Author Archives:

კი. არა. კი.

კი, პოსტი იქნება.
არა, ბლოგი არ დახურულა.
კი, ბლოგერი ცოცხალია.

მადლობა, ვინც მომიკითხა. :)

პოსტი, რომელიც არ უნდა დამეწერა

 

ამიტომ, არც დამიწერია. :)

სავარდო და სამაისო

May8

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Tony Clifton-ის გესთ-პოსტი. ქვეყნდება უმნიშვნელო შემოკლებით.

სტეიკჰაუსი

- რესტორანში ბიფშტექსის შეკვეთა მინდოდა და კინაღამ ენა მოვიტეხე.
- მერედა, რას წვალობდი? ვერ შეუკვეთე ლობიო?
ხალხური სიბრძნე

კარელ ჩაპეკს თუ დავუჯერებთ, მსოფლიოში პირველი სტეიკი (Steak) პრომეთემ მოამზადა და სწორედ ამ მიზნით გამოსცინცლა ცეცხლი ღმერთებს. ალბათ, ასეც იყო, ტყუილად ხომ არ მიიჩნევდნენ რომაელები სტეიკს ღმერთების საკვებად – ქურუმები ტაძრებში შესაწირ ხორცს გრილზე წვავდნენ.

ჩვეულებრივმა მოკვდავებმა სტეიკის ჭამა შუა საუკუნეებში დაიწყეს, მაგრამ თავდაპირველად მას მხოლოდ ღარიბები მიირთმევდნენ – სტეიკისთვის ხორცს ხომ მხოლოდ დაჩაჩანაკებული, დაავადებული და სული ძლივს რომ ეჭირა ისეთი საქონლის დაკვლისას თუ გამოიმეტებდნენ. არისტოკრატები ახალგაზრდა ხბოს ხორცს ეტანებოდნენ, ასეთი ხორცისგან კი, როგორც ამბობენ, ღვთაებრივი სტეიკი არ გამოდის.

Read the rest of this entry

ღმერთი ფოტოაპარატით ხელში

Salvador Dali and Man Ray, photographed in Paris by Carl van Vechten, June 16, 19341914 წელს ახალგაზრდა მხატვარმა იმანუილ რადნიცკიმ ფოტოაპარატი შეიძინა, სურდა თავისი ნახატებისთვის ფოტოები გადაეღო. გადაუღო და ნახატებზე მეტად ფოტოები მოეწონა. ასე დაიბადა მენ რეი. ღმერთი ფოტოაპარატით ხელში.

მენ რეი (Man Ray / Emmanuel Radnitzky) ლიტველი ემიგრანტების შვილი იყო. ფილადელფიაში დაიბადა, ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, პარიზში გარდაიცვალა და მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორია შეცვალა. სწორედ მენ რეიმ აქცია ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებად. რეის ფოტოები არამხოლოდ მის თანამედროვეებს ანცვიფრებდნენ, უსაზღვრო ფანტაზია და პარადოქსალური ხედვა დღესაც კი შოკისმომგვრელია.

ამერიკა, მიუხედავად სტერეოტიპებისა, ძალიან ტრადიციული, კონსერვატორი და სიახლეებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანაა. მოდერნისტი მხატვრებით გატაცებულმა მენ რეიმ 1921 წელს პარიზს მიაშურა. დაუმეგობრდა კოქტოს, ელუარს, ბრეტონს, ჯოისს, მიროს, პიკასოს, დალის. აგრძელებდა ხატვას, გამოფენებშიც მონაწილეობდა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტ ფოტოს იღებდა. იღებდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ფოტოობიექტივი მისი მესამე თვალი იყო.

manray13_20110115_1861549294man-ray-gift-1958man-ray-untitled-rayographmed_38828540med_84216175AA57_lgAA50-lgAA1550_lg

Read the rest of this entry

გოგო, სახელად ჯენისი

ამბოხის თეორია

გოგო, სახელად ჯენისი, იმ ზაფხულს შემიყვარდა.

Janis Joplin 1არა, თავიდან, თითქოს, არც მომეწონა. ან რა მოსაწონი იყო – ნარკოტიკებს მიეძალა, სვამდა, ქუჩა-ქუჩა დაპროწიალობდა, ხან სად ეძინა და ხან – სად. მეუცხოვა მისი ჩახლეჩილი ხმა. მეუცხოვა, რომ განსხვავებული იყო. ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა. სხვის ჯიბრზე. ეუბნებოდნენ ისწავლეო – გაკვეთილებს აცდენდა. მშობლებს ეურჩებოდა. არც პოლიციის ეშინოდა. ეკლესიაშიც არ დადიოდა.

არადა, ამბობდნენ, სულ ასეთი კი არ იყოო. 14 წლამდე საკვირაო წირვას არ აცდენდა და ქოროშიც მღეროდაო ჰიმნებს. კარგად სწავლობდა და მოხუცები ქუჩაზე გადაჰყავდაო. მერე, უცებ, ტვინი გადაუტრიალდაო. ან რა აცვია, ან როგორ იქცევაო, ან უფროსებს როგორ ეპასუხებაო. სახარების ნაცვლად ქერუაქსა და გინზბერგს მიეძალა. ახტაჯანა და ბუნტისთავი გახდა. კლასელები “ღორს” უძახდნენ. ზურგს უკან. ვინც გაუბედა და პირში მიახალა, ჩამტვრეულ კბილებს დაეძებდა მერე სკოლის ეზოში.

Read the rest of this entry

სამი მუჭა ექსტაზისთვის

სამყარო ჩემს გაკიცხვას არ ლამობდა. სამყაროს არაფრად ვანაღვლებდი.
ირვინ უელში. “ექსტაზი”

NB!: პოსტი შეიცავს სფოილერს და არ შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას.

irvine-welsh_779118cროდესაც ჰალგიმურ ჰელგასონზე დავწერე, იმ დროიდან შემომენახა პოსტის იდეა ირვინ უელშზეც (Irvine Welsh). უელში შოტლანდიელი მწერალია და, როგორც მიიჩნევენ, სწორედ მისმა შემოქმედებამ მოახდინა გავლენა ჰალგიმურის “101, რეიკიავიკზე”. ჩემი გემოვნებით, ჰალგიმური სჯობს, თუმცა, უელშის დიდებამდე ჯერ ბევრი უკლია. ირვინ უელში საკულტო ფიგურად იქცა და ნამდვილი თრენდსეთერია, გზის გამკვალავი არაერთი კონტრკულტურული პოსტმოდერნისტისთვის.

ფეხბურთის, ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკის ფანები – ესენი არიან უელშის ნაწარმოების გმირები. ასეთი იყო თავად უელშიც. ახლა, როგორც თავად ამბობს, ნარკოტიკებს აღარ ეკარება, თუმცა, თემა რომ იცის, კი ჩანს. :)

სტილისტურად განსხვავებული წიგნები აქვს. მოდი, ოთხს მიმოვიხილავ მოკლედ და თავად გადაწყვეტთ, სათქვენოა თუ – არა.

წერა მისტიკური პროცესია. ყოველი წიგნი, რაც დავწერე, განსხვავებულადაა დაწერილი. ჩემთვის არ არსებობს განსაზღვრული დრო, წესი… ვერ ვიტყოდი, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვიგონებ წერის პროცესს, მაგრამ თითქმის ასეა. მიყვარს ის თავისუფლება, ცარიელი ფურცელი რომ მანიჭებს.
ირვინ უელში. საუბარი ალან ბლექთან,  3AM Magazine, თებერვალი, 2004

Read the rest of this entry

ელვარე და ცეცხლოვანი

ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.

ვინ არის? :)

არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა, Firefox-Logoამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა  დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა? :(

Firefox2Firefox3

Read the rest of this entry

ნინა, კოკო და N5

nina-simone-104ვისაც ჩემი ნაწერი მოსწონს და მკითხულობს ხოლმე, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს და, აბა, ნინა სიმოუნიც (Nina Simone/Eunice Kathleen Waymon) უნდა უყვარდეს, წესით. :) ამიტომ მასზე ახალს ვერაფერს დავწერ. ერთ-ერთი უშესანიშნავესი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალისტი, ამერიკული ჯაზის, ბლიუზისა და არენბის ლეგენდა. ნინას მუსიკალური კარიერა ზიგზაგს მიჰყვებოდა. ის ხან საარაკოდ პოპულარული იყო, ხანაც მცირე და ერთგული აუდიტორიის იმედად რჩებოდა. ხან კონცერტი კონცერტს სდევდა, ხანაც, განგებ თუ ბედის ძალით, ისვენებდა. ხან მდიდარი იყო, ხან გაკოტრების პირას იდგა. ხან თაღლითი იმპრესარიოები ძარცვავდნენ, ხან თავად მალავდა შემოსავლებს და აშშ საგადასახადო უწყებას ბარბადოსსა თუ ლიბერიაში ემალებოდა.

ეს ყველა იქეთ იყოს, სხვა ამბავზე მინდა დავწერო. თუ როგორ შეხვდნენ ნინა სიმოუნი და “კოკო შანელი” ერთმანეთს და რა გამოვიდა აქედან.

Read the rest of this entry

ესპადრილები კასტანიეთა მხარიდან

- ასეთი ფეხსაცმელი თუ გაქვთ, ოღონდ – ქუსლიანი?

- ამ ფეხსაცმელს ქუსლი არ სჭირდება.

- მე კი მჭირდება! გაუკეთეთ ქუსლი და მთელ პარტიას შევიძენ.

ქალი განცვიფრებული მისჩერებოდა. ის. მისი მამა. მისი ბაბუა ყველანი ესპადრილების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ასეთი ახირებული კლიენტი ჯერ არ ენახათ. მაგრამ ერთ დროს წარმატებული ბიზნესი სულს ღაფავდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო, სტუმარი კი მთელი პარტიის ყიდვას ჰპირდებოდა და არც ფულს უჭერდა ხელს, ჰოდა, რა გაეწყობოდა – ბაბუის სულს პატიება სთხოვა და ქუსლიანი ესპადრილების კერვა დაიწყო. ეს ამბავი გასული საუკუნის 60-იანების მიწურულს მოხდა. ქალს იზაბელ კასტანიე ერქვა, ახირებული კლიენტის სახელი კი ივ სენ ლორანი იყო.

შემდეგ რა მოხდა, იოლად მიხვდებით – ივ სენ ლორანმა ისევე გააპოდიუმა ესპადრილები, როგორც ქელვინ ქლაინმა – ჯინსები და მაღალი მოდის ნაწილად აქცია.

Read the rest of this entry

ჭამა რომ სექსი

9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე. :)

მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 210 other followers

%d bloggers like this: