Blog Archives
სტილიაგები
ამბოხის თეორია
“საბჭოთა ქალიშვილებო, გახსოვდეთ, ვინც დღეს ჯაზის მოსმენას გთავაზობთ,
ის ხვალ ორალურ სექსს მოგთხოვთ!”
გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა”, 1956 წელი
აი, ისიც – მწვანესახელოებიან ნარინჯისფერ კურტაკში, ზურმუხტისფერ ფართო შარვალსა და წითელ-შავ ფერებში გაწყობილ ფეხსაცმელებში. რაფაზე შემოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო – მისი წინდების ფერმა ყველას თვალი მოსჭრა… – ასე გამოიყურებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც 1949 წელს ჟურნალმა “კროკოდილმა” დაცინვით “სტილიაგები” უწოდა. ეგ სადაური დაცინვააო, გაიფიქრებთ. სადაური და საბჭოური, სადაც “სტილი”, დასაცინს ვინ ჩივის, კოდექსში გაწერილი სტატია იყო. თუმცა, თუ ზემოთმოყვანილ აღწერილობას ვენდობით, იმდროინდელი სტილიაგები მაინცადამაინც სტილიაგურად ვერ გამოიყურებოდნენ – უფრო ეკლექტიკურად და ეპატაჟურად, მაგრამ ეს ხომ ჯერმხოლოდ 40-იანი წლების ბოლოა – ომი ახლადდამთავრებულია, გაჭირვებაა, ახალი ოკეანესგაღმური “შმოტკები” სანთლით საძებარია, ცოცხალი უცხოელის ნახვის შანსი ქუჩაში იგივეა, რაც მფრინავი თეფშისა – ცაში. არც საზღვარგარეთული მოდის ჟურნალებია და არც ტელეგადაცემები, სამაგიეროდ არის ე.წ. “ტროფეინი” ფილმები – ეს ფილმები წითელმა არმიამ როგორც სამხედრო ალაფი ისე ჩაიგდო ხელთ, როდესაც გერმანიის უდიდესი კინოსტუდია “უფა” დაიკავა. მათი ნაწილი გერმანული იყო, თუმცა ბევრი იყო ევროპული და ჰოლივუდური ნაწარმიც. საბჭოელმა კინონომენკლატურამ ეს ფილმები გამოხშირა, იდეოლოგიურად “ნაკლებმავნეები” გადაარჩია და 40-იანების ბოლოს საბჭოურ ეკრანებზე გაუშვა.
სამამულო Beach style by თაკო გვაზავა
პოსტის ავტორია თაკო გვაზავა
ჩვენ, ქართველები, რომ სუპერ-გასაოცარი ხალხი ვართ, ეს უკვე არ-ახალია. საოცარი ტრადიციებით, საოცარი გეო-პოლიტიკით, კიდევ უფრო საოცარი დამოკიდებულებებითა და კულტურით. მე ამ უკანასკნელის კონკრეტულ განშტოებაზე – საკურორტო კულტურაზე, კერძოდ, კი ჩვენებულ სამამულო საზღვაო სტილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც შოკს იწვევს ჩემში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ზოგადად სტილის შეგრძნებამ გაიღვიძა პატარა „მე“-ში და დღემდე წარმატებულად ახორციელებს ჩემს დაშოკვას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მოდაც ბევრჯერ შეიცვალა, ჩვენი მსოფლხედვა და „სტილხედვაც“ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ჩვენ თვალსა და ხელს შუა განვვითარდით და თვით დიდი ევროპის ნაწილიც კი გავხდით.
თუმცა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა ის დაჟინებული და ხაზგასმული სტილის აღქმის უუნარობა, რომელიც, სიმართლე ვთქვათ, და ზოგადად კავკასიელებს ასე გამოარჩევს ევროპელებისგან. აბა სხვას რას მივაწერო ის, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ქართულ პლაჟზე გასვლისთანავე თვალში გვხვდება მაღალ შპილკა-ქუსლებზე ამხედრებული და სახეზე საღამოს მაკიაჟით მორონინე ახალგაზრდა გოგონები. პირველ რიგში, აუცილებლად ვეჭვდებით, რომ შემთხვევით მის საქართველოს კასტინგზე ხომ არ მოვხვდით, დასასვენებლად და ზღვაში საჭყუმპალაოდ მომართული კამპანიის ნაცვლად. იგივე გოგონებს საღამოს რესტორანში უკვე ბენსიმონებში ან კეტებში და მოკლე შორტებში გამოწყობილებს ვხვდებით. რა პრობლემაა…
სარკევ, სარკევ, მითხარი…
თავდაჯერებულობა, რომელიც ემყარება რწმენას, რომ კარგად ჩაცმული ხარ, უკიდეგანოა.
ძმები ბრუქსები
რა გაცვიათ, ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, – ამტკიცებენ Northwestern University-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორები ჰაიო ადამსი და ადამ გალინსკი. თქვენი სამოსი არამხოლოდ ეხმარება გარშემომყოფთ აღგიქვან ასეთად ან ისეთად, არამედ საკუთრივ თქვენს ქცევა-გუნებაზეც მოქმედებს. “ადამიანის ფსიქიკა ტანსაცმლის მხრივ მუდმივ გავლენას განიცდის, – აცხადებენ მკვლევრები, – და ეს პროცესი ორი კომპონენტით იმართება – პირველი ესაა სამოსის სიმბოლური მნიშვნელობა და მეორე ფიზიკური ზემოქმედება.”
რევოლუცია “ფრეფი”- სნობები სნობების წინააღმდეგ
ამბოხის თეორია
ჯონი ოქროს ბიჭუნა იყო. პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა, უიქ-ენდებზე გოლფს თამაშობდა, მამის იურიდიულ ფირმაში მუშაობის დასაწყებად ემზადებოდა და კოლეჯის გამოსაშვები საღამოს დედოფალზე აპირებდა დაქორწინებას… მანამ კი დეიდა ესთერის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო.
დეიდა ესთერს განსვენებულმა მეუღლემ სამი ქარხანა, ორი იახტა და პატარა კუნძული დაუტოვა სადღაც წყნარ ოკეანეში. დეიდა ესთერს შვილები არ ჰყავდა და სურდა, თავის მემკვიდრედ ჯონი გამოეცხადებინა.
ჯონი წვერის გასაპარსად მოემზადა, მაგრამ გადაიფიქრა – თეთრი პერანგი მოიცვა, ჰალსტუხი გაიკეთა, წინდაწინ მომზადებულ, კლასიკურ შავ კოსტიუმში გამოეწყო… შემდეგ უჯრიდან “ლაკოსტის” საყვარელი პოლო გამოიღო, ზედ პიჯაკზე გადაიცვა და ასე გამოწყობილი წავიდა დეიდა ესთერის წვეულებაზე.
ასე დაიწყო ფრეფი-რევოლუცია – სნობების ამბოხი სნობების წინააღმდეგ.
Letter to him by ნინა
ამასწინათ ლორდი ვნახე. ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი ეცვა და ბედნიერი ჩანდა. მინდოდა მისთვის ცოტათი ხასიათი გამეფუჭებინა და ხახვის ფრანგულ სუპზე დავუწყე საუბარი. მისთვის განწყობის გაფუჭება არც ისე ადვილი საქმეა, ამიტომ მაშინვე ცხვირი არ ჩამოუშვია და მოხერხებულად გადაიტანა საუბრის თემა პრაღაზე. ხახვის სუპი სრულიად დამავიწყდა (მითუმეტეს, რომ არც მე მიყვარს და თანაც ჩემი კულინარიული ფიასკოების სიას უდგას სათავეში), ამიტომ სიამოვნებით დავიწყე იმის მოსმენა, რომ პრაღა პარიზის შემდეგ ყველაზე ლამაზი ქალაქია, როცა ჩახვალ, აუცილებლად უნდა გასინჯო კნედლიკები და როგორ აღმოაჩინეს ჩეხებმა მეთერთმეტე საუკუნის თავიანთი ხელნაწერი, სადაც ეწერა, რომ ამა და ამ მონასტერში დაამზადეს ლუდი, როგორ გასინჯეს და როგორ მოეწონათ. ამაზე ბევრი ვიცინეთ, შემდეგ ლორდს ლუდის დალევა მოუნდა და სადღაც წასვლა შემომთავაზა, სადაც კარგ ლუდს ჰყიდიდნენ. მე გავჯიუტდი, საუბრები ჩეხეთზე ერთი საქმეა და მე ლორენზანზე ამერიკანოს მიყოლება მირჩევნია-მეთქი და ანტრეში ძალით წაყვანა დავუპირე. ამის გამო ლორდი წყენისგან გაფითრდა, თმა დაუხუჭუჭდა და Rag&Bone-ის ბიჭუნას დაემსგავსა. მე აღარ დაველოდე, როდის დაემსგავსებოდა მარტინ კონს და გავიღვიძე.
იდეალურად ჩაცმული ქალი
რამდენიმე მკითხველმა მითხრა, რატომ მარტო მამაკაცების ბრენდებზე, მოდაზე და დრეს-კოდზე წერო. მეც გადავწყვიტე გენდერული თანასწორობის დაცვა და ქალების მოდაზე და საკულტო ფილმზე “სექსი დიდ ქალაქში”-ც კი დავწერე ორიოდ სიტყვა. პოსტი გამოვიდა (მკითხველთა რაოდენობით ვმსჯელობ), ამიტომ თემას გავაგრძელებ და დავწერ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ქალი ჩვენი, მამაკაცების შეხედულებით.
საკუთარი გემოვნება რომ არ მოგახვიოთ თავს, მეტი ობიექტურობისთვის ცოტა განვაზოგადებ გაზეთ Sunday Life-ისა და ჟურნალ Men’sHealth-ის დახმარებით, რომლებმაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა მამაკაცთა შორის.
Sunday Life-ის მამაკაც მკითხველთა აზრით, ქალს უნდა ეცვას მოკლე, ვიწრო ქვედაბოლო ან საშუალო სიგრძის ვიწრო ქვედაბოლო ჭრილით.
ქალის საოფისე ტანსაცმელს შორის მამაკაცებმა საშუალო ვიწრო ქვედაბოლოს მიანიჭეს უპირატესობა, მოკლე, წელში გამოყვანილ პიჯაკთან ერთად. წელში გამოყვანილმა ჟილეტმაც დაიმსახურა მამაკაცთა მოწონება. ყოველდღიური და სპორტული სტილიდან კი მამაკაცებმა გამოარჩიეს ვიწრო ჯინსის შარვალი მასთან შეხამებული ჩექმებით. წვეულებისთვის ქალის იდეალურ არჩევნად მამაკაცებს მიაჩნიათ წელში გამოყვანილი საღამოს კაბები ღრმად ამოჭრილი ზურგით და ფეხსაცმელები მაღალ ქუსლებზე (“შპილკებზე”).
ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი
ჟურნალისტმა ქრისთინა ბინქლიმ, რომელიც Wall Street Journal-ში წერს მოდის შესახებ, კარგი წერილი გამოაქვეყნა ჯინსების შესახებ.
იყო დრო (და არც ძალიან დიდი ხნის წინ), როდესაც პოლიტიკოსისა თუ ბიზნეს-პერსონის საჯაროდ ჯინსებში გამოჩენა წარმოუდგენელ უტაქტობად და თანამოსაუბრის მასხრად აგდებად თუ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ჯინსმა მტკიცე ნაბიჯით შეაბიჯა პრეზიდენტებისა და პრემიერების სასახლეებში, ოფისებსა და კომპანიების ხელმძღვანელთა კაბინეტებში.
ჯინსი მოდურია. კარგია. მოსახერხებელია, გარდა მაგისა, თუკი ჯინსი დანარჩენ ტანსაცმელთან კარგადაა შეხამებული, მას ბევრი რამის თქმა შეუძლია.
ჯერ ერთი, გვიჩვენებს, რომ მისი მფლობელი თანამედროვე და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა.
მეორეც, ჯინსი გვეუბნება იმას, რომ მისი მფლობელი აზიზი ვინმე არაა და, თუ საქმემ მოითხოვა, ხელების (უფრო ზუსტად კი შარვლის ტოტების) აკაპიწება და თავდაუზოგი შრომაც შეუძლია.
ამასთან, ჯინსს კვლავ მოჰყვება ის ძველი, “მემაბოხის” ლეგენდარული აურა.
ოფისში ქცევის წესები ფრანციცულად
არის ეგეთი ადამიანი – ქარაქალა…
არა, ის ნაგიჟარი რომაელი იმპერატორი კი არა, აბანოებით რომაა ცნობილი, არამედ, ფრანგი ჟურნალისტი და მწერალი ქალი – ლორანს ქარაქალა (Laurence Caracalla), რომელმაც გამოსცა წიგნი “ოფისში კარგი ქცევის რვეული” (Le carnet du savoir-vivre au bureau).
თუ კარგ ოფისში გსურთ მუშაობა, საკუთარ ჩაცმულობას, ქცევას და საუბარს უნდა დაუკვირდეთ და ზოგჯერ ენაზე კბილის დაჭერაც უნდა ისწავლოთო, – გვირჩევს ავტორი.
მისი აზრით:
როგორი გრძელი და დამღლელი სამუშაო დღეც არ უნდა შეგხვდეთ, საღამოს ისე კარგად, მხნედ და მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს კარგად გამოიძინეთ და დილის აბაზანაც ეს-ესაა მიიღეთ.
ოფისში წასვლის წინ, ადამიანმა მისი ოჯახური თავის ტკივილები შინ უნდა დატოვოს და პირად პრობლემებზე კოლეგებთან წუწუნს უნდა მოერიდოს.
რა გვაჩუქა ამერიკამ?
საუბარი, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოდაში ამერიკის შენაწირზეა და, პირველ რიგში, ეჭვგარეშეა, ჯინსის შარვალი უნდა დავასახელოთ.
1. ლურჯი ფერის ხუთჯიბიანი ჯინსის შარვალი მეტალის მოქლონებით – ამერიკული კლასიკა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.
დღეს ჯინსის შარვალი დედამიწის ზურგზე, უდავოდ, ყველაზე პოპულარული casual სტილის ტანსაცმელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში შეხვდებით. ის ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასის, პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. მეტიც, ყოველდღიური ცხოვრებიდან მან უკვე პოდიუმებზეც ააბიჯა (ამ საქმეშიც, გასაკვირი არაა, ამერიკელი დიზაინერები იყვნენ პირველები –კერძოდ კი ქელვინ ქლაინი, რომელმაც 1978 წელს შექმნა ჯინსის შარვლების საავტორო კოლექცია).
ხორვატიდან ჰალსტუხამდე
ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია.
ოსქარ უაილდი
მუშკეტერები და გვარდიელები, ბურბონები და გიზები, ჰუგენოტები, ანგლიკანები, კათოლიკეები, ლა როშელის აღება, ჰერცოგი ბეკინჰემი და ლონდონიდან ჩამოტანილი დედოფლის ყელსაბამი (სინამდვილეში ის ყელსაბამი კი არა, უფრო კაბის შესაკრავი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს) – ესაა დიუმას მიერ გენიალურად მოყოლილი (ხშირად კი, უბრალოდ, გენიალურად მოგონილი) საფრანგეთის ისტორია… ჰოდა სწორედ იმ დროს, როდესაც მთელი ეს ორომტრიალი იყო, საფრანგეთში მოდაში შემოვიდა თანამედროვე ჰალსტუხის წინაპარი – მამაკაცის ყელსახვევი.
ყელსახვევებს ატარებდნენ ხორვატი დაქირავებული მეომრები, რომლებიც საფრანგეთის არმიაში იბრძოდნენ და ლუი მე-13-სა და კარდინალ რიშელიეს მხარე ეჭირათ, მეფის უმცროსი ძმის, გასტონ ორლეანელის მიერ მე-17 საუკუნის 30-იან წლებში მოწყობილი ამბოხის დროს. როდესაც ხორვატების გარნიზონი დედაქალაქის დასაცავად განალაგეს, მათმა ყელსახვევებმა პარიზელთა ყურადღება მიიპყრო – ფრანგული სიტყვა cravate (რაც დღეს ჰალსტუხს ნიშნავს), არის დამახინჯებული Hrvat (ხორვატი).
And what about business suit…
თანამედროვე მოდა ნაკლებად ფორმალური და ძალიან დემოკრატიულია. გასული საუკუნის დასაწყისის აუცილებელი ატრიბუტი – საქმიანი (ბიზნეს) კოსტიუმი, დღეს შეიძლება, 360 დღე გარდერობში ეკიდოს და მშვენივრად ჩანაცვლდეს არა-წყვილი ქურთუკითა და შრავლით, მაგრამ, ეგებ, წელიწადში 5 დღე მაინც შეგხვდეთ ისეთი, როდესაც მისი ჩაცმა დაგჭირდეთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნეს-შეხვედრები, მოლაპარაკებები, ოფიციალური ღონისძიებები და საღამოები, რომელთა დროსაც კოსტიუმის ჩაცმა აუცილებელია, ასევე გასაუბრება (ე.წ. ინტერვიუ) სამსახურის დასაწყებად, როცა კოსტიუმი ყველაზე სანდო და წაუგებელი ვარიანტია.
თუკი კოსტიუმი იშვიათად გჭირდებათ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გიწევთ მისი ჩაცმა, სჯობს, ერთბორტიან და 2 ან 3 ღილიან ვარიანტს მიანიჭოთ უპირატესობა – ის უფრო ნეიტრალური, ნაკლებ პრეტენზიული და უნივერსალურია.
შალის კოსტიუმი























