How-to: ვყიდულობთ შარვალს

ონლაინ-შოფინგი დღეს, მგონი, სრულიად საქართველომ აითვისა. აქ ბევრი ბენეფიტი გველის – მრავალფერი არჩევანი, დიდი ფასდაკლებები, ბრენდები, რომლებიც თბილისში არ იყიდება… მაგრამ არის დაბრკოლებაც – როგორ ავარჩიოთ ტანსაცმელი მოზომვის გარეშე ისე, რომ ზომებში იაღლიში არ მოგვივიდეს.

ამერიკული ზომების ევროპულში გადაყვანისთვის უამრავი კონვერტორია ონლაინ (აგერ ეს თუნდაც), თავად მაღაზიების საიტზეც არის ყოველთვის, იქვე, შორს წასვლა რომ არ დაგჭირდეთ, მაგრამ შარვლის ყიდვისას, წელის ზომისა და ტოტების სიგრძის გარდა, ამერიკელ ტანსაცმლის მოვაჭრეებს მითითებული აქვთ ხოლმე სილუეტი, თარგი (Fit) – გამხდარი (Slim fit), სწორი (Straight fit), რეგულარული/სტანდარტული (Regular/Classic fit) და თავისუფალი (Relexed fit)… შეიძლება ამას დავუმატოთ განიერი (Loose fit) და გაძვალტყავებული (Skinny fit)… :) სხვა ვარიაციებიც არსებობს, მაგრამ ძირითადი მაინც პირველი ოთხია. განსხვავება მათ შორის მარტივია:

Fit-guide

Slim fit – ზის წელს ქვემოთ, ტოტები სწორია მთელ სიგრძეზე და არის ვიწრო – ტოტების სიგანე 16-18 სმ-ია. იდეალურია, თუ მაღალი აღნაგობა და გრძელი კიდურები გაქვთ. ცხადია, არც ზედმეტი წონა უნდა გაწუხებდეთ (პირადად თქვენ, ეგებ, არც გაწუხებდეთ, მაგრამ გარე თვალი როგორ აღიქვამს… :)). ეს სტილი უფრო სპორტულია. ოფიციალური შეხვედრებისა და ივენთებისთვის არ გამოდგება. მას კარგად ეხამება მაისური Т-shirt, ვიწრო პერანგი, სპორტული პიჯაკი (სპორტულში ადიდასის “სპორტულები” არ იგულისხმება ცხადია, თუმცა იყო დრო, ასეთ ფორმაში ოპერაშიც კი დადიოდნენ). :)

Regular/Classic fit – ზის ზუსტად წელზე, შარვლის ტოტები არის თითქმის სწორი, მაგრამ უკანა ტანთან და ბარძაყებთან ოდნავ თავისუფალია მეტი კომფორტისთვის. ტოტების სიგანე არის მიახლოებით 18-21 სმ. ასეთი შარვალი უნივერსალურია, მაღალი ადამიანიც მოიხდენს და ტანდაბალიც, გამხდარიც და კარლსონივით ფეხხორციანიც. ამასთან, ასეთ შარვალზე პერანგიც, სვიტერიც, ნებისმიერი სახის პიჯაკი კარგად მიდის. ლეგენდარული 501 სწორედ ამ თარგზეა მოჭრილი.

Straight fit – ძალიან ჰგავს Regular fit-ს, მაგრამ ზის ოდნავ წელს ქვემოთ. ტოტები სწორია მთელ სიგრძეზე.

Relexed fit – ზის ზუსტად წელზე, მისი ტოტები უკანა ტანთან და ბარძაყებთან ფართოდაა შეკერილი და ქვემოთ ვიწროვდება. ტოტების სიგანე 20-23 სმ-ია. კარგია უიქ-ენდებზე, ზამთარში ფართო პულოვერებთან, თავისუფალ, განიერ პიჯაკებთან… ბევრი ფიქრობს, რომ თუ ფეხები მთლად იდეალური სიგრძისა და ფორმის არაა, ასეთი შარვალი კარგი შემნიღბველია… თუმცა, იმჰო, დაბალი ტანის, მითუფრო წონიან ადამიანებზე ამგვარი შარვალი სწორედაც რომ კომიკურია. პოპულარულია Dockers Relexed fit შარვლები და Levi’s 559 ჯინსი.

Pant-fits ფოტოზე: Dockers D4 (Relaxed Fit), GAP Stright, Zara Slim Fit

Loose fit – ტომრისებული შარვლებია. ზის წელს ქვემოთ. მაქსიმალურად განიერია მუხლებს ზემოთ და ერთბაშად ვიწროვდება წვივებისკენ, რის წყალობითაც იქმნება ის “ტომრის” ეფექტი. ტოტების სიგანე შეიძლება იყოს 38-დან (ზემოთ) 20 სმ-მდე ქვემოთ.

Skinny fit-ს ზემოთ კი დავარქვი გაძვალტყავებული, მაგრამ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. ეს არის ვიწრო, შემოტკეცილი შარვალი, რომელიც, მამაკაცებისა რა ვთქვა და, არაჩვეულებრივად უხდება გოგონებს, ვისაც გრძელი, სწორი და ლამაზი ფეხები აქვთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

4 thoughts on “How-to: ვყიდულობთ შარვალს

  1. მაგა რაიუელა says:

    არასდროს მიყიდია ტანის სამოსი ონლაინით…მდაჰ.

  2. ტინიტა says:

    სწორი ფეხები ფეშენ ინდუსტრიამ წლებია დაივიწყა :) კარგად აღნიშნე.

    კარგი გაიდია ძალიან. უმეტესობას სლიმ და სთრეით უხდება. ძალიან დაბალი წელი ქალებზეც არ მომწონს.

    მეორე ფოტოზე ფერთა გამა მომწონს :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s