Category Archives: ShopBox

უნარ-ჩვევები.კომ

როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”

ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.

0

Read the rest of this entry

თვალ-კენარი

მახსოვს, ზაფხული იყო. ივლისი. ბორჯომში ვისვენებდი. იქ ერთი ბიჭი იყო. მე ძალიან დიდი მეგონა, თუმცა, პატარა რომ ხარ, ყველა უფროსი ძალიან დიდი გგონია, მერეა რომ ასაკში ზღვარი იშლება ხოლმე. ჰოდა, ის ბიჭი, ალბათ, ჯერ ისევ თინეიჯერი იყო, მაგრამ მე, სკოლის მოწაფეს ძალიან დიდი მეჩვენებოდა. სათვალეს ატარებდა და თან ძალიან უცნაურ სათვალეს – მზეში სათვალის შუშები ფერადი იყო და ჩრდილში კი თეთრდებოდა. შურიანი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმანი (მხოლოდ – ზომიერად :) ), მაგრამ იმ ბიჭისა ძალიან მშურდა – მეც მინდოდა ეგეთი ჯადოსნური სათვალე. მახსოვს, ხმამაღლა ვთქვი, ნეტა ასეთი სათვალე მეც მქონდეს-მეთქი და მამაჩემმა მითხრა – მაგას ეგ სათვალე იმიტომ აქვს, რომ თვალს აკლიაო, შენ კიდე ჭკუას, მაგას რომ შეჰნატრიო. :) ჰოდა, გავიდა დრო და იმ ბიჭის ასაკისა გავხდი და ამიხდა კიდეც ის ნატვრა… ვინ იცის, რამდენი რამე მინატრია ბავშვობაში და მარტო ორი ამიხდა – ერთი თვალს დამაკლდა და მეორე დისნეილენდში მოვხვდი. თან ჯერ ცუდი ამიხდა და მერე კარგი. :) ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო – დავითის მცნების თანახმად.

Read the rest of this entry

მყრალი პოსტი

ეძღვნება “უან მენ შოუ”-ს უსახელოდ შეწირულ თაობებს.

პოსტს გრძელი და უაზრო შესავალი აქვს, გირჩევთ, გადაახვიოთ და კითხვა პირდაპირ არმანიდან დაიწყოთ.

ამბობენ, იმ შავ და უხსენებელ დროს, საბჭოთა რომ ერქვა, თბილისი იყო ქალაქი, სადაც მთელს სუსურუკუში ყველაზე მოხდენილად ეცვათ. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “ვოგი” და “ელი” თუარა, რომელიმე პოლონური მოდის ჟურნალის უახლესი ნომერი ყველა ოჯახში ინახებოდა. თბილისი იყო ქალაქი, სადაც საუკეთესო თერძები (მაშინ სიტყვა კუტურიე რა იყო არვინ იცოდა და მათ, უბრალოდ, მკერავებსა და “პარტნიხებს” უძახდნენ) ებრძოდნენ კიროვის სახელობისა და ლენინის ორდენოსანი ტრიკოტაჟის ფაბრიკის სიმახინჯეებს. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “კრასნაია მასკვას” ტუალეტის ჩასარეცხადაც არ ხმარობდნენ და ჯექი ქენედი რომ იპკურებდა საღამოს რაღაც სუნამოს, იმის სახელი ნახევარმა თბილისმა იცოდა უკვე დილით. და ზოგს უკვე ტრილიაჟზეც ჰქოდა ამაყად შემოდებული.

Read the rest of this entry

მოცინარი კაცი: მე-300 პოსტი

ოდესმე ამ ბლოგზე მე-100 პოსტი დაიწერა. ის ერთ ძალიან ლამაზ ქალზე იყო.

მე-200 პოსტი რომელი იყო არც ვიცი, გამომეპარა. :)

Jeff-Bezosახლა მე-300 პოსტს ვწერ და ვიზე თუარა ერთ ძალიან ჭკვიან კაცზე, ჯეფ ბეზოსზე, რომელმაც ორი არაჩვეულებრივი დივაისი მოიგონა – Кindle Reader და Kindle Fire… თან სულ ახლახანს ჩემმა ონლაინ ნაშოფინგარმა 100 ამანათს მიაღწია (ყველა “ამაზონიდან” არ შემიძენია, მაგრამ – მაინც).

“თუკი ჯეფი მოწყენილია, აცადეთ ხუთი წუთი და გაიცინებსო”, – ამბობს ქალბატონი ბეზოსი. კაცმა რომ თქვას, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველიც აქვს – ავტოფარეხში დაფუძნებული კომპანია მან 100-მილიარდიან მსოფლიო გიგანტად აქცია. “ფორბსი” საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად ასახელებს. ამბობენ, იულიუს კეისარმა ყველა მისი ჯარისკაცის სახელი იცოდაო, ზოგჯერ მგონია, რომ ჯეფ ბეზოსმა მისი 164 მილიონი კლიენტის მხოლოდ სახელი კი არა, გემოვნება, ფეხის ზომა, თვალის ფერი… სულ ზეპირად იცის. :) რამდენჯერ ყოფილა, ჯერ თავად არ გადამიწყვეტია, რისი შეძენა მსურს – ბეზოსი კი უკვე ფასდაკლებას აცხადებს და ი-მეილს მიგზავნის. :) და 10-დან 9 შემთხვევაში ზუსტია. ჰო, კაი – 8-ში მაინც. :)

Read the rest of this entry

როცა კლიენტი გაგინებს, მისი ძუძუები გლოცავენ…

dogდონ ფეფერსი (Don Peppers), მარკეტინგული კვლევის კომპანიის Peppers & Rogers თანადამფუძნებელი და ციფრული ბაზრის მკვლევარი, ამტკიცებს, რომ რომელიმე ბრენდის მიმართ სოციალურ ქსელებში გამოთქმული ნეგატიური შეფასებები გაყიდვებს უწყობს ხელს… საქონელი, რომელიც ინტერნეტ მაღაზიაში/მწარმოებლის ვებ-გვერდზე/სოცქსელებში etc. უფრო მეტ პოზიტიურ, მაგრამ, ამასთან, რაღაც რაოდენობა ნეგატიურ შეფასებების აგროვებს, უფრო უკეთ იყიდება, ვიდრე სხვა, რომლის პოზიტიური შეფასებები განუზომლად სჭარბობს ნეგატიურს.

ეს აზრი ახალი არაა, სხვა კვლევებიც ამასვე ადასტურებს, თუმცა, კვლავ არსებობენ კომპანიები, რომელთაც არაფრით სჯერათ, რომ თუკი საიტზე შემფასებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქონლის მიმართ განწყობილია აღტაცებით, ეს პოტენციურ მომხმარებლებს აფრთხობს – მათ უჩნდებათ განცდა, რომ ნეგატიური კომენტარები/შეფასებები წაშლილია, ხოლო დადებითი შეფასებები კი არაგულწრფელი (მსგავსი სკანდალები არცთუ იშვიათობაა, სულ ბოლოს “ეფლი” “გამოიჭირეს”  iPhone 4-ის შესაბამისი კომენტარების გვერდის “გასუფთავებაში”, უფრო ადრე კომპანია Elsevier, რომელიც პოზიტიური შეფასების შემთხვევაში კლიენტებს პატარა საჩუქარს სთავაზობდა).

Read the rest of this entry

ერექცია, რეაქცია და Kodak

kodak_adv_1

Kodak_adv_2kodak_adv

ეს პერფორმანსი კიევში გაიმართა რამდენიმე წლის წინ. საგამოფენო დარბაზში მაღალ ქუსლებზე დაკაკუნობდნენ მინიში გამოწყობილი გოგონები, აქაოდა, ფაფა გვიჭირავს ხელშიო – სხვადასხვა ნივთებს აგდებდნენ ძირს და მათ ასაღებად დახრილნი ამარიაჟებდნენ სარეკლამო წარწერას – Kodak.

ის, რაც ფოტოგრაფს სჭირდება :

Kodak + მახვილი თვალი + სწრაფი რეაცია.

ერექცია – გემოვნებით.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.
თუკი ვინმეს ჩემი სიტყვათფაღარათიანი პოსტები მოენატრა – შემდეგი ეგეთი იქნება. :)
მინიპოსტებს მოვრჩი.

2011 წლის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე…

გაყიდვადი ტანსაცმელი

Timeless classics.

Read the rest of this entry

მეგობრობა 140 დოლარად

facebook-moneyამბობენ, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ქართველები ერთ-ერთი ყველაზე გაფეისბუქებული ერია… მაინცადამაინც არ მჯერა, თუკი ჩვენში ინტერნეტის სუსტ განვითარებას გავითვალისწინეთ და კომპიუტერიც ჯერ კიდევ არ აქვს ბევრს, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ბევრნი ვართ.

თავად “ფეისბუქისვე” დათვლით, ერთ საშუალოსტატისტიკურ ფეისბუქელს 130 ფრენდი ყავს. მე პირადად – ამაზე ცოტათი მეტი და ჩემი ფრენდების უმეტესობას კი რამდენჯერმე მეტიც. :) ფრენდების რაოდენობით, ვფიქრობ, ქართველ ფეისბუქელებს მართლაც ბარე ორი ვერ აჯობებს. ჰოდა, გიფიქრიათ თუ არა რა ხეირი მოაქვს ერთ ფეისბუქელ ფრენდს? ეს ციფრი დათვლილია და დაახლოებით 140 დოლარს შეადგენს. ასეთია სოციალური მედიის კვლევისა და მართვის კომპანიის Syncapse-ს მიერ მიღებული შედეგები.

Read the rest of this entry

ამოიცანი სექსისტი!

აჩრდილი დადის მსოფლიოში – აჩრდილი სექსიზმისა

მომხმარებელთა ასოციაციებს, ფემინისტურ დაჯგუფებებს, გენდერისტებს და რავიცი კიდევ ვის აღარ ახალი გასართობი აქვთ, დევიზით: “ამოიცანი სექსისტი!”

ცხონებულმა კონფუციმ კი თქვა, ძალიან ძნელია იპოვო სექსისტი იქ, სადაც ის არ არისო, მაგრამ ბევრი ამასაც ახერხებს.

სულ ახლახანს “სექსიზმთან მებრძოლ ქალთა კავშირი” თავს დაესხა Fast-Fashion-ის ამერიკულ ქსელს Forever 21-ს აი ამ მაისურის გამოForever 21 allergic_to_algebra

Read the rest of this entry

ძუძუ და რეკლამა

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯურის ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები რეკლამის შემქმნლებს მუდმივად ამხელენ ქალების მიმართ “მომხმარებლურ” დამოკიდებულებაში, სექსი (და მინიშნება სექსზე) იყო და რჩება რეკლამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტად (ცხადია, ის ინგრედიენტი – იუმორი, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი, კვლავ ძალაშია და ამ შემთხვევაშიც ხშირად გამოიყენება). სარეკლამო კამპანიის მიზანი ინტერესის გაღვივება და მადის აღძვრაა და, თუკი მიზნობრივი ჯგუფი მამაკაცებია, ლამაზ ქალს, როგორც ვნების ობიექტს, ვერაფერი ჩაანაცვლებს… მაგრამ, მცდარია შეხედულება, თითქოს ფემინისტების მიერ მოძულებული “90x60x90” კლიპში იქნება თუ პოსტერზე მხოლოდ მამაკაცებს აცდუნებს. არ მეგულება ქალი, ვისაც არ სურს იყოს მიმზიდველი და სასურველი, თუნდაც ისეთი, როგორც ეს ქალბატონია გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის NewYorker-ის თეთრეულის ხაზის რეკლამიდან:

Read the rest of this entry

რეკლამა ჩადგმით და ჩამოტარებით

მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სააგენტო YouGov-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ე.წ. სარეკლამო ჩადგმები ნაკლებეფექტურია.

  • Product Placement – ეწოდება რეკლამირების ხერხს, როდესაც, მაგალითად, რომელიმე ფილმში, ტელეგადაცემაში გამოყენებული “რეკვიზიტის” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ) მწარმოებელი, ლოგო, მოდელი მკაფიოდ ჩანს.  ჩადგმული შეიძლება იყოს სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია… ამაზე ადრეც ვწერდი (25-ე კადრი ანუ როგორ გვმართავენ მასონები)

ბრიტანული ტელეშოუს გასვლის შემდეგ, სადაც Nestle-ს ყავა Dolce Gusto “ჩადგეს”, YouGov-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთაგან ყოველი მესამე ამტკიცებს, რომ არც შეუნიშნავს, თუ რა პროდუქტი იყო “ჩადგმული”, თუმცა 70%-ზე მეტი აღიარებს, რომ სხვადასხვა ამერიკულ ფილმებსა თუ სერიალებში ჩადგმული პროდუქტი შეუნიშნავს. მაგრამ ამათგან მხოლოდ 17% აღმოჩნდა ისეთი, ვინც ჩადგმებს ყოველთვის ამჩნევს, 40% – ხანდახან და 16% კი – იშვიათად.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 211 other followers

%d bloggers like this: