უნარ-ჩვევები.კომ

როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”

ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.

0

Read the rest of this entry

სამი პაწია, კუდფუმფულა კნუტი

შაბათის პოსტი

ხშირად გამიგია, ქართული ზღაპრები ძალიან ბრუტალურია და ბავშვებს დატკბილულ-დამურაბებულად უნდა მოვუყვეთ, თორემ დიდ სულიერ ტკივილს მივაყენებთო. ერთი პატარა, ოქროსფერკულულებიანი ბიჭუნას ამბავიც ვიცი, მგელმა რომ პატარა ბეკეკა შეახრამუნა ის ზღაპარი იმდენჯერ მოასმენინეს, რომ, როცა გაიზარდა, კულულები დაცვივდა და წვერი ამოუვიდა, მიდგა და ასეულ ათასობით ადამიანი გაჟუჟა, ბეკეკას რატომ არ დაეხმარეთო… არ ვიცი, მართლა ზღაპრის ბრალი იყო თუ არა. ახლა ის კაცი წითელ მოედანზე აკლდამაში წევს მძნარე მზეთუნახავივით. მიდით და დაეკითხეთ.

მე კი მანამ კეთილ გერმანულ ზღაპარს მოგიყვებით, სამ პაწია, კუდბათქუნა და თათფუმფულა კნუტზე. 1

სამნი ვიყავით.

Read the rest of this entry

ჩაჯიბული დეტექტივები

Karel Capekაბეზარა სიტყვები ხომ არის – ტკიპასავით მოგეკვრებიან და ვერ იშორებ. აბეზარა ადამიანებიც არიან – აგეკიდებიან და – მტრისას, მაგრამ აბეზარა ფილმებიც არის, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, რომ არ გბეზრდება და აბეზარა წიგნებიც არის – რამდენჯერაც წაიკითხავ, ყოველთვის სიამოვნებით აგემოვნებ. ეგ ხომ უკვე წაკითხული გაქვს, ახალი წაიკითხე რამეო, – იტყვის ვინმე, მაგრამ განა ერთსა და იმავე სიმღერას რამდენჯერ ვატრიალებთ – ასეა წიგნიც. და მეორე წაკითხვაზე – როცა შინაარსი უკვე იცი და აბა, რით დამთავრდებაო, ინტერესი არ გკლავს, ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენ ხოლმე და სულ სხვაგვარად გეგემრიელება. მესამედ რომ წაიკითხავ – კიდევ მეტად. და, რა ვიცი, რამდენჯერ კიდევ, სანამ არ მოგბეზრდება. კარელ ჩაპეკის (Karel Čapek) “ჯიბეებში ჩაკუჭული” მოთხრობები პირადად მე არა და არ მბეზრდება, აგერ, რამდენჯერა მაქვს წაკითხული. ახლა უკვე ქინდლშიც.

Read the rest of this entry

თვალ-კენარი

მახსოვს, ზაფხული იყო. ივლისი. ბორჯომში ვისვენებდი. იქ ერთი ბიჭი იყო. მე ძალიან დიდი მეგონა, თუმცა, პატარა რომ ხარ, ყველა უფროსი ძალიან დიდი გგონია, მერეა რომ ასაკში ზღვარი იშლება ხოლმე. ჰოდა, ის ბიჭი, ალბათ, ჯერ ისევ თინეიჯერი იყო, მაგრამ მე, სკოლის მოწაფეს ძალიან დიდი მეჩვენებოდა. სათვალეს ატარებდა და თან ძალიან უცნაურ სათვალეს – მზეში სათვალის შუშები ფერადი იყო და ჩრდილში კი თეთრდებოდა. შურიანი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმანი (მხოლოდ – ზომიერად :) ), მაგრამ იმ ბიჭისა ძალიან მშურდა – მეც მინდოდა ეგეთი ჯადოსნური სათვალე. მახსოვს, ხმამაღლა ვთქვი, ნეტა ასეთი სათვალე მეც მქონდეს-მეთქი და მამაჩემმა მითხრა – მაგას ეგ სათვალე იმიტომ აქვს, რომ თვალს აკლიაო, შენ კიდე ჭკუას, მაგას რომ შეჰნატრიო. :) ჰოდა, გავიდა დრო და იმ ბიჭის ასაკისა გავხდი და ამიხდა კიდეც ის ნატვრა… ვინ იცის, რამდენი რამე მინატრია ბავშვობაში და მარტო ორი ამიხდა – ერთი თვალს დამაკლდა და მეორე დისნეილენდში მოვხვდი. თან ჯერ ცუდი ამიხდა და მერე კარგი. :) ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო – დავითის მცნების თანახმად.

Read the rest of this entry

გოიმი და ღმერთი

შაბათის პოსტი

Rabbi Nachtnerმისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს ლარი გოპნიკი რაბინ ნაჰნერთან მივიდა უფლის რაობა რომ შეემეცნა.

- როგორ გვესაუბრება ღმერთი? რა ხერხებით მოაქვს სათქმელი ჩვენამდე? კარგი კითხვაა… – რაბინმა ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა, – ლი სასმანს ხომ იცნობ?

- დოქტორ სასმანს? ვფიქრობ… კი, ვიცნობ.
- გოიმის* კბილების ამბავი არ მოუყოლია შენთვის?

  • *goy – გოიმი ებრაულში უცხოს, არა-ებრაელს აღნიშნავს.

- არა… ვინ გოიმის?

- მაშ ასე, მომისმინე… ერთ მშვენიერ დღეს ლი სამსახურში იყო… ხომ იცი, სტომატოლოგიური კლინიკა აქვს… ჰოდა, სამსახურში იყო და ერთი მისი პაციენტის, ვინმე რასელ ქრაუსის კბილების ყალიბი აეღო – ხიდის დასამზადებლად სჭირდებოდა. თაბაშირი გაშრა, ლიმ ყალიბი დაათვალიერა და უცნაური რამ შენიშნა – ქვედა ყბაზე საკბეჩი კბილები რომ გვაქვს, მის პაციენტს ზედ რაღაც ნიშნები ჰქონდა ამოტვიფრული. შიდა მხარეს. სასისკენ. კარგად დააკვირდა და რას ხედავს – ასეოებია: He, Vav, Shin, Yud, Ayin, Nun, Yud. რა გამოვიდა? – “Hwshy ‘ny” – “მიხსენი”, “გადამარჩინე”. ეს გოიმის პირია, ლარი, ხომ არ დაგავიწყდა?

Read the rest of this entry

ომის ქარ-ცეცხლში წრთობილი…

Burberry-trenchსათაური ვინც წაიკითხეთ, ალბათ ელით, რომ პოსტი ჯარის რომელსამე შენაერთზე იქნება ან რამე გამანადგურებელ იარაღზე ან ბრძოლის წარმოების ტაქტიკა-სტრატეგიაზე… ვერ მოგართვით! ეს პოსტი ერთ სამხედრო პლაშჩზეა – ტრენჩზე, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს არმიის ფეხოსანთა ნაწილები წვიმასა და თოვლში გამოატარა.

ტრენჩი (trench coat – თრენჩქოუთ – სასანგრე პალტო) 1901 წელს მისი უდიდებულესობის სამხედრო უწყების შეკვეთით შექმნა ინგლისელმა ტანსაცმლის მეწარმემ თომას ბარბერიმ (Thomas Burberry). გაბარდინის ორბორტიანმა, გრძელმა და მოხერხებულობისთვის უკან კალთაჩაჭრილმა სამოსმა, ფართო საყელოებითა და მანჟეტებით, პაგონებით და ქამრით სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ წამოყენებული მოთხოვნები – თბილი, წყალგაუმტარი, გამძლე, მჩატე და მოხერხებული. ბარბერის პლაშჩს არ ეშინოდა არც წვიმისა და არც ქარის, არც ტალახისა და არც თოვლის, ერთი ეგ იყო, მტრის ტყვიას ვერ აჩერებდა, თორემ სხვამხრივ იდეალური სამხედრო სამოსი იყო. თავდაპირველად სამხედრო უწყება მათ მხოლოდ რიგითი ფეხოსანი მეომრებისთვის იძენდა, მაგრამ სულ მალე ოფიცრებმა თქვეს – ღმერთი არა გწამთ? ჩვენც ხომ ისევე გვაწვიმს და ქარიც იმავ ძალით გვიბერავს, რაც რიგითებსო. შეუძინეს მათაც. მაშინ სხვა სამხედროები განაწყენდნენ – კავალერისტები, მფრინავები, მეზღვაურები…  როდემდე უნდა ვიაროთ ამ დედოფალვიქტორიასდროინდელ ძველმანებშიო? ან შეგვიკერეთ ტრენჩები, ან ჩვენ-ჩვენ ბატალიონებს მივატოვებთ და Thomas-Burberryყველანი ფეხოსნებად ჩავეწერებითო. თომას ბარბერის საქმეც “გორაში” წავიდა – სამხედრო შეკვეთებმა ის ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ აქცია.

Read the rest of this entry

ჩვენ და ოპერა

შაბათის პოსტი

პატარა ვიყავი ოპერაში რომ წამიყვანეს პირველად. დოლიძის “ქეთო და კოტე”-ზე. ჰოდა, როგორც მერე მამაჩემი იგონებდა ხოლმე ხითხითით, როცა სცენაზე ერთი ამბავი იყო და თავადი ლევანისა და ქეთოს ნიშნობის ჩაშლის გეგმებს აწყობდნენ “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს”-ო, მიკითხავს: კი მაგრამ, ასე ხმამაღლა რომ ყვირიან, უფრო არ გაუგებენ-მეთქი?

მოკლედ, სტანისლავსკი ვინ იყო მაშინ ჯერ კი არ ვიცოდი, მაგრამ მისებრ აღვშფოთებულვარ – არ მჯერა-თქვა! და მანდ დამთავრდა ჩემი და ოპერის ურთიერთობაც. სიყალბე არ მიყვარს და მიტომ. :)    

ახლა კი ილიასა და ოპერის ურთიერთობაზე იაკობ მანსვეტაშვილის მოგონება მინდა, გავიხსენო:

Read the rest of this entry

მყრალი პოსტი

ეძღვნება “უან მენ შოუ”-ს უსახელოდ შეწირულ თაობებს.

პოსტს გრძელი და უაზრო შესავალი აქვს, გირჩევთ, გადაახვიოთ და კითხვა პირდაპირ არმანიდან დაიწყოთ.

ამბობენ, იმ შავ და უხსენებელ დროს, საბჭოთა რომ ერქვა, თბილისი იყო ქალაქი, სადაც მთელს სუსურუკუში ყველაზე მოხდენილად ეცვათ. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “ვოგი” და “ელი” თუარა, რომელიმე პოლონური მოდის ჟურნალის უახლესი ნომერი ყველა ოჯახში ინახებოდა. თბილისი იყო ქალაქი, სადაც საუკეთესო თერძები (მაშინ სიტყვა კუტურიე რა იყო არვინ იცოდა და მათ, უბრალოდ, მკერავებსა და “პარტნიხებს” უძახდნენ) ებრძოდნენ კიროვის სახელობისა და ლენინის ორდენოსანი ტრიკოტაჟის ფაბრიკის სიმახინჯეებს. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “კრასნაია მასკვას” ტუალეტის ჩასარეცხადაც არ ხმარობდნენ და ჯექი ქენედი რომ იპკურებდა საღამოს რაღაც სუნამოს, იმის სახელი ნახევარმა თბილისმა იცოდა უკვე დილით. და ზოგს უკვე ტრილიაჟზეც ჰქოდა ამაყად შემოდებული.

Read the rest of this entry

კეჟერაძე და სამი ქალი სომალიდან

- სომალი საიდანღა იცით? – ჯიქურ ეკითხება ხელმძღვანელი, მგონია, რომ სიტყვაზე გამოიჭირა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს:
- სომალიდან, საყვარელო, სამი ლამაზი მოდელია – იმანი, ვარის დიირიე და იასმინ ვარსამე.
გურამ დოჩანაშვილი. “კაცი, რომელსაც მელანინი ძლიერ უყვარდა”.

Iman 2Iman 4

ImanIman 3

Read the rest of this entry

¡Calma!

 

Merci et Bravo !

ბორდელების როლი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში

წამო, ბილ, ბოზებში!
შერვუდ ანდერსონი – უილიამ ფოლქნერს
ნიუ ორლეანი, 1925 წელი

Pretty Babyვირჯინიის უნივერსიტეტის არქივში დაცულია უილიამ ფოლქნერის (William Cuthbert Faulkne) ლექციების, მკითხველებთან შეხვედრების და ზეპირი მოგონებების ჩანაწერები, მათ შორის ამბავი, თუ როგორ ანება თავი სარფიან ბუთლეგერობას და მწერლობას მიჰყო ხელი. 20-იანების შუაწელს, როცა ფოლქნერი ნიუ ორლეანერ ბუთლეგერთა მარაქაში იყო, კარიბის რეგიონიდან კონტრაბანდული შაქრის ლერწმის სპირტი შემოჰქონდა, სამზარეულოში “ხიმიკობდა” და მისგან ბურბონს, შოტლანდიურ ვისკისა თუ ჯინს ხდიდა, ის უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, შერვუდ ანდერსონს გადაეყარა.

ამ დროს იყო, შერვუდ ანდერსონი რომ გავიცანი. იქვე, ნიუ ორლეანში ცხოვრობდა. ძალიან მომეწონა. აი, ისე, ადამიანს რომ შეხედავ და გრძნობ, ერთმანეთს კარგად შეეწყობით. თუ შუადღისას შევხვდებოდით ერთმანეთს, ჩამოვჯდებოდით სადმე პარკში სკამზე, ის ამბებს მიყვებოდა, მე კი ვუსმენდი. საღამო ჟამს ისევ შევიყრებოდით ხოლმე ერთ კარგად ცნობილ, ელეგანტურ ბორდელში, რომლის მადამი ((თბილისურად – მამაშა)) ლიტერატურის დიდი მოყვარული გახლდათ. ჩამოვჯდებოდით ჩვენ სამნი ეზოში, ვსვამდით ვისკის, შერვუდი გვიყვებოდა და მე ვუსმენდი, მერე მადამი გვიყვებოდა და ახლა მის ისტორიებს ვისმენდი. როცაკი მეორე დილით შევუვლიდი შერვუდს, იჯდა და თავაუღებლივ მუშაობდა. დღე მისდევდა დღეს და გრძელდებოდა ასე. შერვუდი, ჭიქა ვისკი და შერვუდის ისტორიები. და მე ვიფიქრე – თუ ასეთია მწერლის ცხოვრება, საჩემო ყოფილა. ეს რომ ვიფიქრე, დავჯექი ერთ დღეს, დავწერე ჩემი პირველი წიგნი და შერვუდ ანდერსონს მივაკითხე, მან კი ასე მითხრა: მოდი, გარიგებას შემოგთავაზებ – არ მთხოვო, წავიკითხო შენი ნაცოდვილარი, მაგიერ, მე ჩემს გამომცემელს ვეტყვი, რომ ხელი მოჰკიდოს… იყოს ეგრე – ვუთხარი. ხელი ხელს დავკარით და მან მართლაც სთხოვა გამომცემელს, რომ ჩემი წიგნი გამოეცა.

უილიამ ფოლქნერი, ზეპირი ამბები (ვირჯინიის უნივერსიტეტის აუდიო-არქივი)

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 209 other followers

%d bloggers like this: