქონდა ნაქირავები. პირველ საათზე ექიმებმა ჯონ ფიცჯერალდ ქენედის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს. სნაიპერი ამ დროს ჯერ ისევ შინ იყო, მაგრამ 15 წუთში უკვე პოლიციის ოფიცერმა ჯეი დი თიფეთმა (J. D. Tippit) შენიშნა ქუჩაში და შეჩერება უბრძანა. პრეზიდენტის მკვლელს დიდხანს არ უფიქრია, პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელი ადგილზევე მოკლა, შემდეგ გზა განაგრძო და პირველ საათსა და 20 წუთზე თეატრის შენობაში შევიდა. აქ მას პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს. იყო სროლა, მაგრამ არვინ დაღუპულა. სულ მალე დალასის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი, ადამიანი, რომელმაც ერთი საათის წინ პრეზიდენტი ქენედი მოკლა, დააპატიმრეს.

Read the rest of this entry

ტალღებს გატანებული წერილების ბედი

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.
გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით.
ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.
სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.

ქარის მოტანილი წერილების დღე

ამ დღის ამბავი ფსიქესგან გავიგე. კი ამბობს, მეც ვიღაცამ მითხრაო, მაგრამ, მგონი, მისი მოგონილია. :) აი, ტალღებს გატანებული წერილების დღის ავტორი კი დანამდვილებითაა ცნობილი – ლესბოსელი ფილოსოფოსი თეოფრასტე, რომელიც ქრისტემდე IV-III საუკუნეებში მოღვაწეობდა. თეოფრასტე ამტკიცებდა, ხმელთაშუა ზღვა  ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილიაო და გიბრალტარის სრუტეში ბოთლით რამდენიმე წერილი ჩააგდო, რომელთა ნაწილმაც მოგვიანებით სიცილიის ნაპირებთან ამოყვინთა.

აქედან მოყოლებული, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ატანდა წერილებს ტალღებს: წარჩინებული თუ მდაბიო, მეფე თუ კარისკაცი, ეპისკოპოსი თუ დიაკონი, გლეხი, მუშა, მეცნიერი, მწერალი თუ სპამერი…  თუმცა, ყველაზე ხშირად ამ ხერხს მაინც ზღვაოსნები მიმართავდნენ.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 211 other followers

%d bloggers like this: