Stylish Blog

მომავალი ჩვენია

5 Comments

ჯერ მოუსმინეთ.

Tomorrow Belongs to Me (“მომავალი – ჩემია”) ესაა სიმღერა მუსიკალური სპექტაკლიდან “კაბარე”, რომლის პრემიერაც ბროდვეიზე 1966 წელს გაიმართა, მოგვიანებით კი წარმატებით გადაინაცვლა ეკრანზე, როდესაც 1972 წელს მიუზიკლი ბობ ფოსმა გააფილმა.

კომპოზიცია იმდენად კარგადაა სტილიზებული და მიმგვანებული მეორე მსოფლიო ომის წინარე პერიოდის პოპულარულ გერმანულ პატრიოტულ სიმღერებს, რომ ნეო-ნაცისტური და რასისტული დაჯგუფებების არაოფიციალურ ჰიმნადაც იქცა. პირველი, ვინც აიტაცა იყო ინგლისური “ეროვნული ფრონტის” წევრი, და როკ-ჯგუფ Skrewdriver-ის ლიდერი იენ სთუართ დონალდსონი, მაგრამ გამორჩეულად ლამაზი მაინც ე.წ. “თეთრების როკის” შვედი დედოფლის, მომღერალ საგას ვერსიაა.

  • სხვათა შორის, სწორედ საგას ტექსტებს ციტირებდა ბრეივიკი მის “მანიფესტში”, რამაც თავად მუსიკოსი შეაძრწუნა – საჯაროდ გაემიჯნა ნორვეგიელ ტერორისტს, მის ნამოქმედარს კი “ახალი დროის ყველაზე საზარელი დანაშაულებრივი აქტი” უწოდა.

როკ-მოძრაობაში “თეთრების უფლება” (White Power Rock) ბევრი მუსიკოსია. ნაცისტური, რასისტული, ჰომოფობიითა და ანტისემიტიზმით გაჟღენთილი იდეები მაღალ ინტელექტზე ვერ მიუთითებს, მაგრამ მუსიკალური ნიჭის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან.

მუსიკოსებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მათ მსმენელთაგან ბევრმა, ვინც Tomorrow Belongs to Me-ს ხმას აყოლებს და ნაცისტური მისალმებისკენ გაურბის ხელი, ალბათ, არც იცის, რომ სიმღერის ავტორია დუეტი Kander and Ebb – კომპოზიტორი ჯონ ქანდერი და პოეტი ფრედ ები. წარმოშობით ებრაელები, სექსუალური ორიენტაციით კი – ჰომოსექსუალები (ები გარდაცვლილია, მისი მეწყვილე კი კვლავ აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას).

“კაბარეს” გვიანდელ, 1993 წლის ლონდონურ დადგმაში, რომლის რეჟისორიც სემ მენდესია, სიმღერა Tomorrow Belongs to Me გრამფირფიტიდან ისმის, ფირსაკრავი კი ემსის გამოაქვს სცენაზე (ვისაც ფილმი “კაბარე” გინახავთ, ეს პერსონაჟი გემახსოვრებათ – ემსის როლში იქ ჯოელ გრეია, ლაიზა მინელის მეწყვილე). სპექტაკლის დასასრულს ემსი ტყავის ლაბადაშია გამოწყობილი, ისეთში, გესტაფოელებს რომ მოსწონდათ, ბოლოს კი საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღის სამოსში რჩება ორი სამკერდე ნიშნით – ყვითელი დავითის ვარსკვლავითა და ვარდისფერით, რაც მის ეროვნებასა და სექსუალურ ორიენტაციაზე მიანიშნებს. ეს სცენა კლიპში 8:25-იდანაა.

არ ვიცი, რა უფრო უცნაურია: ის, რომ სიმღერა ანტინაცისტური, ანტოჰომოფობიური ფილმიდან ნეო-ნაცისტების ჰიმნად იქცა თუ ის, რომ ნეონაცისტები ორი ჰომოსექსუალი ებრაელის მიერ დაწერილ სიმღერაზე აფანატებენ?

ან, ეგებ, არც არაფერია აქ საუცნაურო.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

Author: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes.

5 thoughts on “მომავალი ჩვენია

  1. ბოლოში ზიგ ჰაილს ყვირიან???

    Like

  2. ჩემდა სამარცხვინოდ, კაბარე ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი და თითქმის არ მახსოვს. :(
    უნდა ვნახო კიდევ ერთხელ.

    Like

  3. ორი დღის წინ ვუყურე “კაბარეს”. ;) ნამდვილად შედევრია. საუნდტრეკებიც არაჩვეულებრივია და მსახიობებიც გენიალური, განსაკუთრებით გრეი.

    სიმღერის ვარიანტებს შორის ყველაზე მეტად მე “კაბარეს” ვერსია მომწონს. საერთოდაც მეგონა, რომ რომელიმე ნაცისტური სიმღერა იყო გადაკეთებული.

    Like

    • ორიგინალი ვერსია ჯობია, მაგრამ საგას შესრულება ჯობია სხვებს, რაც მოვუსმინე. ამას ვგულისხმობდი.
      ხოგადად, კარგი ხმა აქვს საგას და ბალადები ძალიან კარგი გამოსდის. მაგ კლიპში არ ისმის კარგად – საკონცერტო ლაივია ვიღაცის ჩაწერილი დარბაზიდან. მაგიტომ დავდე აქ, რომ ატმოსფერო ჩანს.
      სტუდიური ვერსიებიც დევს იუთუბზე და იქ სხვა პონტია.

      ამ სიმღერის ისტორია, სწორედ საგას გამოა რომ ვიცი. :) სულ არ ვიცოდი მაშინ ნეონაცისტი იყო თუ ვინ იყო, აღმოვაჩინე, როგორც შვედი მომღერალი და მერე გავარკვიე რამე-რუმეები. ბოლოს ამ სიმღერამდეც მივედი.
      და ბოლოს პოსტიც დავწერე. :)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 387 other followers