Category Archives: HardBox
ოთხი ახალი ქინდლი, ანუ გუგლ, გამოიღე!
ჰო… ვიცი, ვიცი – უფრო კორექტული სათაური უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ ახლა, ცხელ გულზე და შთაბეჭდილებების ქვეშ, როდესაც სულ ერთი საათია, რაც “ამაზონის” პრეს-კონფერენცია დასრულდა, ამაზე უკეთესი არაფერი მაფიქრდება.
2012 წლის 6 სექტემბერს, სანთა მონიქის აეროპორტის ანგარში “ამაზონმა” ჟურნალისტები და ბლოგერები პრეს-კონფერენციაზე მიიწვია. შუბი ხალათში არ იმალება და ყველამ იცოდა, რომ კომპანია ახალი ქინდლების პრეზენტაციას გეგმავდა. ელოდნენ ახალ რიდერს, ორ ახალ ტაბლეტს და, სავარაუდოდ, სმართფონს. მოარული ხმები, რომ “ამაზონი” აპირებდა ფეხი შეედგა იქ, სადაც “ეფლი” მეფობს – დიდეკრანიანი ტაბლეტების სეგმენტში – კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადამოწმდა და არ დადასტურდა – აი ამ კულუარულ-ინფორმაციული ბაგაჟით მიბრძანდნენ მიწვეულნი პრეს-კონფერენციაზე და არამიწვეულნი, მაგრამ დაინტერესებულნი კი მივუსხედით ინტერნეტს.
How-To: როგორ მოვირგოთ Kindle Fire?
ერთ მარტივ ხერხზე მინდა დავწერო, რომლითაც КF ინტერფეისის შეცვლა შეიძლება. ბევრმა, ალბათ, იცის კიდეც, მაგრამ ახალბედა ფაერისტებს გამოგადგებათ.
KF უნიკალური ინტერფეისით გაოირჩევა – ის ანდროიდის ტრადიციულ ინტერფეისს არ ჰგავს. ზოგს ეს მოსწონს, ზოგისთვის კი – უჩვეულოა. ვისაც სურს, მისი “ქინდლი” სხვა ანდროიდ-ტაბლეტებს დაემსგავსოს, ორი პროგრამა დასჭირდება: GO Launcher EX და My Kindle Wallpaper.
Go Launcher EX – ალტერნატული გამშვებია – ტრადიციული ანდროიდისეული ინტერფეისით, 7 ფანჯრით, ვიჯეთებით, ანიმირებული ვოლფეიფერებით და ა.შ.
My Kindle Wallpaper – კი ვოლფეიფერების დამატების/გამოცვლის საშუალებაა.
ამასთან, ორივე პროგრამა თავსებადია KF-თან და დაურუთავ დივაისზეც დგება. ამაზონისეული ინტერფეისი და ვოლფეიფერებიც არსად ქრება – თუ ძირითად (დეფოლტ) გამშვებად Go Launcher EX-ს არ აირჩევ, მაშინ “ჰოუმ” ღილაკზე დაჭერით პოპ-აპ მენიუ ამოხტება და ინტერფეისიდან ინტერფეისზე იოლად გადახვალ.
КF-ისთვის ვოლფეიფერები შეგიძლია აქ მოძებნო, ან დაგუგლო ან, სულაც, თავად დახატო.
სულ ესაა. იმედი მაქვს, გამოგადგება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
How-To: როგორ გამოვცვალოთ გადღაბნილი იკონკები Кindle Fire-ში?
ვისაც KF გაქვთ, იცით, რომ ე.წ. კარუსელში იმ პროგრამის ხატულები (“იკონკები”), ამაზონიდან რომ გადმოქაჩეთ – დიდი და ლამაზია, სხვებისა კი (მაგალთად, გუგლ მარქეთიდან დაინსტალირებულის) – “გადღაბნილი”… მაინცადამაინც ლამაზი ვერაა, რას იტყვით?
მაგრამ ოქროს ბიჭებმა XDA-დან ამ ხარვეზის გამოსწორების გზას მიაკვლიეს… მართალია, კარგა ხანია, რაც KF-ში ხატულების შეცვლის სხვადასხვა მეთოდიკა გამოჩნდა, მაგრამ ის გზა, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ყველაზე იოლია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
(ცხადია, მხოლოდ დარუთულ KF ჭრის. დაგჭირდება Root explorer და რომელიმე ბაზების ედიტორი – SQLite Editor, aSQLiteManager, Мy Data).
How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?
თუ Kindle Fire “დაიბრიდა” და არ იტვირთება…
ის არ მომკვდარა, მხოლოდ – სძინავს!
Kindle Fire ძალიან ძნელად დასაბრედი დივაისია, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ “რჩეულთ” თუ მოახრხეს, ასე რომ, პირველ ყოვლისა, ნუ ღელავ. მე თავად ორჯერ გამეჭედა და არ იტვირთებოდა, მაგრამ ოლად გავასწორე, იმის მუხედავად, რომ არც პროგრამისტი ვარ და აქამდე არც ანდროიდთან მქონია დიდად საქმე .
მას შემდეგ დარუთვაც უფრო იოლი გახდა და დარუთვის/მოდიფიცირებისას “დაბრედილი” ქინდლის აღდენის პროცესიც ძალიან გამარტივდა – პროგრამისტებმა რამდენიმე იოლად მოსახმარი პროგრამაა შექმნეს, ამიტომ КF-ის გაცოცხლებას შენც იოლად მოახერხებ.
არასწორი მოდიფიცირების შემდეგ ყველაზე ხშირი პრობლემა ასეთია – КF არ იტვირთება და გაჭედილია წარწერაზე Kindle Fire. ამ პრობლემას ასე ეშველება:
How-To: როგორ გავაქართულოთ Kindle Fire?
ბევრმა მკითხა და ცალ-ცალკე ახსნა-განმარტებების გაცემაზე იოლი ერთი პოსტის დაწერაა.
გაითვალისწინე, რომ ამაზონის ტაბლეტის გასაქართულებლად მისი დარუთვა და სისტემური ფაილების შეცვლა დაგჭირდება, რასაც შენი საკუთარი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ახორციელებ. სისტემის არასწორად მიდიფიცირების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაბრედვა.
და, სამუშაოს დაწყებისა არ იყოს, დარუთვისთვის სასურველია კარგად იცოდე ინგლისური და კომპიუტერი.
რა დაგჭირდება:
USB/Mini USB კაბელი, მუშა Wi-Fi და კომპიუტერი.
1. კაბელი იყიდება “ამაზონზე” და ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაშიც ექნებათ.
2. დარუთვის ინსტრუქცია ნახე აი აქ (6.3.1-სთვის). და ნახე ვიდეო (მაგრამ ვიდეოში მითითებული ლინკი არ გამოიყენო. პროგრამის ეგ ვერსია არ რუთავს. გამოიყენე ინსტრუქციის ლინკი რაც ზემოთ მივუთითე).
ასევე, გადახედე:
ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება
რა უნდა გააკეთო:
ქართული ვები:
ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება
პირველ ყოვლისა, ტექნიკური მონაცემები:
კომპლექტაცია:
მინიმალისტური. თავად დივაისი, დამტენი და – მორჩა. სულ ესაა. არც USB-კაბელი, არც – ყურსაცმი. ჩემი ქინდლ-რიდერის კაბელი ქინდლ-ტაბლეტსაც მოერგო და კომპიუტერთანაც მშვენივრად დააკავშირა. ყურსაცმს მომავალში ვუყიდი, ჯერ-ჯერობით MP3 ფლეერის ყურსაცმს ვიყენებ.
როგორც ეს ქინდლ-რიდერის შემთხვევაში იყო, “ამაზონის” ტაბლეტიც უკვე ჩემს სახელზე დარეგისტრირებული ჩამოვიდა. პირველი, რაც ჩართვის შემდეგ მომთხოვა – სერვერთან დაკავშირება იყო, “ამაზონმა” მიცნო, ჯეფ ბეზოსის მისასალმებელი წერილი ჩამოქაჩა, რის შემდეგაც ბოლო პროგრამული განახლება დააინსტალირა.
რომელი ქინდლი ხარ შენ?
ბოლო ხანს ყველაზე ხშირი შეკითხვა, რაც ფბ-ის “ქინდლის” ჯგუფში ისმის ესაა – “რომელი ქინდლის ყიდვას მირჩევ?” ჯგუფის გარეთაც მკითხა უკვე რამდენიმე ფრენდმა თუ მეგობარმა.
“ამაზონი” ამჟამად 3 მოდელს გვთავაზობს – “ქინდლ-ქიბორდ”, “ქინდლ-თაჩ”, “ქინდლ-მინი”. ჩემი უნივერსალური პასუხი ასეთია: მე თავად ქიბორდიანი (კლავიატურიანი) “ქინდლი” მაქვს – როდესაც ვყიდულობდი, ეგ იყო ყველაზე ბოლო მოდელი, მაგრამ დღეს რომ ვყიდულობდე, “თაჩს” შევიძენდი.
ამ მოკლე პასუხს უფრო თუ გავშლით, მაშინ სანამ “ქინდლს” შეუკვეთავ, გირჩევ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე, რისთვის გჭირდება ის.
გავაფერადოთ თუ არა ქინდლი?
ისე მოხდა, რომ ახლახანს ჩემი LinkedIn-ის ლინკის მითითება დამჭირდა და 2007 წლიდან საღათას ძილად მიცემული პროფილიც გავააქტიურე. მერე გავიარ-გამოვიარე და ელექტრონული წიგნებისა და რიდერების ჯგუფებშიც შევიხედე… შევიხედე და იქ ამბავი დამხვდა – ისინი, ვისაც ხვდა წილად ბედნიერება ნიუ იორქში ჯეფ ბეზოსის პრეს-კონფერენციაზე მიეწვიათ დანარჩენებს “ამაზონის” სამი ახალი მოწყობილობის Kindle Fire, Kindle Touch, და Kindle Mini-ს ამბებს უყვებოდნენ და ახარბებდნენ – დედა, ეს რა ვნახეთო.
არ მგონია, ამ დღეებში ამაზე უფრო ხმაურიანი მოხდეს რამე, მგონი, გაერო თუ პალესტინას აღიარებს, ამ ამბავს ესიც კი ვერ გადაფარავს .
Kindle Fire ანდროიდ ტაბლეტია, Kindle Touch და Kindle Mini კი – რიდერები. მათი მონაცემები ასეთია:
სექსი და ქინდლი
ამერიკელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ლისა ლუისმა (Lisa Lewis) New York Times-ის ინტერნეტ-გვერდზე ძალიან სახალისო წერილი გამოაქვეყნა, თუ როგორ ეღობება “ქინდლი” მის ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას წინ. ![]()
ერთხელ, პარკში სეირნობისას მე არაჩვეულებრივად მომხიბლავი ყმაწვილი შევნიშნეო, – ყვება ლისა, – მისმა ცეცხლოვანმა თვალებმა მომნუსხა და მიმიზიდა, მაგრამ კიდევ უფრო უმალ ის შევნიშნე, თუ რას კითხულობდა – “პორტნოის ამბავს”, ჩემი საყვარელი მწერლის, ფილიფ როთის რომანსო. ჰოდა, ეს რომ შევნიშნე, მოვედი და ვუთხარი, გამარჯობა, მეც ძალიან მიყვარს ფილიფ როთიო და ის მიხვდა, რომ ის იყო ის და მე ვიყავი მეო, – ამბობს ლისა…
მაგრამ რა ხდება დღეს? სულ ტყუილად სეირნობს ლისა სკვერებსა თუ ხეივნებში – ყველას “ქინდლები” უჭირავთ ხელში და ეშმაკმა უწყის, რა ჯანდაბას კითხულობენ… რა თავში ვიხლი მამაკაცის გარეგნობას, თუკი მას გემოვნება არ უვარგა და, ვთქვათ, ბეგბედერითაა აღფრთოვანებულიო? ასეთ კაცთან რა საერთო მაქვს ან რა სიამოვნებაა დილით ასეთი ხეპრის გვერდით გაღვიძებაო? (ბეგბედერს ლისა არ ახსენებს – ეს ჩემეული ვერსიაა, თქვენ შეგიძლიათ, ვინც გნებავთ, ის იგულისხმოთ).
მითხარი, რომელია შენი რიდერი…
დღესდღეობით არსებული ყველაზე კარგი რიდერების ტექნიკური მახასიათებლების შეპირისპირება (მადლობა the-ebook-reader.com-ს).
გაბუკდი ან მოკვდი!
სწორედ ამას ურჩევენ მარკეტოლოგები წიგნების გამომცემლებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება – იქ ყველაფერი ნათელია: პრაქტიკულად აღარ დარჩა გამომცემლობა, რომელიც წიგნებს ელექტრონულ ფორმატში არ გამოსცემდეს, ელექტრონულ ფორმატში წიგნი გამოიცემა მეყსეულად – ნაბეჭდი სახით გამოცემისთანავე, ბოლო წლებია “ამაზონზე” გაყიდულმა ბუკებმა რაოდენობით დაჯაბნეს ნაბეჭდი წიგნები, იზრდება იმ მწერალთა რიცხვი, რომლებმაც ბუკებში მილიონიან ტირაჟს მიუკაკუნეს (ზოგმა კი უკვე გადააჭარბა კიდეც), რიდერების გაყიდვებმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებს გადააჭარბა (მარტო “ქინდლისტთა” რიცხვი 10 მილიონია, დაუმატეთ ამას “ქობო”, “სონი”, “ნიუქი”… etc., და მილიონობით ის ადამიანი, ვინც სპეციალიზირებული ბუკრიდერების ნაცვლად, პლანშეტებით კითხვას ამჯობინებს), რიდერები გამოიყენება სასწავლო პროცესშიც – სულ უფრო მეტი სასწავლო დაწესებულება ირჩევს ბუკრიდერსა და ელექტრონულ გამოცემებს, როგორც უფრო მოსახერხებელს მოსწავლეთა და სტუდენტებისთვის…
Read the rest of this entry
























