ოდა პოლოს

ყველაფერი გენიალური – მარტივია.
ჭკვიანი კაცი.

არ ვიცი, რას ჩავიცვამდი ზაფხულში, გასული საუკუნის 20-იან წლებში რენე ლაკოსტს პოლო რომ არ გამოეგონებინა. ალბათ – ვერაფერს. Smile პოლო არის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სამოსი, რაც არსებობს, რომელიც უხდება ყველას და ყველაფერს. ამაზე დემოკრატიული ტანსაცმელი ერთი-ორი და მორჩა. გინდა ამოჩაჩული ჩაიცვი, გინდა – ჩატანებული. გინდა დაჭმუჭნული, დაგინდ – გაწკეპილი. გინდა ჯინსზე, გინდა ველვეტზე, გინდა – სხვა შარვალზე. გინდა ბრიჯზე. გინდა – შორტზე. გინდა პიჯაკი მოიცვი ზედ, გინდა – კარდიგანი, გინდა – სვიტერი. მარტივი სამოსია და ამავე დროს რა ფანტაზიის გაქანებას გაძლევს. იმხელა გაქანებას, რომ პოლო ხელოვნების ნიმუშადაც იქცა. სხვა კომპანიებმაც გამოიდეს თავი, მაგრამ მეტადრე მაინც “ლაკოსტის” ხელში.

კრისტოფ ლემერმა ახლახანს ბოლო ჩვენება გამართა Hermes-ის ლეიბლის ქვეშ. არ ვიცი, რა მიიტანა ლემერმა “ერმეში”, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ და არც ამის მიზეზი მქონია, მაგრამ “ლაკოსტმა” მის ხელში ცვლილებები ნამდვილად განიცადა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ბოლო-ბოლო მთელი 10 წელი იყო “ლაკოსტის” კრეატიული დირექტორი. ამ წლების განმავლობაში ფრანგული ბრენდი და მისი პოლო, ალბათ, გახდა კიდევ უფრო ფერადი და Lacoste 5th Avenueმრავალფეროვანი, ვიდრე იყო მანამდე და ნამდვილად უფრო ძვირი. Smile პირველი, შეიძლება, იმდენად შესამჩნევი არც იყოს, ამიტომ დავწერე “ალბათ” – რაც “ლაკოსტის” მომხმარებელი ვარ, პოლოთა უფეროვნობას ის არასდროს უჩიოდა, მეორე კი სრულიად აშკარაა და იოლად დაეტყო ჯიბეს. Smile წერდნენ, რომ ლემერმა “ლაკოსტი” სპორტულიდან ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და ხელი შეუწყო მის გაახალგაზრდავებას, თუმცა, ნიანგიანი პოლო ყოველთვის იყო ფრეფი-სტილის ორგანული ნაწილი და გაყიდვების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს პოზიციები იშვიათად თუ დაუთმია. არამხოლოდ პოლო, ცხადია, მაგრამ “ლაკოსტისთვის” პოლო ყოველთვის რჩებოდა ბრენდის ერთგვარ სავაჭრო ნიშნად. ამბობ პოლოს, გულისხმობ “ლაკოსტს”. და – პირიქით. მომიტევოს რალფ ლორენმა.

Continue reading

ავიაკომპანია, რომელმაც ფრთები ჩამოყარა

starbook-airlines-air-hostessძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ სავარძლები მოიყვანოთ ვერტიკალურ  მდგომარეობაში და შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები. ეკიპაჟი მოგესალმებათ და გისურვებთ ტკბილ მგზავრობას.

უთუოდ ასე დაიწყებოდა თქვენი მოგზაურობა Starbrook Airlines-ის ავიახომალდით, მას რომ ფრენა შეეძლოს. მაგრამ არ შეუძლია. ეს ხომ ერთადერთი ავიაკომპანიაა მსოფლიოში, რომლის მთელი ავიაპარკი შოკოლადის თვითმფრინავებისგან შედგება… თუმცა, ყოველთვის ასე კი არ იყო – Starbrook Airlines პატიოსნად ცდილობდა ეფრინა და ავიაგადაზიდვები შეესრულებინა სანთა ბარბარაში. ამ მიზნით პირველი მსოფლიო ომით ალმოდებული ევროპიდან აშშ-ში გახიზნულმა ბელგიელმა ემიგრანტმა ჟან-ბაპტისტ ლეროიმ 1914 წელს შეიძინა აწუკვე ლეგენდად ქცეული თვითმფრინავი Curtiss JN-4, მეტსახელად Jenny. მისმა შვილებმა ემილმა და ჯექმა, რომლებიც პროფესიონალი მფრინავები იყვნენ და აშშ საფოსტო სამსახურში მუშაობდნენ, 30-იანებში გადაიბარეს მამის საქმე – Starbrook Airlines-ს სამოქალაქო სამსახურში ჩამოწერილი ბომბდამშენი Airco DH.4 შეჰმატეს და ამანათების ავიაგადაზიდვებს მიჰყეს ხელი. მეორე მსოფლიო ომის დღეებში კომპანიის ფლოტი Douglas C-47-ითა და Douglas DC-3-ით გაძლიერდა. 1950-ში კი Starbrook Airlines-ის თვითმფრინავმა პირველად გადაუფრინა ოკეანეს და მატერიკიდან ჰოულენდის კუნძულზე გადაისროლა ტვირთი.

1951 წელს ძმებმა, ემილ და ჯექ ლეროიმ საკუთარი აეროდრომის გაფართოება გადაწყვიტეს და მშენებლობამა და დიზაინმა ისე გაიტაცა, რომ ავიახომალდის ნაწილებისგან დამზადებული ავეჯის კოლექციაც კი შექმნეს. Starbrook Airlines Furniture Collection, სხვა დანარჩენთან ერთად, თვითმფრინავების მცირე ზომის მაკეტებსაც მოიცავდა. ასე დაიწყეს ძმებმა დიდი ავიახომალდების პაწია ასლების დამზადება. 1998 წელს კი, სისხლის ყივილი მაინც სულ სხვაა და, ჯექ ლეროიმ ბელგიური შოკოლადისგან დამზადებული თვითმფრინავები გურმანთა და ესთეტთა სამსჯავროზე გამოიტანა. მის შოკოლადს იმხელა მოწონება ხვდა წილად, რომ, ფიროსმანისა არ იყოს, რაცრამებადა ყველაფერი გაყიდა და შოკოლადის წარმოებას მიჰყო ხელი.

Continue reading

პრინცესა და შავი ცხვარი

Sally Muir & Joanna Osborne ცხოვრობდა ინგლისში ორი ახალგაზრდა ქალი. ერთი ჟურნალისტი იყო, მეორე – გამომცემელი. არც ერთს ეხატებოდა მაინცადამაინც საქმე, რასაც აკეთებდა. ერთი კარგად ქსოვდა, მეორე – კარგად ხატავდა. გადაწყვიტეს ტანსაცმლის დიზაინში ეცადათ ბედი. 1979 წელს დააფუძნეს კომპანია Warm and Wonderful (“თბილი და მშვენიერი”) და დაიწყეს მუშაობა. მათი სახელები, ეგებ, ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ ვინ არ იცის სვიტერი, რომელიც პრინცესა დაიანას ასე უყვარდა?

თეთრი ცხვრები, შავი ცხვარი.

შავი ცხვარი, თეთრი ცხვრები.

დახატა სალი მიურმა (Sally Muir), მოქსოვა ჯოენ ოსბორნმა (Joanna Osborne) და Princess Diana Sheep Cardiganპრინცესა დაიანამ შეიძინა 1980 წელს. ჩაიცვა. შემდეგ, როგორც ზღაპარშია: მიურმა და ოსბორნმა გაიღვიძეს დილით და, თურმე, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერები გამხდარან. იმ წელს შეკვეთებს ვერ აუდიოდნენ – Saks, Bergdorf Goodman, The Cross, Nieman Marcus… და მრავალი სხვა დიდი თუ მცირე მაღაზია ელოდა “პრინცესა დის სვიტერს”. ეს ბუმი კარგა ხანს გაგრძელდა. მიურმა და ოსბორნმა რამდენიმე საკუთარი ბუტიკიც გახსნეს დიდ ბრიტანეთსა თუ მის გარეთ. 1983 წელს “პრინცესას სვიტერს” Victoria and Albert Museum-ის საგამოფენო ექსპონატად ქცევის პატივიც ხვდა წილად. 2011 წლიდან კი მისი თარგი საქველმოქმედო პროექტ P/hop-ის მფლობელობაშია (P/hop აგროვებს სახსრებს ორგანიზაციისთვის “ექიმები საზღვრებს გარეშე”).

Continue reading

დედოფალი ვივიენი

ფრანსუა ოზონს ასეთი ფილმი აქვს “რვა ქალი”. აი, ის – კეტრინ დენიოვი და ფანი არდანი რომ ზასაობენ… არა, იმ ფილმში სხვაც ბევრი საინტერესო რამ ხდება და საერთოდაც არაა ცუდი ფილმი, მაგრამ ყველას მაინც ეს ეპიზოდი დაამახსოვრდა. :)

Vivienne Westwood-The-Only-Punk მაგრამ ჩემი პოსტი სხვა ქალზეა. ქალზე, რომელიც ფრანსუა ოზონის კიარა, სთენლი ქრემერის ფილმს უფრო დაამშვენებდა. “შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო” ხომ გინახავთ? ამ ქალმა გადარია სწორედ ეგ სამყაროც და მე-20 საუკუნეც. მისი სახელია ვივიენ ვესთვუდი (Vivienne Westwood). დედოფალი ვივიენი.

ის ერთი გიჟმაჟი ბებიაა, მაგრამ ვინ თქვა, ბებია თავსაფრიანი, ჩია და ტკბილი უნდა იყოსო? საქსოვით კალთაში და ფინჯანი ჩაით ხელში რომ თვლემს ბუხართან და განჯინაში კი საყვარელი შვილიშვილებისთვის ჯემები და მურაბები ჩაუმწკრივებია? ვერ მოგართვით! ვივიენ ვესთვუდი ბულგაკოვისეულ მარგარიტას ჰგავს. ახალგაზრდობა წლებს გაატანა, მაგრამ ისევ ის ახტაჯანაა – შემოაჯდება ცოცხს და სატანასთან მეჯლისზე მიფრინავს.

Continue reading

კოსტიუმი? So sexy!

ოსქარ უაილდი ამბობდა, რომ ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია… იყო დრო, მამაკაცს ეცვა ან კლასიკურად ან ჩამოძენძილი დაძრწოდა. დღეს სხვა ცხოვრებაა, სხვა ტემპია, კლასიკურმა სამოსმა მოწყენილი ელფერიო არ ვიტყოდი, მაგრამ ასეთი იმიჯი კი შეიძინა. დამსახურებულად, დაუმსახურებლად – ნუ ვიდავებთ. მითუფრო, რომ პირველი, რასაც მარკეტოლოგებს გვასწავლიან ისაა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. მაშინაც კი, როდესაც ის სულაც არ არის მართალი. :)

ჰოლანდიურმა კომპანიამ Suitsupply (რომელიც მამაკაცის კლასიკურ ტანსაცმელს ყიდის და ზედა-საშუალო საფასო სეგმენტშია განლაგებული) განიზრახა ახალგაზრდა, რისკის მოყვარული კლიენტების მიზიდვა და აჩვენა მათ, რომ კოსტიუმი სულაც არაა ბორინგული – კოსტიუმი ეს სექსუალურია.

Suitesupply-Ad-campaign 3 Suitesupply-Ad-campaign 1

Suitesupply-Ad-campaign 5 Suitesupply-Ad-campaign 6

Continue reading

კაცი, რომელსაც მზე და ბრილიანტები ძლიერ უყვარდა

Frederic Boucheron1893 წელს ვანდომის მოედნის 26 ნომერში გაიხსნა მაღაზია, რომელიც დღესაც ამ შენობაშია განლაგებული – ბუშერონის საიუვილერო სალონი. შენობა მოედნის მზიან მხარეს იყო, სწორედ ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი ფრედერიკ ბუშერონმა, კაცმა, რომელსაც უყვარდა მზე და ბრილიანტები. პლას ვანდომზე მაღაზიას რომ არჩევდა, ფრედერიკ ბუშერონი (Frédéric Boucheron) უკვე სახელგანთქმული იუველირი იყო, “ბუშერონის საიუველირო სახლი” კი 35 წელს ითვლიდა. საფრანგეთის, ესპანეთის და რუსეთის დედოფლები, უფლისწულები, ჰერცოგები, იმდროინდელი პარიზული და ევროპული ბომონდი მისი ტალანტის დამფასებლებსა და კლიენტებს შორის იყვნენ. ბუშერონის სამკაული ამშვენებდა ფრედერიკ ბუშერონის მეგობარსა და მუზას, სარა ბერნარს.

თავის ნამუშევრებში ცდილობდა აღმოსავლური და ევროპული ტრადიციების შერწყმას. კარგად იცნობდა იაპონელ, ჩინელ, სპარს, ეგვიპტელ ოსტატთა ნამუშევრებს. ალმასის გარდა იყენებდა სპილოს ძვალს, მთის ბროლს, ხეს. როგორც თავად ამბობდა ხოლმე – ღმერთის მიერ შექმნილი სილამაზის სამკაულში გამეორებას ცდილობდა, ამიტომაც სჭარბობს მის ნამუშევართა შორის ყვავილები, ხილი, ცხოველები, ფრინველები, ზღვის სამყარო.

Boucheron Jewelry CollectionBoucheron-Jewelry-Collection

Continue reading

მოკლეკაბიანი მერი

Mary Quant-bobბრიტანელებს სამი ცნობილი მერი ჰყავთ.

სისხლიანი მერი.

ბეკეკიანი მერი.

და მოკლეკაბიანი მერი – დიზაინერი მერი ქუონთი.

არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან ისტორიას. არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან ხელოვნებას. არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან მახსოვრობას. და არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან და რჩებიან. Winking smile მუდამ. ასეთია მერი ქუონთი. მის მიერ გასული საუკუნის 60-იანებში მოდაში შემოტანილი მინიკაბა ყოველთვის აქტუალური იქნება. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ იარსებებენ მამაკაცები და ქალები, რომელთაც სურთ ამ მამაკაცთა ყურადღება მიიპყრონ.

Continue reading