Blog Archives
უნარ-ჩვევები.კომ
როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”
ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.
![]()
როცა კლიენტი გაგინებს, მისი ძუძუები გლოცავენ…
დონ ფეფერსი (Don Peppers), მარკეტინგული კვლევის კომპანიის Peppers & Rogers თანადამფუძნებელი და ციფრული ბაზრის მკვლევარი, ამტკიცებს, რომ რომელიმე ბრენდის მიმართ სოციალურ ქსელებში გამოთქმული ნეგატიური შეფასებები გაყიდვებს უწყობს ხელს… საქონელი, რომელიც ინტერნეტ მაღაზიაში/მწარმოებლის ვებ-გვერდზე/სოცქსელებში etc. უფრო მეტ პოზიტიურ, მაგრამ, ამასთან, რაღაც რაოდენობა ნეგატიურ შეფასებების აგროვებს, უფრო უკეთ იყიდება, ვიდრე სხვა, რომლის პოზიტიური შეფასებები განუზომლად სჭარბობს ნეგატიურს.
ეს აზრი ახალი არაა, სხვა კვლევებიც ამასვე ადასტურებს, თუმცა, კვლავ არსებობენ კომპანიები, რომელთაც არაფრით სჯერათ, რომ თუკი საიტზე შემფასებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქონლის მიმართ განწყობილია აღტაცებით, ეს პოტენციურ მომხმარებლებს აფრთხობს – მათ უჩნდებათ განცდა, რომ ნეგატიური კომენტარები/შეფასებები წაშლილია, ხოლო დადებითი შეფასებები კი არაგულწრფელი (მსგავსი სკანდალები არცთუ იშვიათობაა, სულ ბოლოს “ეფლი” “გამოიჭირეს” iPhone 4-ის შესაბამისი კომენტარების გვერდის “გასუფთავებაში”, უფრო ადრე კომპანია Elsevier, რომელიც პოზიტიური შეფასების შემთხვევაში კლიენტებს პატარა საჩუქარს სთავაზობდა).
2011 წლის 60 წამი
2011 წელს ყოველ 1 წუთში:
- 925 ადამიანი ყიდულობდა iPhone 4S-ს
- 18 ადამიანი ყიდულობდა Kindle Fire-ს
- 800 ადამიანი ყიდულობდა კომპიუტერს
- 450 ადამიანი ყიდულობდა Windows 7 CD-ს
- 103 ადამიანი ყიდულობდა BlackBerry-ს
- 950 ნივთი იყიდებოდა e-bay-დან
- 1’100 აკრი (0,405 ჰექტარი) მიწა იხვნებოდა და ითესებოდა FarmVille-ში
- 11 მილიონი ადამიანი აგზავნიდა მესიჯს-ს
- 2’100 ადამიანი შედიოდა foursquare-ში
- 2 მილიონი ადამიანი კი ასთრიმინგებდა პორნოს
იპოვნე შენი თავი 2011 წლის მსოფლიო რუკაზე!
მეგობრობა 140 დოლარად
ამბობენ, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ქართველები ერთ-ერთი ყველაზე გაფეისბუქებული ერია… მაინცადამაინც არ მჯერა, თუკი ჩვენში ინტერნეტის სუსტ განვითარებას გავითვალისწინეთ და კომპიუტერიც ჯერ კიდევ არ აქვს ბევრს, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ბევრნი ვართ.
თავად “ფეისბუქისვე” დათვლით, ერთ საშუალოსტატისტიკურ ფეისბუქელს 130 ფრენდი ყავს. მე პირადად – ამაზე ცოტათი მეტი და ჩემი ფრენდების უმეტესობას კი რამდენჯერმე მეტიც.
ფრენდების რაოდენობით, ვფიქრობ, ქართველ ფეისბუქელებს მართლაც ბარე ორი ვერ აჯობებს. ჰოდა, გიფიქრიათ თუ არა რა ხეირი მოაქვს ერთ ფეისბუქელ ფრენდს? ეს ციფრი დათვლილია და დაახლოებით 140 დოლარს შეადგენს. ასეთია სოციალური მედიის კვლევისა და მართვის კომპანიის Syncapse-ს მიერ მიღებული შედეგები.
როგორ დავაგროვოთ ლაიქები და მოვიზიდოთ კლიენტები?
May the LIKE be with you!
ეს პოსტი წინა პოსტის (2 გოგო, 1 ფინჯანი, წიწაკა და ფეისბუქი) ერთგვარი გაგრძელებაა. იქ გავიხსენე, თუ როგორ გაანაწყენა ერთმა კომპანიამ ფეისბუქელი დედიკოები, ახლა კი დავწერ, თუ როგორ მოიგო მეორე კომპანიამ მილიონობით ფეისბუქელის გული.
2008 წელს ფეისბუქზე დიდი ამბავი მოხდა – ერთი კომპანიის ფეიჯმა პირველმა გადალახა ლაიქების 10 მილიონიანი ზღვარი – ეს კომპანია იყო Starbucks Corporation.
“ეს ურთიერთობებია და არა მარკეტინგი” – “სთარბაქსის” ციფრული კომუნიკაციების მენეჯერის ალექსანდრა უილერის თქმით, სწორედ ამ დევიზით მივიდა კომპანია ფეისბუქში. გამორჩეულობა. მომხმარებლებთან მტკიცე კავშირი. ერთობლივი იდეები. ორმხრივი კომუნიკაცია. საერთო მიზნები – ამ ვეშაპებს ეფუძნებოდა “სთარბაქსის” სტრატეგია. კომპანიის ფეისბუქ-ფეიჯის წევრები მეყსეულად იღებდნენ (და იღებენ) ინფორმაციას ყველა მიმდინარე თუ მოსალოდნელ სიახლეზე, არც ერთი შეკითხვა რჩება უპასუხოდ, არც ერთი კრიტიკული შენიშნვა რჩება ყურადღების გარეშე. ყველაფერი რაც აღელვებდათ და აღელვებს “სთარბაქსის” კლიენტებს – აღელვებდა და აღელვებს “სთარბაქსსაც” – ერთად მათ შესწევთ ძალა სამყარო უკეთესი გახადონ (მაგალითად, მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტელთა დასახმარებლად, მისი კლიენტების სახელით “სთარბაქსმა” შექმნა საგანგებო ფონდი, სადაც თითოეულ ფინჯან ყავაში გადახდილი თანხის ნაწილს რიცხავდა – რა თქმა უნდა, იდეა ახალი არაა, მაგრამ – ქმედითი).
- დღეს Starbucks-ს 21,835,203 ფეისბუქ-ფანი ყავს, შედარებისთვის: McDonald’s-ს 8,218,100, Target.com-ს 4,351,725… PepsiCo-ს 3,922,889… 2008 წელს Starbucks-მა Coca-Cola უკან მოიტოვა, თუმცა, მიუხედავად Dr. Pepper-ის ფეისბუქური სარეკლამო კამპანიის წარუმატებლობისა, ახლა Coca-Cola კვლავ ლიდერის პოზიციაზეა 26,657,424 ფანით.
2 გოგო, 1 ფინჯანი, წიწაკა და ფეისბუქი
ცოტა ეკლექტიკური და გაუგებარი სათაურია, არა?
თუმცა, ვისთვის – როგორ.
ადრე დავწერე პოსტი (იყიდე და გაყიდე ფეისბუქთან ერთად) თუ რა შესაძლებლობებს აძლევს “ფეისბუქი” კორპორაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად – PR, რეკლამა, ინტერნეტ-ვაჭრობა… სულ ახლახანს, “ფეისბუქმა” პოტენციურ კლიენტებს წარუდგინა Facebook Studio – საგანგებო ვებ-გვერდი პლატფორმა, სადაც სარეკლამო სააგენტოებს შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების განთავსება. აქამდე “ფეისბუქი” ცდილობდა პირდაპირ კომპანიებთან ემუშავა – სთავაზობდა მათ სარეკლამო თუ სხვა სახის სივრცესა და შესაძლებლობებს, ახლა კი ცდილობს უფრო ნაყოფიერად ითანამშრომლოს მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან, სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინ-სტუდიებთან… ბლეიქ ჩეინდლი, “ფეისბუქის” გლობალური ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი კომპანია, 500+ მილიონიანი აუდიტორიით საუკეთესო ადგილია სარეკლამო კამპანიების ჩასატარებლად. სარეკლამო სააგენტოებს ხელთ ექნებათ “მონახულებებისა” თუ “ლაიქების” სტატისტიკური მონაცემები, კომენტარები, გამოხმაურებები, რაც სარეკლამო კამპანიის ეფექტიანობის გაზომვისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება.
- ვფიქრობ, კარგი იქნება თუ, ბოლოს და ბოლოს, “ფეისბუქი” “დისლაიქ” ღილაკსაც შემოიღებს.
მაგრამ სოციალური მედია და “ფეისბუქი” ორლესული მახვილია – არვინ იცის, ვის მოჭრის თავს.
ეს კარგად გააცნობიერა “კოკა-კოლამ” და სწორედ აქ მახსენდება ორი გოგოს, ერთი ფინჯნისა და წიწაკის ამბავი.
იყიდე და გაყიდე ფეისბუქთან ერთად
ონლაინ შოფერებმა იცით ალბათ, რომ შაქარბიჭუნამ მოვაჭრენო ყველა ქვეყნისა, პირწიგნაკზე შეიყარენითო – ბრძანა და ლაიქების დაგროვებას, გირჩევნიათ, ფულის დაგროვება დაიწყოთო…
ფეისბუქი ონლაინ-მოვაჭრეებს სთავაზობს ფეისბუქ-მაღაზიების გახსნას, სადაც პოტენციურ (ფბ-ზე დარეგისტრირებულ) მყიდველებს შეეძლებათ ახალი თუ ძველი კოლექციების დათვალიერება და მათთვის სასურველი საქონელის შეძენა.
ამ შეთავაზებას ევროპელთაგან პირველი ASOS გამოეხმაურა და ვინც ამ მაღაზიით სარგებლობთ (მე – არა) ახლა უკვე შეგიძლიათ ფეისბუქიდან გაუსვლელად გადახედოთ მის მიერ გასაყიდად გამოტანილ 150’000-ზე მეტი დასახელების საქონელს და შეკვეთაც იქვე განათავსოთ (იუთუბ-მაღაზია ASOS-ს უკვე ჰქონდა). Куй железо не отходя от кассы – როგორც ამბობდა ჩვენი შეფი, მიხალ ივანიჩი. JC Penny-მ კიდევ უფრო ადრე გახსნა თავისი FB-მაღაზია.
ჩასაყლაპი დღესასწაულები
შობა-ახალ წელს ბლოგები თოვლით გადაიპენტება ხოლმე, ჰელოუნზე – გოგრებით, ვალენტინობაზე კი – გულებით… (სხვათა შორის, ეს სამი აღდგომასთან ერთად დიდი ოთხეულია, როდესაც საფულეები ცარიელდება და მაღაზია-რესტორნების სავაჭრო ბრუნვა ასტრონომიულ ციფრებს აღწევს).
მაგრამ ამათ გარდა ბევრი კარგი და საყვარელი რამის დღე აღინიშნება მსოფლიოში, ჩვენ რომ არ ვიცით და არ აღვნიშნავთ, არადა, ზოგიერთი ისეთია, გამოგვადგებოდა, რომ ვიცოდეთ.
აი, ასეთი სასარგებლო და გამოსადეგი დღეა “ციფრული ორშაბათი” – მადლიერების დღის (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი) შემდეგ პირველ ორშაბათს აღინიშნება. ამერიკულმა ონლაინ-მაღაზიებმა “ციფრული ორშაბათი” პირველად 2005 წელს დააწესეს და მას შემდეგ ის ონლაინ-შოფერთა საერთაშორისო დღედ იქცა. ამ დღეს ონლაინ-მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ… ოღონდ, ისეთ “გრანდიოზულს” კი არა, ჩვენთან რომ იციან, მართლა გრანდიოზულს.
კლიენტებს ეს ფასდაკლებები ძალიან მოსწონთ და შედეგად – მხოლოდ აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ ონლაინ. ჩემი რჩევაა – ეს დღე კალენდარში წითლად შემორკალოთ და აღარ გამოგეპარებათ.
ფასდაკლების ჩემპიონი
გასული საუკუნის დასაწყისში რუსი დიდვაჭრები ოჯახებითურთ ვენეციაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე დასასვენებლადა და სავაჭროდ (ისე, არც დღეს იკლებენ) და მათ მოლოდინში ადგილობრივი მოვაჭრენი ფასებს მაღლა წევდნენ – ამას “რუსულ” ან “სულელურ ფასებს” უწოდებდნენ ხოლმე. რუსი დიდვაჭრები საფასარს ზედ არ უყურებდნენ და, ევროპელთაგან განსხვავებით, ფულს დასტა-დასტა ხელუკუღმა ყრიდნენ.
ბევრი თბილისური ბუტიკიც, ალბათ, ასეთი კლიენტების მოლოდინშია - ლომის მადა აქვთ და რა ქნან.
ამერიკაში კი კლიენტებს არ ელიან. ამერიკაში კლიენტებს დაეძებენ. ამიტომაა ამერიკა შოფინგის სამოთხე, ამიტომაა იქ ყველაზე დაბალი ფასები და ყველაზე დიდი ფასდაკლებები.
ამაზონი გვაგდებს თუ კურიერი გვაბოლებს?
რ2-მა გუშინ კურიერში სიუჟეტი მიუძღვნა ინტერნეტ-მაღაზიების მიერ გადაგდებულ ქართველ შოპოჰოლიკებს… ზოგს ის საქონელი არ ჩამოუვიდა, რაც გამოიწერა, ზოგს ფალსიფიცირებული საქონელი ჩამოუვიდა, ზოგსაც საერთოდ არაფერი ჩამოსვლია და ფულსაც აღარ უბრუნებენ.
ასეთი ფაქტები მართლაც ხდება და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონია, გუშინდელი კურიერის სიუჟეტის ქარი ისევ იქედან უბერავს, საიდანაც არცთუ დიდი ხნის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ქარი უბერავდა – როდესაც იმპორტისას 1’500-ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმი 300-ლარამდე ჩამოიყვანეს… თუ ასე არ არის და მართლა პრობლემაზე სურდათ საუბარი – დაშინების ნაცვლად, ჯობდა ის განემარტათ, რატომ და როდის ხდება ასეთი იაღლიშები და როგორ უნდა ავიცილოთ ისინი თავიდან. თორემ, ინტერნეტ-ვაჭრობით უკვე უამრავი ადამიანია დაზარალებული და ჰაი და ჰუი – უბრალოდ ტყუილია. ამაზე განუზომლად ბევრად მეტი ადამიანი დაზარალებულია ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი “დოლ’ჩე და გაბანებით” და “ემპორიო არმიან’ებით”.
გამოთვალეთ თქვენი ვებ-გვერდის საბაზრო ფასი
როდესაც ელექტრონულ კომერციაზე პატარა კვლევის ჩატარება მომიწია და მოგვიანებით კი ინტერნეტ-ვაჭრობაზე და Amazon.com-ზე დავწერე პოსტი, უამრავ სხვადასხვა სტატიასა და მარკეტინგულ კომპანიას გადავეყარე, რომლებიც, როგორც კონსულტანტები, მუშაობენ ამ სფეროში.
მათგან ბევრი შეზღუდულ უფასო სერვისსაც გვთავაზობს, რაც ინტერნეტ-გვერდის შეფასების საშუალებას იძლევა.
მაგალითად http://wholinkstome.com ითვლის ბექ-ლინქებს, რეფერალებს და ა.შ. თქვენს საიტზე, ასევე ქეივორდების სტატისტიკას გიჩვენებთ.























