Blog Archives
გამარჯობა, მე ვარ სნობი!
ამიტომ, სნობური ლოგოების კიდევ ერთ ნაკრებს გთავაზობ. ![]()
![]()
როგორც წინა ლოგოობანას დროს:
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება (კვლავ) ლილოს ბაზრობაზე. ![]()
Read the rest of this entry
გამარჯობა, შენ ხარ სნობი!
ამიტომ, არ გაგიჭირდება ამ სნობური ლოგოების ამოცნობაც.
მინიშნება (რომელიც არ გჭირდება):
ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.
ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.
ყველა ეს ბრენდი იყიდება ლილოს ბაზრობაზე.
რამდენიმე ლოგოს მცირე “დაფოტოშოფება” (ჩემს შემთხვევაში – დაქორელება) დასჭირდა, რომ წარწერა მომეშორებინა – ის შენიშნვა გავითვალისწინე, რაც წინა ლოგოობანას (ბრენდები და ლოგოები) დროს გამოთქვეს.
ნიკო ფიროსმანი, როგორც "რეკლამშიკი"
სწორედ ის ფიროსმანი. ფიროსმანაშვილი. ჩვენი ნიკალა. ერთ დღესაც მთელი თავისი ავლა-დიდება რომ გაყიდა, ზღვა ყვავილები შეიძინა და აქტრისა მარგარიტას უძღვნა (ლეგენდას თუკი დავუჯერებთ). ჩვენ მას გენიალურ მხატვრად ვიცნობთ, მაგრამ ის ერთ-ერთი პირველი ქართველი “რეკლამშიკიც” იყო – მრავალი სარეკლამო აბრის ავტორი.
ვაჭრობის განვითარებამ და გაზრდილმა კონკურენციამ მე-19 საუკუნის ევროპელი კომერსანტები აიძულა სახელგანთქმული მხატვრები აბრების, პლაკატების, აფიშების, ილუსტრაციების შესაქმნელად მიეწვიათ.
ფოტოგრაფია აშშ-ში: ღილაკი, რომელსაც უბრალოდ უნდა დააჭირო
1977 წელს საბჭოთა კავშირში ამერიკელთა შემოჭრა განხორციელდა. ეს შემოჭრა CIA-მ (რომელსაც იმ დროს ყველა ცეერუს ეძახდა) ერთი შეხედვით უწყინარი გამოფენის “Фотография в США” (“ფოტოგრაფია აშშ-ში”) საფარქვეშ განახორციელა. გამოფენამ სსრკ-ს რამდენიმე ქალაქში იმოგზაურა (მათ შორის აღმოჩნდა თბილისიც), გამოფენის მიმდინარეობისას საბჭოთა მოქალაქეებმა პირველად ნახეს ასე ახლოდან ცოცხალი ამერიკელები, გაეცნენ ამერიკული ტექნოლოგიის იმდროინდელ მიღწევებს, იხილეს ამერიკულ ქუჩებში, შარა-გზებსა თუ მინდორ-ველზე გადაღებული უამრავი ძველი თუ ახალი ფოტო, სახტად დარჩნენ ამერიკული ღიმილის შემყურენი და პირველად შეეპარათ ეჭვი, რომ ეს ამერიკა სულაც არაა ისეთი საშიში და საშინელი, როგორც გაზეთი “პრავდა” წერს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია აშშ-ში არის ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის მნგრეველთა იმ გრძელ სიაში დისიდენტების, “ბიტლების”, რადიო თავისუფლების, რონალდ რეიგანის, კოკა-კოლას, “ლივაისის” ჯინსების, იოანე პავლე მეორის, სიგარეტ “მარლბოროსა” და უილის ქანოვერის გვერდით – ყოველ შემთხვევაში, ასე იგონებენ იმ გამოფენის დამთვარიებლები თავიანთ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს. Read the rest of this entry
ამბავი კაცისა, რომელმაც მთვარე მოიპარა
აი ამ პოსტში მე განვაცხადე პრეტენზიები სრულიად Wორპრესულ ბლოგოსფეროში დაწერილ საიუბილეო 200’000’000-ე პოსტზე, რაც დენის ჰოუფის პრეცედენტით დავასაბუთე.
ეს დღეებია ჩემი ტვინი დაემგვანა ჯაბულანის, ამიტომ მარტო ფეხბურთზე ვწერ, მაგრამ ახლა მადლობა dv0rsky-ს კომენტარისთვის, რამაც ახალი პოსტის იდეა მომაწოდა – კაცზე, რომელმაც მთვარე მიითვისა.
ქალიფორნიელი დენის ჰოუფი (Dennis Hope) ნამდვილი ამერიკელია. პიონერი, აღმომჩენი და თავგადასავლების მაძიებელი… ვაი, რომ მეტისმეტად გვიან დაიბადა – ამერიკის აღმოჩენა ხომ ერთმა იტალიელმა დაასწრო, თან მთელი 5 საუკუნით. მაგრამ ნამდვილი ამერიკელები არასდროს ნებდებიან… რომ მიმოიხედა და დედამიწაზე ვერაფერი ნახა აღმოსაჩენი, ჰოუფმა მზერა ზეცას მიაპყრო და მთვარე აღმოაჩინა. იურიდიული თვალსაზრისით მართლაც ასე გამოვიდა, ვინაიდან ადამიანებს მთვარე უპატრონოდ ჰყავდათ მიგდებული. საერთაშორისო შეთანხმებები სახელმწიფოებსა და კორპორაციებს უკრძალავს ციური სხეულებით ფლობას, მაგრამ არც ერთი კონვენცია არაფერს ამბობს კერძო პირებზე. დენის ჰოუფმა ოსტატურად ისარგებლა ამ ორი ამბით და 1980 წლის 22 ნოემბერს გაეროს გენერალურ მდივანს, აშშ-სა და სსრკ-ს ხელისუფალთ მიმართა წერილით, სადაც საკუთარი თავი მთვარის მფლობელად გამოაცხადა. (წარმოიდგინეთ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის სიფათი, როდესაც ეს წერილი მიუვიდოდა.:)). ჰოუფის პრეტენზიები ემყარებოდა ქალიფორნიის შტატის 1862 წლის კანონს, რომელიც შავით თეთრზე წერს – უპატრონო ქონება მისია, ვინც პირველი განაცხადებს მასზე უფლებას.
მოდი, აიწიე კაბა
ფინ-აფი (Pin-up) მე-20 საუკუნის შუა წლების პუპულარული სტილია მხატვრობაში. ფინ-აფ ნახატი არის პლაკატი (Pin up – შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც კედელზე გაკვრა) გოგონების გამოსახულებით, რომელთაც, როგორც წესი, კაბა წამოუფრიალდებათ ხოლმე. ფინ-აფი განსაკუთრებით პოპულარული მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან გახდა – ფინ-აფ გოგონების გამოსახულებით არაერთი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი იყო დამშვენებული – მფრინავები ფიქრობდნენ, რომ ამგვარი სურათი მტრის პილოტებს მზერას მოწყვეტდა და მოწინააღმდეგე იოლ სამიზნედ იქცეოდა, თუმცა ფინ-აფ ნახატები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მხატვრობის ეს სტილი პოპულარული იყო და არის ევროპაშიც (ზოგიერთი მკვლევარი მის სამშობლოდ სწორედ ინგლისს და არა ამერიკას მიიჩნევს), თუმცა, დიდება და ბრწყინვალება მან სწორედ ამერიკაში მოიპოვა.
ბრენდები და ლოგოები
მარკეტინგის ლექტორმა ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩაგვიტარა – გვიჩვენა სლაიდები სხვადასხვა კომპანიის ლოგოების გამოსახულებით – აბა, თუ გაიხსენებთ, რა კომპანიაა, რას აწარმოებს, სადაურია და რას უნდა ნიშნავდეს მათი ლოგოო?
ახლა მე ჩავატარებ მაგ ექსპერიმენტს – დააწკაპუნეთ სურათზე და გაიხსენეთ, რა კომპანიის ლოგოა, რას აწარმოებს, სადაურია და რას უნდა ნიშნავდეს მათი ლოგო?























