Category Archives: BrandsBox

ესპადრილები კასტანიეთა მხარიდან

- ასეთი ფეხსაცმელი თუ გაქვთ, ოღონდ – ქუსლიანი?

- ამ ფეხსაცმელს ქუსლი არ სჭირდება.

- მე კი მჭირდება! გაუკეთეთ ქუსლი და მთელ პარტიას შევიძენ.

ქალი განცვიფრებული მისჩერებოდა. ის. მისი მამა. მისი ბაბუა ყველანი ესპადრილების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ასეთი ახირებული კლიენტი ჯერ არ ენახათ. მაგრამ ერთ დროს წარმატებული ბიზნესი სულს ღაფავდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო, სტუმარი კი მთელი პარტიის ყიდვას ჰპირდებოდა და არც ფულს უჭერდა ხელს, ჰოდა, რა გაეწყობოდა – ბაბუის სულს პატიება სთხოვა და ქუსლიანი ესპადრილების კერვა დაიწყო. ეს ამბავი გასული საუკუნის 60-იანების მიწურულს მოხდა. ქალს იზაბელ კასტანიე ერქვა, ახირებული კლიენტის სახელი კი ივ სენ ლორანი იყო.

შემდეგ რა მოხდა, იოლად მიხვდებით – ივ სენ ლორანმა ისევე გააპოდიუმა ესპადრილები, როგორც ქელვინ ქლაინმა – ჯინსები და მაღალი მოდის ნაწილად აქცია.

Read the rest of this entry

ომის ქარ-ცეცხლში წრთობილი…

Burberry-trenchსათაური ვინც წაიკითხეთ, ალბათ ელით, რომ პოსტი ჯარის რომელსამე შენაერთზე იქნება ან რამე გამანადგურებელ იარაღზე ან ბრძოლის წარმოების ტაქტიკა-სტრატეგიაზე… ვერ მოგართვით! ეს პოსტი ერთ სამხედრო პლაშჩზეა – ტრენჩზე, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს არმიის ფეხოსანთა ნაწილები წვიმასა და თოვლში გამოატარა.

ტრენჩი (trench coat – თრენჩქოუთ – სასანგრე პალტო) 1901 წელს მისი უდიდებულესობის სამხედრო უწყების შეკვეთით შექმნა ინგლისელმა ტანსაცმლის მეწარმემ თომას ბარბერიმ (Thomas Burberry). გაბარდინის ორბორტიანმა, გრძელმა და მოხერხებულობისთვის უკან კალთაჩაჭრილმა სამოსმა, ფართო საყელოებითა და მანჟეტებით, პაგონებით და ქამრით სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ წამოყენებული მოთხოვნები – თბილი, წყალგაუმტარი, გამძლე, მჩატე და მოხერხებული. ბარბერის პლაშჩს არ ეშინოდა არც წვიმისა და არც ქარის, არც ტალახისა და არც თოვლის, ერთი ეგ იყო, მტრის ტყვიას ვერ აჩერებდა, თორემ სხვამხრივ იდეალური სამხედრო სამოსი იყო. თავდაპირველად სამხედრო უწყება მათ მხოლოდ რიგითი ფეხოსანი მეომრებისთვის იძენდა, მაგრამ სულ მალე ოფიცრებმა თქვეს – ღმერთი არა გწამთ? ჩვენც ხომ ისევე გვაწვიმს და ქარიც იმავ ძალით გვიბერავს, რაც რიგითებსო. შეუძინეს მათაც. მაშინ სხვა სამხედროები განაწყენდნენ – კავალერისტები, მფრინავები, მეზღვაურები…  როდემდე უნდა ვიაროთ ამ დედოფალვიქტორიასდროინდელ ძველმანებშიო? ან შეგვიკერეთ ტრენჩები, ან ჩვენ-ჩვენ ბატალიონებს მივატოვებთ და Thomas-Burberryყველანი ფეხოსნებად ჩავეწერებითო. თომას ბარბერის საქმეც “გორაში” წავიდა – სამხედრო შეკვეთებმა ის ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ აქცია.

Read the rest of this entry

ბანანის (საქართველოს) რესპუბლიკა

ბანანის რესპუბლიკას უწოდებენ ქვეყანას, რომლის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ერთ რომელიმე საექსპორტო პროდუქტზე (სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება თუ წიაღისეული). ტერმინი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1904 წელს ის ო. ჰენრიმ გამოიყენა რომანში “კომბოსტო და მეფეები”.

სწავლულ კაცთა განმარტებიდან

BR logoთუ ახლა გაგკრათ, რომ ბლოგი შეგეშალათ – არ შეგშლიათ. ნამდვილად StylishBlog-ს კითხულობთ, ამიტომ ბანანის რესპუბლიკები თავიანთ თავს მიხედავენ როგორმე და მე კი Banana Republic-ზე დავწერ.

Banana Republic ამერიკული მოდის მოდური ბრენდია, რომელმაც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია განიცადა არსებობის 30 წლის მანძილზე – 1978 წელს კომპანია ბაზარზე აფრიკულ-ტროპიკული ქვეყნების ბუნებით, ფერებითა და არომატებით შთაგონებული ადგილ-ადგილ ფერადი, ადგილ-ადგილ პრაქტიკული, ერთობ ეკზოტიკური და ცოტა გიჟური სამოგზაურო ტანსაცმლით შემოვიდა (საფარი-პერანგებით, მრავალჯიბიანი ქურთუკებით, შორტებით, სანდლებით, ჩალის შლაპებითა და რაღაც ასე), დღეს კი კლასიკური, კონსერვატიული, საოფისე და უიქ-ენდური ტანსაცმლის მწარმოებელია. სიგიჟეები და ეკზოტიკა უკან მორჩა. Banana Republic-ის პერანგითა და კოსტიუმით წახვალთ ბანკში, შესვენებაზე დალევთ ყავას და წაეფლირტავებით გვერდითა კაბინეტში მომუშავე კოლეგა-გოგონას, ხოლო კოლეგა-მამაკაცს დაელაპარაკებით ევროსა და დოლარის კურსზე, Banana Republic-ის მაისურით ან პულოვერით წახვალთ პაბში, ითამაშებთ ბილიარდს და ისაუბრებთ ფეხბურთსა და პოლიტიკაზე. 

Read the rest of this entry

შავი ყუთის რაინდები

თამაშთა თეორია

ChGKამ ოთხი ათეული წლის წინ საბჭოთა ტელევიზიაზე მოსაწყენი და უღიმღამო რამ დედამიწის ზურგზე თუ არსებობდა, არ მგონია. ორი ცენტრალური არხი იყო სულ – ერთზე კირილოვი გამოდიოდა, მეორეზე კი – ბრეჟნევი. მონაცვლეობით. და ვინ იცის, ვის დანახვას უფრო მეტი გულფანცქლით ელოდნენ. მგონი მაინც – კირილოვის.

მერე კი გამოჩნდა კაცი, ვისაც ამ ორთავეზე მეტი ადამიანი უყურებდა… უფრო სწორად, კი არ უყურებდა – უსმენდა. გამოჩნდაო დავწერე, მაგრამ ის კაცი ეკრანზე არ ჩანდა. ხმა ისმოდა მხოლოდ. თავად კი სადღაც იმალებოდა ზურმუხტქალაქის ჯადოქარივით. მართლა ჯადოქარი იყო. ქვეყანაში, სადაც პრეფერანსის თამაშისთვის იჭერდნენ ხალხს, ცენტრალური ტელევიზიის პირველ საკავშირო არხზე კირილოვისა და ბრეჟნევის გამოსვლებს შორის კაზინო გამართა… მართალია, ამ კაზინოში ფულზე არ თამაშობდნენ, მაგრამ “რულეტკა” ტრიალებდა, პრიზებს იგებდნენ, იყო ბურჟუაზიული აზარტი და სრულიად არასაბჭოური სანახაობა. ეს გასაოცარი ადამიანი საბჭოთა მარშლის მოგვარე ვლადიმირ ვოროშილოვი იყო, მის მიერ მოგონილი თამაში კი მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური ტელესამორინე – “რა, სად, როდის”. ბზრიალა 1975 წლის 4 სექტემბერს დაატრიალეს პირველად და მას მერე არ გაჩერებულა. დღეს საქართველოშიც თამაშობენ, უფრო მეტი – უყურებს. წლების განმავლობაში ამ თამაშმა ერთგვარად კი იცვალა სახე, მაგრამ დიდწილად მაინც ისაა, რაც თავდაპირველად იყო.

Read the rest of this entry

როგორ მიაჩმორა დიდმა მაკმა კრიტიკოსები

ექიმები: “მაქდონალდსი” ნელი სიკვდილია!
“მაქდონალდსის“ კლიენტები: არც არსად მიგვეჩქარება!

McDonalds-art-of-selling2004 წელს კინოდოკუმენტალისტმა მორგან სფარლოქმა გადაიღო ფილმი “გიგანტური მე” (Super Size Me) – ამბავი ადამიანისა, რომელიც 30 დღე იკვებებოდა მხოლოდ МcDonalds-ის საკვებით და  ჰადაჰა და მოკვდა… ფილმს ოსკარზე ნომინირების პატივიც ხვდა წილად. წარმატებით გულგახარებულმა სფარლოქმა განაცხადა, რომ მან ვამპირს მკერდში პალო ჩაასო…

ვერ მოგართვით!

მაშინ, როცა МcD-ს კონკურენტები Burger King, Wendy’s ბაზარს კარგავენ, “მაქდონალდსი” პოზიციებს იმყარებს… დღეს მისი წილი ბაზარზე თითქმის უტოლდება სხვა ოთხეულის (Subway, Starbucks, Burger King და Wendy’s) ერთობლივ წილს. მიუხედავად კრიზისისა, МcD ლამის ერთადერთი იყო, რომლის შემოსავალი გასულ წელს 2008 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ “მაქდონალდსი” თვალ-ყურს ადევნებს მოდის ტენდენციებს და ცდილობს, მენიუ გაამრავალფეროვნოს ნაკლებკალორიული საკვებით – მისი ტოპ-ჰიტი კვლავ Big Mac-ია, რომელიც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად პროდუქტად მსოფლიოში (2,5 მილიონი ცალი დღეში).

Read the rest of this entry

ჰოკეი, ტვისტერი და სტრიპ-პოკერი

თამაშთა თეორია

მაგიდის ჰოკეი

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სათამაშო იყო.

table hockey მაგიდის ჰოკეი გასული საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ სახე იცვალა, დაიხვეწა… დღეს შვედური კომპანიის Stiga-ს მოდელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული. საბჭოთა კავშირშიც თავის დროზე სწორედ ეს მოდელი გადმოიღეს.

არაჩვეულებრივად აზარტული თამაშია… EA Sport-ის კომპიტერულ ვერსიაზე უფრო აზარტულიც კი. გაცილებით მეტი დრაივია. :)

მაგიდის ჰოკეიში ჩემპიონატები ტარდება. ჰოდა, თუკი ნამდვილში მომავალი არ გვეჭყანება, ამაში მაინც ვცადოთ.

ლეგოს კონსტრუქტორი

Read the rest of this entry

პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია

თამაშთა თეორია

სტერეოსკოპი View-Master

ViweMaster ის 1938 წელს უილიამ გრაბერმა (William Gruber) შექმნა. ეს კაცი იდეაში ფორტეპიანოს ამწყობი იყო, ბინიდან ბინაში და მუსიკალური სკოლიდან მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, უნიჭო ბავშვების კლავიშებზე ბარტყუნით აშლილ პიანინოებს წამლობდა, ბრამსსა და ბახს უსმენდა… უსმენდა… უსმენდა… მოეშალა ბოლოს ნერვები და გადაწყვიტა, საქმისთვის მიეხედა. თავისი ძველი გატაცება – ფოტოგრაფია გაიხსენა და ისეთ ხელსაწყოზე დაიწყო მუშაობა, რომლითაც ფოტოსურათის “გაცოხლება” იქნებოდა შესაძლებელი. ასე დაიბადა სტერეოსკოპი View-Master. მასზე უფლებები კომპანია Sawyer’s Photo Services-სმა შეიძინა (რომელთანაც გრაბერი თანამშრომლობდა) და 1939 წელს ნიუ იორქის გამოფენაზე წარადგინა. პირველი სლაიდი, რომელიც გამოფენის სტუმრებმა View-Master-თ ნახეს დიდი კანიონის გამოსახულება იყო. Read the rest of this entry

მონოპოლია

თამაშთა თეორია

“ალმასი – მარადიულია”, – ეს სიტყვები “დე ბირსის” სლოგანად იქცა, მაგრამ ალმასზე უფრო მარადიული – სათამაშოა. სათამაშოები ისეთივე ძველი გამოგონებაა, როგორიც კაცობრიობა და კიდევ უფრო ძველიც, რამდენადაც თამაში ყველა ძუძუმწოვარს უყვარს და პრე-ისტორიულ თუ რაც ქვიათ არსებებს, რომლებიც ჩვენზე მრავალი საუკუნით ადრე გაჩნდნენ – მათაც ჰქონდათ პრე-ისტორიული სათამაშოები.

რევოლუციამდელი ბავშვი რატომ იყო გონებაჩლუნგი – ესეც კარგად გვახსოვს.

მაგრამ პრე-ისტორიულ თუ რევოლუციამდელ სათამაშოებზე სხვა დროს იყოს, ეს პოსტ(ებ)ი კი მე-20 საუკუნის ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ სათამაშოებზე იქნება.

ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, Monopoly-თ უნდა დავიწყო – აშშ-ში გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული სათამაშოთი. 1999 წელს ის “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა, როდესაც Monopoly-ს მოყვარულთა რაოდენობამ 500 მილიონ ადამიანს მიაღწია. ჟურნალმა Games magazine Monopoly “სათამაშოთა დიდების დარბაზში” (Games Hall of Fame) შეიყვანა. ის, აგრეთვე, “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” (National Toy Hall of Fame) წევრიცაა (კი, ამერიკაში ასეთი დარბაზებიც არსებობს).

Monopoly logo

Read the rest of this entry

პრეზიდენტი და ბაყაყი

მივხვდი თქვენი უბედურების მიზეზს: ძალიან სერიოზულები ხართ.
ბრძნული იერი სულაც არაა ჭკუის ნიშანი, ბატონებო. ამქვეყნად ყველა სიბრიყვეს ადამიანები სწორედ ამ გამომეტყველებით სჩადიან.
ასე რომ, გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!
გრიგორი გორინი, “სწორედ ის მიუნგჰაუზენი”

BB Muppets

Read the rest of this entry

გამარჯობა, მე ვარ სნობი!

ამიტომ, სნობური ლოგოების კიდევ ერთ ნაკრებს გთავაზობ. :)
F-Logos-2_thumb

როგორც წინა ლოგოობანას დროს:

ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.

ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.

ყველა ეს ბრენდი იყიდება (კვლავ) ლილოს ბაზრობაზე. :)
Read the rest of this entry

გამარჯობა, შენ ხარ სნობი!

ამიტომ, არ გაგიჭირდება ამ სნობური ლოგოების ამოცნობაც. :)

F-Logos

მინიშნება (რომელიც არ გჭირდება):

ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.

ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.

ყველა ეს ბრენდი იყიდება ლილოს ბაზრობაზე. :)

რამდენიმე ლოგოს მცირე “დაფოტოშოფება” (ჩემს შემთხვევაში – დაქორელება) დასჭირდა, რომ წარწერა მომეშორებინა – ის შენიშნვა გავითვალისწინე, რაც წინა ლოგოობანას (ბრენდები და ლოგოები) დროს გამოთქვეს.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 209 other followers

%d bloggers like this: