How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?

თუ Kindle Fire “დაიბრიდა” და არ იტვირთება…
ის არ მომკვდარა, მხოლოდ – სძინავს! :) Kindle Fire ძალიან ძნელად დასაბრედი დივაისია, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ “რჩეულთ” თუ მოახრხეს, ასე რომ, პირველ ყოვლისა, ნუ ღელავ. მე თავად ორჯერ გამეჭედა და არ იტვირთებოდა, მაგრამ ოლად გავასწორე, იმის მუხედავად, რომ არც პროგრამისტი ვარ და აქამდე არც ანდროიდთან მქონია დიდად საქმე .

მას შემდეგ დარუთვაც უფრო იოლი გახდა და დარუთვის/მოდიფიცირებისას “დაბრედილი” ქინდლის აღდენის პროცესიც ძალიან გამარტივდა – პროგრამისტებმა რამდენიმე იოლად მოსახმარი პროგრამაა შექმნეს, ამიტომ КF-ის გაცოცხლებას შენც იოლად მოახერხებ.

არასწორი მოდიფიცირების შემდეგ ყველაზე ხშირი პრობლემა ასეთია – КF არ იტვირთება და გაჭედილია წარწერაზე Kindle Fire. ამ პრობლემას ასე ეშველება:

გამორთე ქინდლი, კომპიუტერში გადმოქაჩე Kindle Fire Utility, დააინსტალირე, გაუშვი install_drivers.bat - განაახლე დრაივერები.

გახსენი კომპიუტერში Device Manager, მიუერთე გამორთული КF კომპიუტერს USB კაბელის მეშვეობით (ამ დროს КF ავტომატურად ჩაირთვება), Device Manager-ში მოძებნე Kindle – მარჯვენა კლიკი მაუსით – Update Driver Software – Browse my computer for driver software – ირჩევ საქაღალდეს Kindle Fire Utility\drivers\kindle და განაახლებ დრაივერს, რის შემდეგაც კომპიუტერმა Device Manager-ში КF უნდა აღიქვას, როგორც Android Phone – Android Composite ADB Interface.

გაუშვი KFU (run.bat), მთავარ მენიუში აირჩიე 1 (Bootmode Menu), და ახალ მენიუში კვლავ აირჩიე 1 (Normal 4000).

ქინდლი გადაითვირთება და, წესით და რიგით, ჩვეულებრივად უნდა ჩაიტვირთოს.

  • KFU მრავალფუნქციური პროგრამაა და КF-ის დარუთვისთვისაც გამოიყენება. მის გარდა არის ვიწრო დანიშნულების Kindle Fire Unbrick Utility. პრინციპი იგივეა – უერთებ USB კაბელით, ირჩევ რა პრობლემა აქვს ქინდლს და КFUU-ს შესაბამის “მშველელს” უშვებ.

ამის შემდეგ ხელახლა გადატვირთე. თუ ჩაიტვირთა – ყველაფერი რიგზეა, თუ კვლავ წარწერაზე გაიჭედა – მაშინ აღდგენის პროცესი ხელახლა უნდა გაიმეორო და შემდეგ ის მიზეზი გაასწორო, რაც ჩატვირთავს უშლის ხელს (ეს შეიძლება იყოს შეცვლილი სისტემური ფონტი, გამოცვლილი ვოლფეიფერები, რომელიმე პროგრამა, რაც არ მუშაობს კორექტულად…).

თუ არ იცი, რა მიზეზია და არ გახსოვს, რის შემდეგ გაიჭედა ქინდლი, მაშინ ამაზონიდან ROM (КF საოპერაციო სისტემის) ბოლო ვერსია უნდა გადმოქაჩო და დააინსტალირო – KFU-ს მეშვეობითა ესეც შესაძლებელია – მთავარ მენიუში აირჩევ 4 (Obtain Stock Update), რაც გაასწორებს სისტემურ შეცდომებს, მაგრამ წაშლის რუთს და მოდიფიცირებულ შრიფტებსაც.

დაბოლოს, ყველაზე რადიკალური გზაა – KF-ის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. ქინდლის მენიუდან ირჩევ Options-More-Device-Reset to Factory Defaults.

Ultima Ratio Regnum.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

შეკითხვები ფეისბუქში სჯობს, ფლიზ. არ მინდა პოსტის კომენტარები ჩატს დაემსგავსოს. ;)

I Love My Kindle and Yours Too Smile

About these ads

13 thoughts on “How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?

    • აფდეითს ვაკეთებო და…
      მე არ დამჭირვებია ეგ და პროგრამისტი არ ვარ მითუფრო ანდროიდის მცოდნე.

      რა პონიტა იცი – ერტადერთი მე ჩემ ქინდლზე ვცდი ჯერ და თუ გამომდის – მერე ვწერ როგორ გავაკეთე. ინსტრუქცია კი ჩემი მოგონილი არაა – პოსტშიც მაქ ლინკი ორიგინალზე.
      უმრავლესმა მე რაც ვიცი დარუთა და გააქართულა, ფასთბუთიდან გამოსვლაც მარტივია, მაგრამ თუ რაღაც არასტანდარტული პონტია – ვინმე მცოდნე გინდა. :) მე არ გამოვდგები.

      იმედი მაქ, მორჩება რომის აფდეითს და ჩატვირთავს.

    • KFU ყველაზე მარტივია… АDB SDK არის ეგეთი ანდროიდის მოდიფიცირების, მაგრამ მანდ ცოდნა უნდა სისტემის.
      თან КFU მაგაზეა აწყობილი და ავტომატიზირებულია.

      აი აქ დეტალურადაა http://deviceguru.com/kindle-fire-root-and-tweak/
      და ტიპი პასუხობს კომენტარებს. :) შეიძლება დაგეხმაროს. თავის დროზე მეც ეგრე დამეხმარა ერთი ტიპი.
      აი ამ სასტავიდან = http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1399889

    • გილოცავ რომ გაცოცხლდა :)
      ალბათ საწყის მდგომარეობაშ დააბრუნა. ეგ არაფერი. თუ ამაზონიდან გაქვს რამე ჩამოქაჩული – ეგ ისედაც შეინახებოდა შენს პირად საცავში ამაზონის სერვერზე და ისევ ჩამოქაჩავ მარტივად. დანარჩენი უნდა თავიდან დააინსტალირო.

  1. ilia says:

    passwordi damavicyda da ver gavdivar registracias.adre momcere instruqcia registraciis,amazonis appstoridan rom gadmovcero,kidev xom ar gaq im saitis linki?

    • რაღაც არ მახსენდება ეგეთი :)
      მაგრამ ამაზონის პასვორდი თუ დაგავიწყდა, ამაზონზევე უნდა აღადგინო. ლოგიკურად -ასეა. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s