რვაფეხა პოსტი

ამდენი ფეხსაცმელი რად გინდა, რვაფეხა ხარ?
ჩემი მეგობარი

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი უბედური? იმიტომ რომ ფეხშიშველა დატანტალებდა. ამიტომ, ეს პოსტი იქნება ფეხსაცმელზე.

ახალს, ალბათ, ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ერთი-ორი ისეთი მწარმოებელიც შეიძლება, ვახსენო, აქამდე რომ არ გაგეგონათ. და აქვე ვიტყვი, იმ კომპანიებს, რომელთა ძირითადი ბიზნესი ტანსაცმლის წარმოებაა და სხვა დანარჩენთან ერთად ფეხსაცმელსაც კერავენ, აქ გვერდს ავუვლი. მხოლოდ იმათზე დავწერ, ვისთვისაც ფეხსაცმელია ძირითადი ბიზნესი და ამით გაითქვა სახელი.

Kenneth Coleპირველი ჩემს სიაში არის Kenneth Cole. ქენეთ ქოლი ამერიკელი დიზაინერია, დღეს მისი მოდის სახლი აწარმოებს ტანსაცმელს, საათებს, ქამრებს, სხვა აქსესუარებს, პარფიუმს… მაგრამ ქოლმა ბიზნესი სწორედ ფეხსაცმლის შეკერვით დაიწყო (ქოლის მიერ ბიზნესის დაწყება ერთი სახალისო ისტორიაა და მასზე ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი). ეს საქმე მას გენებში აქვს – მამამისიც ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას თავკაცობდა. ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა, მოდელების და ფასების გამა ისეთია, რომ ყველა გემოვნების ადამიანი შეარჩევს სათავისოს. თუმცა, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ქენეთ ქოლის ფეხსაცმელი ჩვეულებრივზე ვიწროა ხოლმე – მისი ზომა D (რაც საშუალოს, სტანდარტს აღნიშნავს ამერიკული ფეხსაცმელების ზომის შკალაზე), ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ბევრი სხვა მწარმოებლის D.

Clarks. ბრენდი, რომელიც ძალიან მიყვარს. რომარა “ქლარქსი”, არ გვექნებოდა ისეთი არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი, როგორიც “უდაბნოს წაღაა” (Desert boot) და რომელიც ასე უყვარდა ჯორჯ ჰარისონს. “ქლარქსი” ინგლისური კომპანიაა, 1825 წლიდან კერავს ფეხსაცმელს და ამ საქმეში არაერთი კბილი აქვს მოცვლილი. მასზეც მაქვს პოსტი დაწერილი და აქ ბევრს აღარ გავაგრძელებ, შეგახსენებთ მხოლოდ, რომ “ქლარქს”-ის მაღაზია ჩვენთანაც არის, “თბილისი მოლში”.

Aldo კანადური კომპანიაა. რამდენიმე წლის წინ გადავაწყდი შემთხვევით “ამაზონზე” ვქექე, ვქექე და შევძინე ერთი ფეხსაცმელი. სასინჯად. ძალიან კარგი აღმოჩნდა. რბილია. გამძლე. მას შემდეგ “ალდო” ჩემს სიაშია და ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები, რას გვთავაზობს ახალს. ეს კომპანია კანადურია და მონრეალში მდებარეობს. 1972 წელს დააფუძნა ფრანგმა ბიზნესმენმა ალდო ბენსადუნმა. დღეს მისი ჯგუფი ფრიად პატივდებულია კვებეკში. პროვინციის სახელის მსოფლიოში გატანისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბენსადუნი კვებეკის ეროვნული ორდენის კავალერიც გახდა. მისმა სახელმა კი ჩვენამდეც ჩამოაღწია – “ალდო”-ს მაღაზია “თბილისი მოლშია”.

RockportRockport-ის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ტყავეულის მწარმოებლებზე ვკითხულობდი რაღაც მასალას. “როქფორთი” საგანგებო ყურადღებას აქცევდა, თურმე, ტყავის ფეხსაცმლის წარმოებას და ტყავეულის დამუშავებისა და დარბილების თავისი მეთოდიც შეუმუშავებია… ეს ამერიკული კომპანია 1971 წელს დააფუძნეს მამა-შვილმა საულ და ბრიუს კაცებმა (გვარია ეგეთი – კაცი Smile).  როგორც აღვნიშნე, მათი სპეციალიზაცია ტყავის ფეხსაცმელი ყოფილა, თუმცა, დღეს ტილოს ფეხსაცმელსაც კერავენ. ნამდვილად ძალიან რბილი და კარგი ფეხსაცმელი აქვთ. ერთ-ერთი ფავორიტია ჩემს სიაში. კომპანია “როქფორთი” დღეს “ადიდასის” მფლობელობაშია.

Florsheim ამერიკული ფეხსაცმლის მწარმოებელია მდიდარი ისტორიითა და ტრადიციებით. 1892 წელს დაარსა მილთონ ფლორშაიმმა, რომელიც ფეხსაცმელების მკერავი იყო და მამამისთან არტელში მუშაობდა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც კომპანია არსებობს, ბევრი რამ გადახდენია თავს – კარგი წლებიც ახსოვს და ცუდიც, გაკოტრდა კიდეც და ფერფლიდანაც აღდგა. 2002 წელს გაკოტრების პირას მყოფი კომპანია ფლორშაიმის ოჯახის ჩამომავლებმა იმჟამინდელი მფლობელისგან გამოისყიდეს და მას შემდეგ კვლავ ოჯახის მფლობელობაშია, მუშაობას აგრძელებს და არცთუ ურიგო ფეხსაცმელსაც კერავს. “ფლორშაიმის” ფეხსაცმელში ცეკვავდა, მღეროდა და სულაც არ ხუმრობდა მაიქლ ჯექსონი. კომფორტული სატარებელი რომ არ იყოს, არც ჩაიცვამდა. ალბათ, საფლავშიც ჩააყოლეს, ისე უყვარდა ცხონებულს.

ფეხსაცმელი, რომელსაც “გემბანისას” (Boat shoes) უწოდებენ და რომლის დიზაინიც 1935 წელს ფოლ სფერიმ შექმნა, ამერიკული კლასიკაა. ეს ფოლ სფერი ცნობილი მწერლის არმსთრონგ სფერის ძმა იყო. ქუჩაში რომ დაინახავდნენ ასე ამბობდნენ, ეს ის არაა, ჩვენი არმსთრონგის ძმაო? ჰოდა, მობეზრდა ძმის ჩრდილში ყოფნა და წერა მაგას არ ეხერხებოდა და, ადგა ერთ მშვენიერ დღეს და ფეხსაცმელი მოიგონა. “გემბანის ფეხსაცმელი” ისეთივე მასთჰევია დღეს, რაც “უდაბნოს წაღა”. ყველას მოეპოვება, თითქმის. ერთი ცალი მაინც. ამერიკელი სტუდენტი თუ ხარ და “გემბანის ფეხსაცმელი” არ გაქვს, შეიძლება კოლეჯშიც არ შეგიშვან, ასეა ეს საქმე დაყენებული. Sperry Top-Sider დღესაც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე, მხოლოდ ეგაა, Wolverine World Wide ჯგუფის მფლობელობაშია. ეს WWW ფეხსაცმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და Sperry Top-Sider-ის გარდა, არაერთ სხვა ბრენდს ფლობს. ამ პოსტში კიდევ იქნება მათი ხსენება.

კედები არ მიყვარს, თუმცა კომპანია Keds-ის ფეხსაცმელი მაქვს. Keds ესპადრელები.  ვისაც კედები გიყვართ, ცხადია ქედისკედი უნდა გქონდეთ. აბა სხვა ვისი?  “ქედმა” კედი 1960 წელს გამოიგონა და წარმოებაც დაიწყო. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ფეხსაცმელია მსოფლიოში. ნამდვილი სელებრითია – გადაღებულია ჰოლივუდის უამრავ ფილმში და არაერთ ვარსკვლავს აცვია. თავად კომპანიის ისტორია 1916 წლიდან იწყება. სანამ “ქედი” კედებს მოიგონებდა, მანამ რეზინის ძირი მოიგონა –  “ქედამდე” არვის მოსდიოდა თავში რეზინის ძირიანი ფეხსაცმლის შეკერვა. მოკლედ, რაღა გავაგრძელო და, ფრიად წარმატებული კომპანიაა და მშვენიერ ფეხსაცმელსაც აწარმოებს. ახლა ზემოხსენებული WWW-ს ჯგუფში შედის.

სპორტული ფეხსაცმელების დიდი ოთხეული ყველამ იცის: “ნაიქი”, “ადიდასი”, “პუმა” და  New Balance.  როდესაც უილიამ რაილი ფეხსაცმლის წარმოებას იწყებდა 1906 წელს, მისი მიზანი იყო შეექმნა ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი, რაც არსებობს. და მან ეს შეძლო. თუ თქვენ “ნიუ ბალანსი” გაცვიათ, დამეთანხმებით. თქვენ თუ არა, თქვენი ტერფები დამეთანხმება. ამ კომპანიის ისტორია ცალკე პოსტში აღვწერე და აქ არ გავაგრძელებ.  შეგახსენებთ, მხოლოდ, რომ “ნიუ ბალანსის” დისტრიბუტორი ჩვენთან “სპორტის სამყაროა” და ვაჟა-ფშაველას დასაწყისში ამ ბრენდის სპეციალიზირებული მაღაზიაც არის.

გაგიკვირდებათ (არც თავად მჯეროდა) მაგრამ არსებულა სპორტული ფეხსაცმელი, არანაკლებ კომფორტული, ვიდრე “ნიუ ბალანსია”. ესაა Innov-8. კომპანია მთაში მორბენალთა ასოციაციის სპონსორია უკვე მრავალი წელია და სპორტის ამ სახეობით გატაცებულთა პატივისცემით სარგებლობს – ამით ყველაფერია ნათქვამი. მე მთაში არ დავრბივარ არც ღობე-ყორეს ვედები, მაგრამ ფეხით სეირნობა მიყვარს, სარბენ ბილიკზეც დავრბივარ და ვვარჯიშობ კიდეც. ხანდახან. Smile ჰოდა, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი, რაც მინახავს არის “ინოვეითი”. ისა მწყინს, მხოლოდ, რომ აქამდე არ გამეგონა და სულ ახლახანს აღმოვაჩინე 6PM-ის სარეკლამო მეილის დახმარებით. გამოვიწერე და არაჩვეულებრივია. 6PM, მოგეხსენებათ, Zappos-ის ნაწილია და Zappos კი Amazon-ის, ამიტომ ამაზონი გავლინკე.

Inov-8მინდა, “ინოვეითზე” კიდევ დავწერო ცოტა. კომპანია ინგლისურია. 2003 წელს დააფუძნეს. მათი პირველივე სპორტული ფეხსაცმელი Runner’s World magazine-ის წლის რჩეული გახდა. “ინოვეითი” სულმუდამ ტექნოლოგიურ ძიებაშია. ცდილობს მისი ფეხსაცმელი იყოს ყველაზე მჩატე, ყველაზე გამძლე, ყველაზე რბილი, ყველაზე საუკეთესო მოჭიდებით, რაც არსებობს. ბევრ პროფესიონალ სპორტსმენს აცვია და სხვადასხვა შეჯიბრებაზე მედლებიც მოუგია “ინოვეითში”. მაგრამ მხოლოდ პროფესიონალთათვის როდი გამოდგება (რომელი პროფესიონალი სპორტსმენი მე ვარ) – დარბიხართ? – “ინოვეითი”. კლდეზე ცოცავთ? – “ინოვეითი”. ქალაქში ბოდიალი გიყვართ? – “ინოვეითი”. ბუნებაში გასვლა? – “ინოვეითი”. ჰანტელები, გირები, ტრენაჟორები? ფიტნესი? – “ინოვეითი”. “ინოვეითი”. “ინოვეითი” – მეთქი!

როდესაც “ინოვეითი”-ს ფეხსაცმელს შეიძენთ, კომპანიის საიტზე შეგიძლიათ, დაარეგისტრიროთ და საგარანტიო სერტიფიკატს მიიღებთ. Smile ასეთი რამ მხოლოდ ტექნიკის ყიდვისას გამეგონა, აქამდე. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ფეხსაცმლის საგარანტიო გარბენი 600 მილია. Smile ეს 950’000 მეტრს აღემატება.

“ინოვეითის” ფეხსაცმლის ერთ-ერთი პლიუსი ისიცაა, რომ იოლად ირეცხება და წამებში შრება. Smile და არც ფორმას კარგავს, არც ფერს. საკუთრი გამოცდილებით ვამბობ. ფეხსაცმელი მჩატეა და ვიწრო და ისე ეკვრის ფეხს, გეგონება, ფეხშიშველა ვარო. Smile მაგრამ ამასთან იმდენად რბილია, რომ საერთოდ არ გაწუხებს.

2014 წელს “ინოვეითი” ერთადერთი კომპანია გახდა მსოფლიოში, რომელმაც უპრესტიჟულეს ISPO-ს გამოფენაზე (Internationale Fachmesse für Sportartikel und Sportmode – სპორტული საქონლისა და მოდის საერთაშორისო გამოფენა) გაიმარჯვა სამივე ნომინაციაში – ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები.

მოკლედ, ამ ფეხსაცმელს წრფელი სინდისით გირჩევთ ყველას და, აგერ, მათ გვერდსაც გადახედეთ Innov-8.com.

***

მართალია, ზამთარი უკვე გადავაგორეთ, მაგრამ ორ სიტყვას ბათინკებზეც დავწერ.

Weinbrenner ძველი კომპანიაა. 1892 წლიდან არსებობს. აშშ-ს არმიას ამარაგებდა სამხედრო ბათინკებითა და ჩექმებით ჯერკიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს (თუმცა, ამ ომში აშშ არ მონაწილეობდა, ასე მახსოვს, მაგრამ ბათინკი მაინც დასჭირდებოდათ). Smile ბათინკებს აწარმოებს Thorogood-ის ბრენდის ქვეშ. Thorogood-ის ბათინკებში ნახავთ სამხედროებსაც, მეტყევეებსაც, მეთევზეებსაც… თბილია, წყალს არ ატარებს, მაღალ ძირებზეა, არ სრიალებს… მოკლედ კარგი რამეა. კოლექციის ნაწილს დღემდე აშშ-ში აწარმოებენ.

Timberland ბათინკების ცნობილი ამერიკელი მწარმოებელია, ამჟამად მრავალბრენდული ჯგუფის, VF Corporation-ის მფლობელობაშია. ძალიან ხარისხიანი ფეხსაცმელი აქვს. ტყავეულს, რომელსაც იყენებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მხოლოდ გამოცდილი მწარმოებლებისგან იძენს. კომპანია 1952 წლიდან მუშაობს ბაზარზე და, სხვა რა ვთქვა, ძალიან სანდო და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ცუდი სიტყვა მათზე როგორ დამცდება, მაგრამ…

არის ECCO! “ეკოს” რომ იყიდი ერთხელ, შემდეგ სხვა ბათინკისკენ აღარც გაიხედები. “ეკო” არის ბათინკების მეფე. ასეთი კომფორტული, ასეთი მოხდენილი, ასეთი კარგი ბათინკი ცხოვრებაში არ მინახავს. როცა ცივა – თბილია, როცა თბილა – გრილია. მოკლედ, “ეკო” არის საოცრება. და სანტა კლაუსს “ეკოს” ბათინკი აცვია, დარწმუნებული ვარ. Smile კომპანია დანიურია და 1963 წელს დააფუძნა კარლ ტუსბუიმ. “ფეხი ფეხსაცმელს არ უნდა მიათრევდესო” – ამბობდა ტუსბუი. მართლაც, ეკოს ბათინკი ისეა ტერფზე მომჯდარი, თითქოს თქვენთან ერთად დაიბადა. ჩაიცვი და დაივიწყე. Smile “ეკო”, ცხადია, ცალკე პოსტს იმსახურებს და რახანია მინდა დავწერო… ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კომპანია დღემდე ოჯახის მფლობელობაშია – ამჟამად ბიზნესს კარლის ქალიშვილი, ჰანი უძღვება.Nautica

ბონუსად

კი ვთქვი, იმ კომპანიებს, რომელთა ძირითადი ბიზნესი ტანსაცმლის წარმოებაა და სხვა დანარჩენთან ერთად ფეხსაცმელსაც კერავენ, აქ გვერდს ავუვლი-მეთქი, მაგრამ Nautica-ს ფეხსაცმელი იმდენად რბილია, იმდენად კომფორტულია, იმდენად მჩატეა და გემრიელი სატარებელია, რომ სინდისი შემაწუხებს, არ ვახსენო. ეს ახალგაზრდა კომპანიაა, 1983 წელს ნიუ იორქში დააფუძნა ბიზნესმენმა და დიზაინერმა დეივიდ ჩუმ. სპორტული და უიქ-ენდის ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდია, მიახლოებით Polo Sport და Lacoste Sport მსგავსი კოლექციები აქვს, თუმცა გაცილებით იაფია. ხარისხი კი – ძალიან კარგი. ფეხსაცმლის არჩევანი დიდი არ აქვს, მაგრამ კომპანიას, “ნაუტიკა” რომ ჰქვია და იალქანგაშლილი ნავი აქვს ლოგოდ, “ბოუთშუზი”არ ჰქონდეს, საკვირველი იქნებოდა. აქვს კიდეც და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ შევიძინე. ამჟამად “ნაუტიკაც” VF Corporation-ის მფლობელობაშია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ეს ბოლო პოსტია და ბლოგზე ხანგრძლივვადიანი შესვენება ცხადდება.

იმედი მაქვს, გამოსადგომი პოსტი გამომივიდა.

About these ads

30 thoughts on “რვაფეხა პოსტი

  1. ქლარქსა და ნიუ ბალანსზე აბსოლუტურად გეთანხმები – უაღრესად კომფორტულია ერთიცა და მეორეც (ქალის მოდელებზე მე ვაგებ პასუხს :) ).
    ბევრი ჩემთვის უცნობი ბრენდი იყო – გავეცნობი თანდათან.

    Like

    • კი არაჩვეულებრივია ნიუბალანსები, მაგრამ ინოვეითი არანაკლები აღმოჩნდა.

      Like

  2. ეს “ინოვეითი” პირველად გავიგე.
    კარგები ჩანს. მოვძებნო უნდა მაღაზიებში თუ არის.

    მაგრამ 600 მილი არც ისე ბევრია :) დღეში უნდა ირბინო სადღაც 3-4 კმ.
    1 წელი გამოვა მაქსიმუმ.

    Like

    • ის ანეკდოტი იცი:
      ლანჩხუთის ბაზარი.
      – აგი გოჭი 25 კაცს ჩამოუარს?
      – ცოცხალს თუ ოუშვებ, 250-აც ჩამოუარს.

      დარბაზში თუ ირბენ – 6000 მილსაც გაქაჩავს :)

      Like

  3. ამდენი ფეხსაცმელი რად გინდა, რვაფეხა ხარ?

    ეს ვინ გითხრა? :)))

    Like

      • მე რომ არ მითქვამს ვიცი და ვინც გეტყოდა მაგასაც ვხვდები ;)

        მე ვარ ადიდასის ერთგული. დიზაინიც, კომფორტიც, მრავალფეროვანი არჩევანიც მაკმაყოფილებს.
        ეკოს ბათინკზე გეთანხმები, რომ საუკეთესოა.

        Like

  4. აშშ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ატლანტის მოკავშირე იყო. :)

    პოსტი გამოსადგომი იყო, მაგრამ “ხანგრძლივვადიანი შესვენება” რამდენია? :(

    Like

    • “ხანგრძლივვადიანი შესვენება” რამდენია?

      სექტემბრამდე სავარაუდოდ. ან მეტი.

      აშშ-ზე ჩავასწორებ. :) არ ეწყინოთ.

      Like

      • ანტანტა უნდა დამეწერა :) მეც კარგად ვარ :))))

        სექტემბრამდე ან მეტი რამხელა შესვენებაა :/

        Like

  5. inov8 სადმე მაღაზიაში რომ იყოს, სადმე ხომ არ იცი? რაც გიწერია, დამაინტერესა ძაან, მაგრამ თუ არ მოვირგე ეგრე ვერ გავრისკავ ყიდვას.

    Like

    • მე რაც აქ მაღაზიაშია იმასაც ვიწერ ხშირად და რა გითხრა აბა… :)
      არ მგონია იყიდებოდეს.

      Like

  6. “სარბენ ბილიკზეც დავრბივარ და ვვარჯიშობ კიდეც. ხანდახან”

    რომელ დარბაზში თუ საიდუმლო არაა?

    Like

      • მე 71 დავდივარ არ გინდა აქ იარო?
        მართლა საუკეთესოა. სავარჯიშო დარბაზია, ყველანაერი ტრენაჟორია, აუზიცაა, კიდე მასაჟია, სპა და სოლარიუმი :)
        ასაცოცებელი კედელიცაა.

        Like

    • აფრები რაა? :))

      ვაჟაზე ერთი ვიცი მე კავკასუსის ოფისი როა მანდ. პაპაშვილმა გააკეთა, მგონი. მაგაზე ამბობ?
      გარედან ლამაზი კია, შემიმჩნევია.

      ახლა ჯერ მაინც ვისვენებ და მერე ვნახავ. მარა ასპრია მაწყობს ბევრად. ეგ ძაან პერო რამეა რასაც ყვები. და ალბათ მაგარი პერო სასტავიც ივლის :) მე მაგდენს ვერ გავქაჩავ.

      შენ რა კედლებზე დაცოცავ?
      ობობა როა იცი? ფრანგი მცოცავი. რა გვარია არ მახსოვს. მაგარი ტიპი როა ძაან. :)
      აი ინოვეითებში დაცოცავს ეგ :)

      Like

      • კავკასუსის ოფისიც მაქვეა კი. ეგ შენობაა.
        უკან კორპუსებს ქვია აფრები :) ეგეთი ფორმა აქვს და ასე ეძახიანო.

        ფიტნესზე დავდივარ მანდ და აუზზე. უმაგრესი კლუბია. ყველანაირი ხალხი დადის. მე აბა პერო-გოგო ვარ? :)
        კარგი კლუბია მართლა გეუბნები. მომსახურებაც საუკეთესოა.

        Like

      • რავი, დავგუგლე და ძაან ძვირია რა.
        არ ვიცი მანდ რა ხდება, მაგრამ არანორმალური ფასია :)

        Like

  7. ბატინკების სიას დავამატებდი Keen. ამერიკული ბრენდია მე მაქვს მაგათი ბატინკი და რამდენიმე წელია მაცვია, თან ლაშქრობებშიც ვყოფილვარ მაგ ბატინკით. წყალს არ ატარებს და ფეხს არ ტკენს. თბილია. http://www.keenfootwear.com/us/en/

    Like

  8. ქლარქსი მართლა ძალიან კარგია, ოღონდ მამაკაცების ხაზი. დედაკაცების ხაზგასმით არ მომწონს, ეგენი რომ ჩავიცვა მაშინვე კაცად გარდავიქმნები, თუმცა ხარისხი არქვს არაჩვეულებრივი.
    დანარჩენების აზრზე არ ვარ, მე ბოტასებს და კედებს არ ვხმარობ, ასე რომ ნაკლებად ვერკვევი მაგათ ხარისხებში.
    ისე რა ამბავია ამხელა პოსტი? გრძელი იყო, მაგრამ მაინც კი შემომეკითხა ბოლომდე :)

    Like

  9. ყველა მომეწონა, რაც ფოტოებზეა:) მამაკაცების ბრენდებში ვერ ვერკვევი და ბოტასები არ მიყვარს, მაგრამ კარგი ინფორმაციული პოსტია

    Like

    • მადლობა კომპლიმენტისთვის. :) რაც ფოტოებზე არაა ისინიც არანაკლებია. ამასობაში კიდევ ერთი წყვილი დავიმატე. :))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s