Stylish Blog

კოსტიუმი? So sexy!

14 Comments

ოსქარ უაილდი ამბობდა, რომ ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია… იყო დრო, მამაკაცს ეცვა ან კლასიკურად ან ჩამოძენძილი დაძრწოდა. დღეს სხვა ცხოვრებაა, სხვა ტემპია, კლასიკურმა სამოსმა მოწყენილი ელფერიო არ ვიტყოდი, მაგრამ ასეთი იმიჯი კი შეიძინა. დამსახურებულად, დაუმსახურებლად – ნუ ვიდავებთ. მითუფრო, რომ პირველი, რასაც მარკეტოლოგებს გვასწავლიან ისაა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. მაშინაც კი, როდესაც ის სულაც არ არის მართალი. :)

ჰოლანდიურმა კომპანიამ Suitsupply (რომელიც მამაკაცის კლასიკურ ტანსაცმელს ყიდის და ზედა-საშუალო საფასო სეგმენტშია განლაგებული) განიზრახა ახალგაზრდა, რისკის მოყვარული კლიენტების მიზიდვა და აჩვენა მათ, რომ კოსტიუმი სულაც არაა ბორინგული – კოსტიუმი ეს სექსუალურია.

Suitesupply-Ad-campaign 3 Suitesupply-Ad-campaign 1

Suitesupply-Ad-campaign 5 Suitesupply-Ad-campaign 6

სარეკლამო კამპანიის იდეის ავტორი Suitsupply-ს დამფუძნებელი, ჰოლანდიელი ბიზნესმენი ფოკე დე იონგია (Fokke de Jong) შესრულება კი ფოტოგრაფ კარლი ჰერმესს (Carli Hermés) ანდო. შედეგი, მგონი, მშვენიერი გამოვიდა. :) ყოველ შემთხვევაში, მამაკაცებს უნდა მოეწონოთ.

Suitesupply-Ad-campaign 2  Suitesupply-Ad-campaign 7

Suitesupply-Ad-campaign Suitesupply-Ad-campaign 4

Suitesupply-Ad-campaign 9

კოსტიუმებიც, სიტუაციაც და ქალიც – ჰოლანდიელი მოდელი შანტალ ჰანსე (Chantal Hanse). :)

ალბათ, მოეწონათ კიდეც, თუმცა, ეს კამპანია სასტიკად არ მოეწონათ ფემინისტურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბელგიასა და ინგლისში Suitsupply-ს ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს (ბელგიის სამეფო და გაერთიანებული სამეფო იმ ბაზრებს შორისაა, სადაც Suitsupply აქტიურობს და საკუთარი მაღაზიებიც აქვს). საქმე იქამდე მივიდა, რომ რეკლამის სტანდარტების კომისიაშიც უჩივლეს. ჰოლანდიელებს დათმობაზე წასვლა მოუწიათ და ლონდონის ქუჩებში განთავსებული ღია სტენდებიდან საკუთარი ბანერები მოხსნეს. ისევე როგორც სავაჭრო ცენტრ Westfield-ის პავილიონებიდან.

Chariko in Suitesupply-Ad-campaign

ამ ამბებიდან 2 წლის შემდეგ, ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჰოლანდიის ეროვნული გუნდი… Suitsupply-ს კოსტიუმებში წარსდგა. :) იმ კოსტიუმებში არა, რაც ფოტოებზეა, მაგრამ შურისძიება მაინც შედგა. :)

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ Suitsupply კლასიკურ ტანსაცმელს აწარმოებს, ასეთი ტანსაცმელი კი, პირველ ყოვლისა, მაინც საშუალო და ჭარმაგი ასაკის მამაკაცებთან ასოცირდება, დე იონგი, კომპანიას რომ აფუძნებდა, სულ რაღაც 26 წლისა იყო. დღეს კი მხოლოდ 33-ისაა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

Author: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes.

14 thoughts on “კოსტიუმი? So sexy!

  1. გასაგებია ფემინისტების რისხვა რატომაც განოიწვია…. :)

    Like

  2. ვაუ :)
    კაცი არ ვარ, მოგეხსენება, მაგრამ პოსტიც მომეწონა, ქალიც, ფოტოებიც და კოსტიუმები ხომ მომოწონს და მომწონს. ძალიან მაგარი კამპანიაა, ულამაზესი ეროტიული ფოტოსესია და რა უნდოდათ ამ ფემინისტებს, ვერ მივხვდი, რა, მაგათ არ ….. კაცები თუ როგორაა ნეტავ საქმე? რას გამოხტებიან ხოლმე.
    რაც შეეხება კოსტიუმებს, სულით და გულით ვეთანხმები Suitsupply-ს და მის გონიერ დამფუძნებელს, ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით, მამაკაცი არასდროსაა ისეთი სექსუალური, როგორც კარგად მორგებულ, გემოვნებიან კოსტიუმში. იმიტომ რომ პირველ რიგში, ვიზუალური ეფექტის მხრივ, კოსტიუმი კარგად გამოკვეთს მხრებს და ზოგადად კაცის სილუეტს და მეორეც, უზადოდ შერჩეული კოსტიუმი ბევრ რამეს გვიყვება მის პატრონზე, კერძოდ, მის გემოვნებაზე, მოწესრიგებულობაზე, დამოკიდებულებაზე საკუთარი თავისა და ადამიანების მიმართ, ხასიათის სხვა შტრიხებზე (რამდენად მოსაწყენია, უხეშია, ხალისიანი ან ნარცისი), და ბოლოს, იუმორზეც კი.
    ჰოდა, მე ვთვლი რომ კოსტიუმი უნივერსალური სამოსია, და უფრო მეტიც, ძაალიან მესექსუალურება და მელამაზება კოსტიუმი ქალზეც :) თითქმის ყველაფერზე მეტადაც კი.

    Like

    • ჩერჩილი იტყოდა კლასიკური კოსტიუმი საშინელი ტანსაცმელია, მაგრამ ყველა დანარჩენზე უკეთესიო. :)

      Like

  3. მაგარია! :)

    კიდე Fire HDX ჩამომივიდა როგორც იქნა და მაგარია ეგეც. :) ამ დილას დავტესტეთ ოფისში საკაიფო ბენჩმარკები დასვა. მეორე ნექსუსსაც ჯობნის და გალაქსისაც.
    სამსუნგის უპირატესობა აქტიური სტილუსია, მაგრამ ფასშიც სხვაობაა.
    მაგრად უმუშავნიათ ამაზონში.

    Like

    • აიფედსაც ჯობნის სიჩქარით :)

      ნუ ხო მანდ პლიუსებია და მინუსები. ნექსუს და სამსუნგ გუგლმარქეთი აქვს… მე არ მჭირდება, მაგრამ ვისაც ჭირდება – მნიშვნელოვანია. :) აიფედს უკანა კამერა აქვს.

      მაგრამ მთლიანობაში საუკეთესო ანდროიდ-ტაბლეტია დღეს.

      Like

    • ისე, მაგის დატესტვის დრო და სიტუაცია თუ გაქვთ, საღოლ თქვენ გაძლებას :))

      Like

  4. მეც მომწონს კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცები და ოკარ უაილდსაც უნდა დავეთანხმო.

    ფემინისტური მოძრაობა კარგა ხანია უკვე ლოგიკის ზღვარს გაცდა. ყველა კეთილშობილი იდეა ბოლოს დეგრადაციას განიცდის, მაგათაც ეგ დაემართათ. თუმცა, რეკლამებში ქალი ძირითადად ობიექტია და არა სუბიექტი და არც ეს მომწონს. შეიძლება მამაკაცზეა გათვლილი რეკლამების დიდი ნაწილი და ეს მაგიტომ ხდება.

    Like

    • რეკლამებში ქალი ძირითადად ობიექტია და არა სუბიექტი

      რთული ამბავია და კომპლექსური :)
      ხშირად რეკლამას არ ვაფასებთ სწორად. რეკლამას კონკრეტული მიზანი აქვს – ყურადღების მიპყრობა, დაინტერესება და გაყიდვის ხელშეწყობა. შედევრს გადაიღებ თუ სრულ იდიოტობას – მეორეხარისხოვანია თუ იმ იდიოტობამ მეტი საქონელი გაგაყიდინა დავუშვათ. :)

      ადრე რეკლამა მეტწილად მამაკაცისთვის იქმნებოდა, იმიტომ რომ მამაკაცი უფრო ხშირად ირჩევდა საქონელს და ყიდულობდა.
      შემდეგ ქალები გააქტიურდნენ, თუმცაიმ შემთხვევებშიც კი, როცა ქალი ირჩევდა საქონელს, საბოლოო გადაწყვეტილება მამაკაცზე იყო. ვეტოს უფლებით სარგებლობდა. :)
      და ბოლოს დაიწყო სიტუაციამ გათანაბრება ბაზარზე.
      აუდიტორიასთან ერთად რეკლამაც იცვლება დროთა განმავლობაში.

      მაგრამ Sex Sells! :) ეს ჭეშმარიტებაა. და სანამ ასეა, ყოველთვის იქნება ეროტიკა რეკლამაში.
      ამაზე პოსტი მქონდა ადრე ამ ბლოგზე – ძუძუ და რეკლამა.
      უბრალოდ, რეკლამა, რომელიც გათვლილია მამაკაცზე იქ უფრო ხშირია ქალის გარეგნობის ასე ამბობენ ხოლმე ხშირად – “ექსპლოატაცია”. ტერმინი არ მომწონს, მაგრამ ზოგადად სიმართლეა, რომ მამაკაცი ყოველთვის რეაგირებს ლამაზ ქალზე რეკლამაში და რეკლამის გარეთაც. :)
      ქალებზე გათვლილი რეკლამა განსხვავებული ესთეტიკითაა, მაგრამ აქაც არის მსგავსი სიტუაცია, სადაც მამაკაცია ობიექტი ;) უფრო იშვიათად, მაგრამ არც უამისობაა.

      Like

  5. კოსტიუმი არ არის მოსაწყენი – კონტექსტს გააჩნია. :)
    ჯინსიც შეიძლება მოსაწყენი გახდეს, კედებიც – კონტექსტს გააჩნია ეგეც. :)

    Like

    • ყველაფერი შეიძლება გახდეს მოსაწყენი, ჯინსის გარდა :)
      ყველაფერი რომ გადავა მოდიდან, ყველაფერი რომ მოისპობა, აი, არაფერი რომ დარჩება ამქვეყნად, ბოლო, რასაც ადამიანები შეელევიან კიარადა მაინც ვერ შეელევიან იქნება 501 :)

      Like

    • ამიტომ რეკლამა ასახავს მამაკაცის მიერ აღქმულ სამყაროს

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 387 other followers