სექსი, ნარკოტიკი და გადასახადები

ამბოხის თეორია

რაღაც ყარს დანიის სამეფოში! და ეს რაღაც არის ხელისუფლება.
მოუნს გლისტროპი

Spies & Glistrupსიმონი – ექსცენტრიკული, სკანდალისტი მილიარდერი, თეთრ წვერში წელამდე, აფრქვევს მედიტაციურ “სიბრძნეებს”, მართავს ერთდროული სექსის სეანსებს პრესის თანდასწრებით, ერთი ნარკოტიკიდან გადადის მეორეზე, სვამს უზომოდ, დარბის ქუჩებში შარვალჩახდილი. მოუნსი – უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, მრავალშვილიანი მამა, ერთგული მეუღლე. სიმონი და მოუნსი. ორი განსხვავებული ადამიანი, რომელსაც აერთიანებდა ორი რამ -  უყვარდათ მაგიდის ჩოგბურთი და არ უყვარდათ გადასახადები.

სიმონ სპისისა (Simon Spies) და მოუნს გლისტროპის (Mogens Glistrup) ისტორია მშობლიური დანიის ფარგლებს გაცდა 2013 წელს, როდესაც კრისტოფერ ბუს მიერ მათ შესახებ გადაღებული ფილმი (Spies & Glistrup / Sex, Drugs & Taxation) ეკრანებზე გამოვიდა.

ფილმი, როგორც ტიტრებიდან ვიგებთ, მოგვითხრობს ნამდვილ და გამოგონილ ამბებს. არ ვიცი, რა არის გამოგონილი, ნამდვილი ამბავი კი ისაა, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში დანიელმა ბიზნესმენმა სიმონ სპისმა, რომელმაც ფული მაიორკაზე იაფი სამოგზაურო ტურების მოწყობით დააგროვა, განიზრახა ერთი დანიური ავიაკომპანიის შეძენა. კომპანიის მფლობელებს ბიზნესის გაყიდვა არ სურდათ. სპისმა დასახმარებლად იურისტ მოუნს გლისტროპს მიმართა. გლისტროპმა ავიაკომპანიის ბიზნესში სუსტი წერტილები აღმოაჩინა. სიმონმა იერიში მიიტანა და ნადავლი ხელთ იგდო. საკუთარი ავიაკომპანიით სპისის ტურისტული სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად იქცა სკანდინავიაში. სპისს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა – მნიშვნელობა არ აქვს კარგს ლაპარაკობენ შენზე თუ ცუდს, მთავარია არ დაგივიწყონ. მისი მრავალრიცხოვანი ორგიები უხვადაა ფილმში ნაჩვენები და სინამდვილეს შეეფერება. იმდროინდელი დანიური პრესა აჭრელებული იყო სპისის ფოტოებით. ის ხან ბერს ჰგავდა, ხან – სატირს. ხან სულიერ ჭვრეტაზე საუბრობდა, ხან ჯგუფური სექსის მედია-სესიებს აწყობდა. მსოფლიოს ბევრი ექსცენტრიკული მილიარდერი ახსოვს, მაგრამ სიმონ სპისი მათ შორისაც კი გამოირჩეოდა.Simon Spies and Mogens Glistrup

მოუნს გლისტროპი სხვა კაცი იყო. ბედნიერად გრძნობდა თავს მეუღლესთან, არ უყვარდა სკანდალები და ორგიები. ჰქონდა მტკიცე პრინციპები და, სპისის მედიტაციური შოუებისგან განსხვავებით, მართლაც ჰქონდა თავისი ფილოსოფია. ეს ფილოსოფია ემყარებოდა რწმენას, რომ სახელმწიფო საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და არა – პირიქით. გაბერილი ბიუროკრატული აპარატი, მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, განყოფილების უფროსები… ესენი იყვნენ მეხუთე ბორბალი დანიური ველოსიპედისთვის (გლისტროპი უფრო მკვახე და უცენზურო გამონათქვამებსაც იყენებდა, მაგრამ არ დავწერ. მკითხველის ფანტაზიას ვენდობი). ბიუროკრატია იმდენად გასივდა, გაზულუქდა, გათავხედდა, რომ ქვეყანის სამსახურიდან ქვეყნის გამოხვრაზე გადავიდა – რაც მეტია ჩინოვნიკი, მით მეტია გადასახადი. რაც მეტია გადასახადი, მით მრავლდება ჩინოვნიკთა კასტა. თუ არ იქნება გადასახადები, არ იქნებიან არც ჩინოვნიკები, ამიტომ გადასახადის გადახდა არის ამორალური. ასე ფიქრობდა მოუნს გლისტროპი და ჯვაროსნული ომი გამოუცხადა სახელმწიფო აპარატს. დაარტყა იქ, სადაც სუსტი წერტილი ეგულებოდა. გლისტროპის იურიდიული სამსახური ეძებდა საგადასახადო ხვრელებს და ეხმარებოდა კლიენტებს ნაკლები გადასახადის გადახდაში. გლისტროპის ფილოსოფია ძალიან ახლოს დგას თანამედროვე ლიბერტარიანიზმთან. პატარა მთავრობა. მცირე გადასახადები. მინიმალური რეგულაცია და მდიდარი ქვეყანა. ჩემი იდეალია სახელმწიფო, სადაც მთელი ცხოვრება ისე გადის, რომ ადამიანი ერთხელაც არ შეეფეთება სახელმწიფო მმართველობის ორგანოსო – ამბობდა გლისტროპი. 1971 წელს მან ტელევიზიით საკუთარი საგადასახადო დეკლარაცია აჩვენა, სადაც გადახდილი გადასახადის გრაფაში ამაყად იწონებდა თავს ციფრი ნული.

და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო… დანიის მთავრობამ ურჩი იურისტი ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა. დაიწყეს მისი კომპანიის ფინანსური შემოწმება და გადამოწმება. დევნა-თვალთვალი-მიყურადება. ყველას, ვისაც კი გლისტროპთან ჰქონდა საქმე, ასევე ეწვია საგადასახადო. ამასთან, Pilou Asbaek and Nicolas Broფინანსთა სამინისტრომ ჯერკიდევ გამოუძიებელი საქმიდან ათასგვარი ჭორ-მართალი და მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია გლისტროპზე პრესას გადასცა. ფარულად და ანონიმურად. ამ გზით ცდილობდნენ მოუნს გლისტროპის კლიენტების დაფრთხობას, რომ იურისტი შემოსავლის გარეშე დარჩენილიყო (მათ შორის ვინც შანტაჟს დაჰყვა და მეგობარს უგანა, სიმონ სპისიც აღმოჩნდა). ამავე დროს გლისტროპის მოღვაწეობამ  დანიის ხელისუფლება აიძულა, ქვეყნის კანონმდებლობა კარგად შეესწავლა, მიეგნო იქ არსებული ხვრელებისთვის და თავადვე ამოეგმანა. ამასობაში გლისტროპმა პროგრესის პარტია შექმნა და 1973 წლის არჩევნებზე მეორე შედეგს მიაღწია. ბევრი ინიციატივა, რაც მისმა პოლიტიკურმა ძალამ წამოსწია, მართლაც პროგრესული და ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, ჩემი აზრით, რასაკვირველია (იგივე სახელმწიფო ხარჯების შემცირება, ბიუროკრატული აპარატის შეკვეცა, ათასგვარი მაკონტროლებლის გაუქმება, დერეგულაცია, მეწარმეობის გათავისუფლება, გადასახადების შემცირება, მათ შორის საშემოსავლოს გაუქმება), მაგრამ სხვა პარტიებმა პროგრესის პარტიასთან კოალიციის შეკვრაზე უარი თქვეს და თითქმის ყველა ინიციატივა ინიციატივადვე დარჩა. გლისტროპი 10 წლის განმავლობაში აგრძელებდა პოლიტიკურ ბრძოლას, სანამ ფინანსთა სამინისტრომ ბოლოს და ბოლოს თავიდან არ მოიშორა (დროებით) და 1983-ში 3 წლით ციხეში არ გაამწესა გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის… 3 წელი არც არაფერია და გლისტროპისნაირ ადამიანს რას დააკლებდა – ის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნდა და 1987 წელს კვლავ აირჩიეს პარლამენტში. დანარჩენს – ფილმში ნახავთ. ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით ახლა, ისედაც ბევრი დავასფოილერე.

მხოლოდ ერთს ვიტყვი ბოლოს – მოუნს გლისტროპისნაირ ადამიანებს პატივს ვცემ, რომარა ერთი – ის ეკონომიკურ ლიბერალიზმს უკიდურეს ქსენოფობიასა და ისლამოფობიასთან აზავებდა, ეს კი პირადად ჩემთვის შეუთავსებელი რამეა. ზოგადად ფობია და ლიბერალიზმია შეუთავსებელი. ამიტომ მოუნს გლისტროპი მთლად დადებით გმირად არ მესახება, მაგრამ მის შეხედულებებს ეკონომიკურ მოწყობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მეტწილად ვიზიარებ.

თუმცა, ეს სულ სხვა პოსტის და სულ სხვა ბლოგის თემაა.

ნახეთ ფილმი!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Spies & Glistrup (დუბლირებულია რუსულად)

About these ads

21 thoughts on “სექსი, ნარკოტიკი და გადასახადები

  1. საინტერესო ფილმი ჩანს, ვნახავ, მადლობა.

    ლიბერტარიანელი ხარ? :) რატომღაც მემარცხენე მეგონე, რახან მეამბოხეები მოგწონს.

    Like

    • არამემარცხენე მეამბოხეები მომწონს ;)
      მარა ეგ შორს წაგვიყვანს.

      ფილმი მართლა კარგია. მსახიობებიც, რეჟისურაც. იუმორითაც არის შეზავებული.
      კარგი ფილმია, მოკლედ.

      Like

  2. დავინტრიგდი. რაღაც ძალიან კარგი ფილმი ჩანს. არადა სად ვუყურო, სამსახურში საიტები დამიბლოკა ჩვენი ეროვნული გადასახადების უსტაბაშმა და სახლში კიდევ გაქანებული 20-ე საუკუნის დასაწყისი მაქვს :(
    რაღაცას მოვახერხებ..
    ისე, ორივე ძალიან საინტერესო ტიპაჟია :) რომელი უფრო ვერ ვხვდები. ზოგადად ჭკვიანი ადამიანი რომ ცოტა ექსცენტრული და მეამბოხეა,თან იუმორი, ფული და სიმამაცეც მოყვება, გასართობი მზადაა. ხალხი ხომ გიჟდება ასეთი ტიპაჟების ცხოვრების თვალთვალით. მეც მათ შორის.
    უნდა ვნახო.

    Like

    • ჩემთვის გლისტროპია მანდ მთავარი… თუმცა ზოგადად სპისი უფრო გაპიარებულია. :)
      სპისი კლოუნი იყო და გლისტროპმა მართლა მოახერხა რაღაცეების შეცვლა.

      Like

  3. ვითომ არ იცი რასაც ვიტყვი :/ მარა ახლა ცალკე მაინც იხსნება დიდად. ეგ როგორ მოგივიდა არ ვიცი..
    მაგრამ ამჯერად ბლოგის თემა უფრო მაღელვებს :(
    ასე მგონია მოგზაურობიდან დავბრუნდი და სახლი შეცვლილი დამხვდა, ავეჯი გადალაგებული, ახალი აქსესუარები… დისკომფორტი მაქვს და რა ვქნა არ ვიცი.

    Like

  4. სათაური რომ წავიკითხე, მეგონა ტრიერ-სკარსგარდებზე წერდი :D

    Like

  5. ჩემი იდეალია სახელმწიფო, სადაც მთელი ცხოვრება ისე გადის, რომ ადამიანი ერთხელაც არ შეეფეთება სახელმწიფო მმართველობის ორგანოსო – გადასარევად ჟღერს <3

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s