How-To: როგორ მოვირგოთ Kindle Fire?
ერთ მარტივ ხერხზე მინდა დავწერო, რომლითაც КF ინტერფეისის შეცვლა შეიძლება. ბევრმა, ალბათ, იცის კიდეც, მაგრამ ახალბედა ფაერისტებს გამოგადგებათ.
KF უნიკალური ინტერფეისით გაოირჩევა – ის ანდროიდის ტრადიციულ ინტერფეისს არ ჰგავს. ზოგს ეს მოსწონს, ზოგისთვის კი – უჩვეულოა. ვისაც სურს, მისი “ქინდლი” სხვა ანდროიდ-ტაბლეტებს დაემსგავსოს, ორი პროგრამა დასჭირდება: GO Launcher EX და My Kindle Wallpaper.
Go Launcher EX – ალტერნატული გამშვებია – ტრადიციული ანდროიდისეული ინტერფეისით, 7 ფანჯრით, ვიჯეთებით, ანიმირებული ვოლფეიფერებით და ა.შ.
My Kindle Wallpaper – კი ვოლფეიფერების დამატების/გამოცვლის საშუალებაა.
ამასთან, ორივე პროგრამა თავსებადია KF-თან და დაურუთავ დივაისზეც დგება. ამაზონისეული ინტერფეისი და ვოლფეიფერებიც არსად ქრება – თუ ძირითად (დეფოლტ) გამშვებად Go Launcher EX-ს არ აირჩევ, მაშინ “ჰოუმ” ღილაკზე დაჭერით პოპ-აპ მენიუ ამოხტება და ინტერფეისიდან ინტერფეისზე იოლად გადახვალ.
КF-ისთვის ვოლფეიფერები შეგიძლია აქ მოძებნო, ან დაგუგლო ან, სულაც, თავად დახატო.
სულ ესაა. იმედი მაქვს, გამოგადგება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
Posted on May 13, 2012, in All Posts, HardBox, MixBox and tagged Amazon.com, Hi-Tech, How-To, Kindle. Bookmark the permalink. 2 Comments.
























იმაზე არ დაწერ, როგორ მომირგოს ქინდლმა?
))
მეგობართან რომ მივდივარ, სულ ხელში ვატრიალებ და ჯერაც არ შემიყვარდა
ისე, ამაზონის ადგილზე საქართველოში ძეგლს დაგიდგამდი, ქინდლით ხელში
)
ის ამბავი იცი, ერთმა ქალმა რომ თქვა ჯოკონდაზე – შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზეო.
და, თუ არ ვცდები, ნოდარ დუმბაძემ უთხრა, მან უკვე იმდენზე მოახდინა შთაბეჭდილება, რომ ახლა თავად წყვეტს ვიზე მოახდინოს შთაბეჭდილება და ვიზე არაო.
შენ ხომ მაინც ნიუქს ყიდულობ? ასე რომ ალბათ ეგაა შენი დივაისი.