Blog Archives
ჩვენ და ოპერა
შაბათის პოსტი
პატარა ვიყავი ოპერაში რომ წამიყვანეს პირველად. დოლიძის “ქეთო და კოტე”-ზე. ჰოდა, როგორც მერე მამაჩემი იგონებდა ხოლმე ხითხითით, როცა სცენაზე ერთი ამბავი იყო და თავადი ლევანისა და ქეთოს ნიშნობის ჩაშლის გეგმებს აწყობდნენ “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს”-ო, მიკითხავს: კი მაგრამ, ასე ხმამაღლა რომ ყვირიან, უფრო არ გაუგებენ-მეთქი?
მოკლედ, სტანისლავსკი ვინ იყო მაშინ ჯერ კი არ ვიცოდი, მაგრამ მისებრ აღვშფოთებულვარ – არ მჯერა-თქვა! და მანდ დამთავრდა ჩემი და ოპერის ურთიერთობაც. სიყალბე არ მიყვარს და მიტომ.
ახლა კი ილიასა და ოპერის ურთიერთობაზე იაკობ მანსვეტაშვილის მოგონება მინდა, გავიხსენო:
კეჟერაძე და სამი ქალი სომალიდან
- სომალი საიდანღა იცით? – ჯიქურ ეკითხება ხელმძღვანელი, მგონია, რომ სიტყვაზე გამოიჭირა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს:
- სომალიდან, საყვარელო, სამი ლამაზი მოდელია – იმანი, ვარის დიირიე და იასმინ ვარსამე.
გურამ დოჩანაშვილი. “კაცი, რომელსაც მელანინი ძლიერ უყვარდა”.
იე-იე, ლოლიტები!
გახსოვთ სამოციანები? რა დრო იყო, რა დრო. რა მუსიკა, ან რა ფილმები და რა ქალები!
არ გახსოვთ? გამაზეთ, ხომ?
არც მე მახსოვს. მაგრამ კარგად ახსოვს ბერნარდო ბერტოლუჩის, რომელმაც იმ ეპოქის სურნელი აღადგინა ფილმში “მეოცნებენი”… თუმცა, ამ პოსტს ბერტოლუჩის ფილმზე არ ვწერ. ამ პოსტს ვწერ პარიზულ 60-იანებზე, იე-იე ეპოქა რომ ჰქვია.
Yé-yé პოპ-მუსიკის ის სტილია, 60-იანების საფრანგეთში რომ იშვა და ცოტა სხვა ქვეყნებსაც მიეწუწა. იე-იეს მამა სერჟ განსბურია – ის რომ არა, ამ მუსიკას მოისმენდნენ და იმ სეზონის ბოლოსვე მიივიწყებდნენ, მაგრამ ფრანგული სცენის ეს გენიალური ხულიგანი ხომ ყველაფრიდან მოვლენას ქმნიდა. თავად განსბური პოპ სიმღერებს ნაკლებად ასრულებდა (მხოლოდ დუეტებში და მხოლოდ – ლამაზ ქალებთან ერთად), მაგრამ სიამოვნებით წერდა ასეთ სიმღერებს სხვა მომღერლებისთვის (ისევ და ისევ – მხოლოდ ლამაზი ქალებისთვის)
და ეს სიმღერები ჰიტდებოდა ხოლმე. ამიტომაც მიუყვანა პოეტმა რობერტ გალმა განსბურს მისი ბაღანა და სთხოვა, მიდი ერთი შენებურად რამე ჰიტი დაუწერეო. ფრანს გალი (Isabelle Geneviève Marie Anne Gall / France Gall) მაშინ სულ 16 წლისა იყო და ჯაზ-მომღერლობა სურდა. სერჟ განსბურმა ერთი კი გაიფიქრა, ამ გოგოს ჯაზში არაფერი ესაქმებაო, მაგრამ, რაკი გალის პროდიუსერი დენის ბურჟუა განსბურის პროდიუსერიც იყო – მოვიფიქრებ რამესო – უარი არ თქვა. რამდენიმე წლის განმავლობაში განსბურის ხელში გალმა რამდენიმე ალბომი გამოსცა და მრავალი ჰიტი ჩაწერა, 1965 წელს კი ევროვიზიის კონკურსშიც გაიმარჯვა. ღმერთმა უწყის, კიდევ რა ხანი გაგრძელდებოდა მათი თანამშრომლობა, (ეჭვი მაქვს, ბოლოს დაქორწინდებოდნენ კიდეც – იე-იე მუსიკალური ოჯახები იე-იე ეპოქის ტრადიციად იქცა), მაგრამ განსბურს გული როგორ გაუძლებდა, რომ არ ეხულიგნა – 1966 წელს მან და გალმა გამოუშვეს ალბომი Les sucettes, ამავე სახელწოდების სიმღერით. Les sucettes ფრანგულად საწუწნი კანმფეტია, სიმღერა კი იმაზეა, თუ როგორ უყვარს პატარა გოგოს, ანის წუწნა, როგორ იღვრება მის ყელში ტკბილი სითხე ანისის არომატით და როგორ გრძნობს ანი ასეთ დროს, რომ – სამოთხეშია (ანი ფრანს გალის ნამდვილი სახელი იყო)… იმას, რაც ახლა თქვენ ყველანი მიხვდით, ვერც ფრანს გალი მიხვდა და ვერც უმრავლესობა საფრანგეთში, მომღერალი სიმღერის ფარულ აზრს მხოლოდ იაპონიაში გასტროლებისას ჩაწვდა… ჩაწვდა რა – იაპონლები შეშფოთდნენ, რომ ეს ყველაფერი ტელევიზიით უნდა გადაეცათ და გოგონასაც მიანიშნეს… და აქ დამთავრდა ყველაფერი. Read the rest of this entry
ქალის პორტრეტი ბობ დილანის კედელზე
ერთხელ ბობ დილანმა ლამაზი გოგოს ფოტო ნახა. მაღალი გოგო იყო. თხელი. დიდი გიტარა ეჭირა და ნუშის ფორმის ნაცრისფერი მეოცნებე თვალები ჰქონდა.
- ვინ არის? – ჰკითხა მეგობარს.
- მომღერალია, ფრანსუაზ არდი.
- ფრანსუაზ არდი… გაიმეორა დილანმა.
ფრანგული ღვინითა და პარიზის არომატით მთვრალს ფიქრები წამოეშალა, სტრიქონებად დაეწყო და ქაღალდზე დაეღვარა:
სიყვარული, პოლიტიკა, კბილის ექიმი და პრემიერ-მინისტრი
ამ ცოტა ხნის წინ იტალიის ყოფილ პრემიერს, მილიარდერსა და ფეხბურთის მოყვარულს, სილვიო ბერლუსკონის სასამართლომ ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო 4-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 3 წელი ამნისტიამ შეჭამა და დონ სილვიოს – როგორც იტალიაში უწოდებენ ექს-პრემიერს – ციხეში ერთი წლის გატარება მოუწევს (თუკი აპელაციმ არ უშველა ან ხელახლა არ გაპრემიერდა).
არ ვიცი, ბევრს დაწყდება ბერლუსკონის დატუსაღებაზე გული, თუ – ცოტას. ალბათ – ეწყინება პუტინს, ბერლუსკონის ძველ მეგობარს, შესაძლოა – “მილანის” გულშემატკივრებს (თუმცა, ბოლო ხანებია ბერლუსკონიმ კლუბი მიაგდო, ფულს არ ახარჯავს და ერთ დროს მრისხანე “მილანი”ფრიად გაფარჩაკებულად გამოიყურება), ექს-პრემიერის პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს (ნაწილს მაინც) დაწყდებათ გული, შვილებს, მეგორებს, ახლობლებს და, ცხადია –
ჟურნალისტებს, რომელთაც სილვიო ბერლუსკონი მუდამ ამარაგებდა ცხელ-ცხელი ამბებით და ახლა ერთი წელი ძალიან გაუჭირდებათ… მაგრამ ვისაც დონ სილვიო ნამდვილად მოენატრებათ (უნდა მოენატროთ), იტალიელი ლამაზმანები არიან – ამ კაცმა ხომ მრავალ მათგანს დიდი პოლიტიკის კარი გაუღო. “ბრლუსკონის ქალებზე” სხვა პოსტშიც (პოლიტიკოსი, რომელიც გიყვარს) ვწერდი, ახლა ბონუსად კიდევ ერთი მათგანი მინდა, გაგაცნოთ – ნიკოლ მინეტტი (Nicole Minetti, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა – გვარია ეგეთი). ეს ქალბატონი პროფესიით დანტისტია, ორი წლის წინ უმკურნალა პრემიერის ჩამტვრეულ კბილს და ისე კარგად, რომ, არსუკისძის წესით, მკლავი თუ არა თითები მაინც უნდა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ დონ სილვიომ სხვა გამოსავალი ნახა, სტაცა ხელი და სტომატოლოგიური კაბინეტიდან პირდაპირ ლომბარდიის
რეგიონალურ პარლამენტში შეაგდო (მადლობა ღმერთს, სწორედ ადგილობრივი არჩევნების პერიოდი იყო იმხანად), თან დაპირდა, მანდ დიდხანს არ გაგაჩერებ, იტალიის პარლამენტის არჩევნები რომ იქნება, პარტიულ სიაში ჩაგსვამო… მაგრამ, გარნა წუთისოფელი დააცდის ადამიანს ბედნიერებით დიდხან ტკბობასა?
ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფია
გთავაზობთ ნაწყვეტებს ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფიიდან. ვინაიდან ბიოგრაფია აპოკრიფულია, ჩაქ ნორისი ამ ფაქტებს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ერთხელ ოზი ოსბორნი და ჩაქ ნორისი დანიძლავდნენ – ოზი ოსბორნმა ღამურას მოაჭამა თავი. ჩაქ ნორისმა თავი მოაჭამა ბეთმენს.
ჩაქ ნორისი ერთი კურდღლით ორ მონადირეს კლავს.
თუკი თქვენ 5 დოლარი გაქვთ და ჩაქ ნორისსაც 5 დოლარი აქვს – ჩაქ ნორისის 5 დოლარი თქვენსაზე მეტია.
ჩაქ ნორისს საკუთარი სახლი არ აქვს. ჩაქ ნორისი უბრალოდ შედის პირველსავე სახლში და ვინც იქ დახვდება, ყველას ფანჯრებიდან ყრის.
თეთრი დათვიც ბურა იყო, სანამ ჩაქ ნორისს გადაეყრებოდა.
ყველამ იცის, რომ ნეილ არმსთრონგმა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის იქ ჩაქ ნორისმა ააგდო.
როდესაც აფთიაქში პრეზერვატივები თავდება, ჩაქ ნორისი პრეზერვატივის ნაცვლად ჩხრიალა გველს წამოიცვამს ხოლმე.
ბონდიანის შვიდი გაელვება
1. იტალიელ მოდელს, მსახიობს, პროდიუსერსა და სცენარისტს, მარია კუჩინოტას (Maria Grazia Cucinotta) სულ პატარა როლი აქვს ფილმში “მთელი სამყაროც საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) მისი პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, დიდი მხატვრის გვარს, და ვინჩის (Giulietta da Vinci) ატარებს, თუმცა ყველას “სიგარიან გოგოდ” (Cigar Girl) დაამახსოვრდა.![]()
2. ვალენკა (Valenka) ლე შიფრის აგენტი და საყვარელია ფილმში “კაზინო როიალი” (Casino Royale, 2006), რომელიც ბონდის მოწამლვას ცდილობს. მის როლს ხორვატული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ივანა მილიჩევიცი (Ivana Miličević) ასრულებს. ვისაც კომპიუტერული Command & Conquer: Red Alert 3 უთამაშია, უთუოდ გაიხსენებს მომხიბლველ რუს აგენტს დაშა ფედეროვიჩს, რომელსაც ასევე ივანა განასახიერებდა.
მოცინარი კაცი: მე-300 პოსტი
ოდესმე ამ ბლოგზე მე-100 პოსტი დაიწერა. ის ერთ ძალიან ლამაზ ქალზე იყო.
მე-200 პოსტი რომელი იყო არც ვიცი, გამომეპარა.
ახლა მე-300 პოსტს ვწერ და ვიზე თუარა ერთ ძალიან ჭკვიან კაცზე, ჯეფ ბეზოსზე, რომელმაც ორი არაჩვეულებრივი დივაისი მოიგონა – Кindle Reader და Kindle Fire… თან სულ ახლახანს ჩემმა ონლაინ ნაშოფინგარმა 100 ამანათს მიაღწია (ყველა “ამაზონიდან” არ შემიძენია, მაგრამ – მაინც).
“თუკი ჯეფი მოწყენილია, აცადეთ ხუთი წუთი და გაიცინებსო”, – ამბობს ქალბატონი ბეზოსი. კაცმა რომ თქვას, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველიც აქვს – ავტოფარეხში დაფუძნებული კომპანია მან 100-მილიარდიან მსოფლიო გიგანტად აქცია. “ფორბსი” საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად ასახელებს. ამბობენ, იულიუს კეისარმა ყველა მისი ჯარისკაცის სახელი იცოდაო, ზოგჯერ მგონია, რომ ჯეფ ბეზოსმა მისი 164 მილიონი კლიენტის მხოლოდ სახელი კი არა, გემოვნება, ფეხის ზომა, თვალის ფერი… სულ ზეპირად იცის.
რამდენჯერ ყოფილა, ჯერ თავად არ გადამიწყვეტია, რისი შეძენა მსურს – ბეზოსი კი უკვე ფასდაკლებას აცხადებს და ი-მეილს მიგზავნის.
და 10-დან 9 შემთხვევაში ზუსტია. ჰო, კაი – 8-ში მაინც.
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს…
შაბათის პოსტი
1140 წელს გერმანიის მეფის, კონრად მესამის ჯარმა, რომელიც ჩაბმული იყო ომში შვაბიის მმართველ, ტოსკანის მარკგრაფ ველფ მეექსვესთან, ალყა შემოარტყა ქალაქ ვეინსბერგს. ქალაქის დამცველები უდრეკნი აღმოჩნდნენ და მომხვდურთ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა კონრადი ქალაქის აღებას, ბოლოს, როცა მეციხოვნენი გაწყდნენ, ქალაქის მცხოვრებთ სურსათ-სანოვაგე შემოაკლდათ და ისრებიც დაელიათ, რომ მტრისთვის დაეშინათ, მოახლოებული გამარჯვების ოხშივრით დამთვრალმა კონრადმა დაიფიცა, ქალაქს მიწასთან გავასწორებ, ზედ გუთანს გადავატარებ, ქალაქის მაცხოვრებელთ კი ყველას ერთიანად გავწყვეტო… რომ შეჰკადრეს – ასეთი დაუნდობლობა მეფეს არ შვენისო, კონრად მესამე მოლბა და პირობა დადო – ქალებს ხელს არ ვახლებ, ნებას ვრთავ, ქალაქი დასტოვონ და რაც რამ ყველაზე ძვირფასი ავლა-დედება აქვთ, ზურგზე მოიკიდონ და ხელს გააყოლონო.
შვიდნი 007-ის წინააღმდეგ
წინა ჯერზე აგენტ 007-ის 7 ქალზე დავწერე. ეს პოსტი კი ჯემს ბონდის მოწინააღმდეგე ქალებზე იქნება.
1. ნავთობის მაგნატის ქალიშვილი ელექთრა ქინგი (Elektra King) ჯეიმს ბონდის მოკვლას ფილმში “მთელი სამყაროც კი საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) ცდილობს. ამ როლს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ფრანგი მსახიობი სოფი მარსო (Sophie Marceau) ასრულებს. ქინგი აზერბაიჯანული წარმოშობისაა და ამ ფილმში საქართველო და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიც ჩანს (რუკაზე). ელექთრას მიზანი ბოსფორის სრუტეში თერმობირთული აფეთქების მოწყობაა, რომ ნავთობზე ფასი გაიზარდოს და ამ ბიზნესის მონოპოლისტი გახდეს.![]()
2. საქართველოს, ასევე, ახსენებენ ფილმში “ოქროს თვალი” (GoldenEye, 1995). კსენია სერგეევნა ონატოპი (Ксения Сергеевна Онатопп), რომელსაც ჰოლანდიელი ფამკე იანსენი (Famke Janssen) ასახიერებს, საქართველოში დაბადებული რუსი სამხედრო მფრინავი და დანაშაულებრივი სინდიკატის, “იანუსის” წევრია. მისი ჰობი მამაკაცების ცდუნება, შეპყრობა და სადომაზო სექსუალური აქტის შემდეგ მოკვლაა. ბონდსაც იგივეს უპირებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვა (სექსი – კი, მოკვლა – ვერა).
აგენტი და მისი ქალები
მსოფლიოს ნომერ პირველი საიდუმლო აგენტი 007… თუმცა, რაღა საიდუმლოა, თუკი ქუჩაში მათხოვარი ბავშვებიც ცნობენ და როგორც კი თვალს მოკრავენ, აედევნებიან ხოლმე “ფული მაიტა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე ბონდო ბიძიაო… თორემ კაგებეში ჩაგიშვებთო…”
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტი წარმოუდგენელია მისი ქალების გარეშე. ბონდიანის პროდიუსერები მორიგი “ბონდის გოგოს” შერჩევის საქმეს ნაკლები მოკრძალებითა და შიშით როდი უდგებიან, ვიდრე თავად აგენტის როლის შემსრულებლისას, კარგად შერჩეული “ბონდის გოგო” ხომ ბონდიანის სერიის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელია… თუკი ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ, გაიხსენეთ:
1. შვეიცარელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress), ჰანი რაიდერი ბონდიანის პირველი (და ერთ-ერთი საუკეთესო) ფილმიდან “დოქტორი ნო” (Dr. No, 1962). როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ… ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.![]()























