Stylish Blog

მაღალი ქუსლები

37 Comments

ჯერი: როგორ დადიან ამსიმაღლე ქუსლებზე? წონასწორობას როგორ ინარჩუნებენ?
ჯო: უბრალოდ წონა განსხვავებულად აქვთ გადანაწილებული.
“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”

რაკი მინიკაბას მთელი ორი პოსტი მივუძღვენი, უსამართლობა იქნება, მოდის ისეთ საკულტო საგანზე, როგორიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია, ერთიც არ დავწერო.

თუკი მინის ორი მშობელი ყავს (მამა – ონდრე კურეჟი, დიზაინერი, ვინც ქალებს კაბები გახადა და დედა – მერი ქუონთი, იგივე მოკლეკაბიანი მერი), მაღალი ქუსლების ავტორობა ერთდროულად იმდენ დიზაინერს მიეწერება, რომ ცალ-ცალკე პოსტს ვერ მივუძღვნი, აქ ჩამოვთვლი და თქვენ დათვალეთ.

Chopineარ გაგიკვირდებათ და ქუსლებზე პირველები არა ქალები, არამედ მამაკაცები დადგნენ – უძველესი ქუსლიანი მამაკაცის წუღები მე-9 საუკუნის სპარსეთშია აღმოჩენილი. ქალის პლატფორმები – ე.წ. შაპენები (Chopine – ოღონდ, კომპოზიტორში არ აგერიოთ :)) კი უფრო გვიან გაჩნდა და მე-15 საუკუნეში თურქეთიდან ევროპაშიც შემოვიდა. მათი დანიშნულება ბანალურად პრაქტიკული იყო – ქალებს არ სურდათ ფაშფაშა და კოჭებამდე კაბის კალთები ქუჩის მტვერსა და ტალახში ამოეგანგლათ, მაგრამ მე-16 საუკუნეში საფრანგეთის დედოფალმა კატრინ დე მედიჩიმ (Catherine de’ Medici) შაპენები ცერად გამოათლევინა, ისე, რომ ქუსლი ტერფზე მაღალი ყოფილიყო, რითიც მაღალი ქუსლები პრაქტიკული ატრიბუტიდან მოდის აქსესუარად აქცია.

Andre-Perugia-heelsხოლო რაც ეხება სტილეტოს (Stiletto) – თლილ, გამოყვანილ ქუსლებს, “შპილკებსაც” რომ უძახიან რუსეთუმეები, მას, ზემოთაც ვთქვი, ერთბაშად რამდენიმე ავტორი ჰყავს, ამათგან ფართო პუბლიკის მირ ყველაზე მივიწყებული ონდრე პერუჯიაა (André Perugia), იტალიური წარმოშობის ფრანგი დიზაინერი, რომელსაც რამდენიმე მეტრთან უმუშავია, მათ შორის იუბერ დე ჟივანშისთან და რომელიც ე.წ. უქუსლო ქუსლიანი (Heel less – მოვარდისფრო ფერის რომაა სურათზე) ფეხსაცმლის შემქმნელია, მაგრამ მისი დამზადებულია პირველი სტილეტო-ფეხსაცმელიც. ეს სადღაც 30-იანების ბოლოს მოხდა, თუმცა, მათი მოდაში დამკვიდრება არ დასცალდა – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ადამიანებს სულ სხვა საფიქრალნი შემოაწვათ. არადა, მართლა სამწუხაროა, ეს დიზაინერი რომ ასე დაუმსახურებლადაა მივიწყებული, მაშინ, როდესაც მისი ბევრი იდეით დღემდე საზრდოობს ფეხსაცმლის ფეშენ-ინდუსტრია.

Roger-Vivier50-იანებში გენიოსმა ფრანგმა როჟე ვივიემ (Roger Vivier), რომელიც 53-63 წლებში დიორის სახლის ფეხსაცმელების დიზაინერი იყო, პრინციპით ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, არქივები მოქექა და პერუჯიას გამოგონება მზის სინათლეზე გამოიტანა. მის მიერ 1953 წელს დედოფალ ელისაბეთ მეორის კორონაციისთვის შეკერილმა ლალის თვლებით მოოჭვილმა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ორი წლის შემდეგ დიორის სახლმა, რომელიც ომისშემდგომ პერიოდში ცდილობდა მოდის ინდუსტრიის გამოცოცხლებას და ახალი ტენდენციების დამკვიდრებას, Dior New Look-ის (“ახალი ხედვის”) მორიგ ჩვენებაზე ქალბატონების სამსჯავროზე გამოიტანა როჟე ვივიეს სტილეტოების მრავალფეროვანი კოლექცია – მაღალი ქუსლები აწ უკვე არამხოლოდ დედოფლების პრივილეგია იყო.

ჩემი მეგობარი ვივიე ქმნის ფეხსაცმელებს მსოფლიოში უმშვენიერესი ფეხებისთვის და ჩემს ოცნებებს რეალობად აქცევს.
კრისტიან დიორი. “როჟე ვივიე – ტენდენციების სათავეში”, ST Magazine, 2010 წ. სექტემბერი

ვივიეს “ფეხსაცმელების ფაბერჟეს” უწოდებდნენ. ამ დიზაინერის ღვაწლი და სახელი იმდენად ფასეული იყო, რომ მის ნამუშევრებს საგანგებო წარწერა ამშვენებდა Christian Dior crée par Roger Vivier (შექმნილია კრისტიან დიორისთვის როჟე ვივიეს მიერ) – ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე მოდის სახლმა რომელიმე ფეხსაცმლის დიზაინერს მისი სახელის ლეიბლად გამოტანის პატივი დასდო.

Vivier-Choc heels

დიორის სახლის დატოვების შემდეგ ვივიემ საკუთარი კომპანია დააფუძნა, თუმცა სხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობასაც აგრძელებდა, მათ შორის ივ სენ ლორანთან, შანელთან, ბალენსიაგასთან, კურეჟთან… ყველას ვერ ჩამოვთვლი.

სწორედ ვივიეა ავტორი “შოკისმომგვრელი ქუსლების” (Choc heel), რომელიც თურქული იატაგანივითაა მოღუნული. ვივიეს ფეხსაცმელები მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმშია (ლოს ანჯელესის FIDM Museum, ნიუ იორქის Metropolitan Museum of Art, პარიზის Louvre…). ვივიემ შექმნა პირველმა ფეხსაცმელი გამჭვირვალე ქუსლებზე. ვივიეს ფეხსაცმელებშია კატრინ დენიოვი ლუის ბუნუელის ფილმში “დღის ლამაზმანი”. ვივიეს მაღალყელიან (მუხლებს ზემოთ) და მაღალქუსლიან ჩექმებში ასრულებს ბრიჟიტ ბარდო სერჟ განსბურის სიმღერას “ჰარლეი დევიდსონი”, ჯეინ ფონდა კი გადაღებულია როჟე ვადიმის ფილმში “ბარბარელა”.

სხვა დიზაინერები, რომელთაც მიუძღვით ღვაწლი ქალების მაღალ ქუსლებზე შემოსკუპებაში არიან ფრანგი შარლ ჟურდანი (Charles Jourdan) და იტალიელი სალვეატორე ფაირრაგამო (Salvatore Ferragamo).

ჟურდანი ფეხსაცმლის თანამედროვე ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერია. მან პირველი არტელი ჯერ კიდევ 1919 წელს დააფუძნა, თუმცა, მაღალ მოდაში გაცილებით გვიან – 50-იანების ბოლოს მოვიდა, როდესაც პარიზში გახსნა ბუტიკი. ჟურდანს ბევრი ტექნოლოგიური ნოვაცია მიეწერება, მათ შორის სხვადასხვა მატერიის კომბინირება ფეხსაცმლის დამზადებისას. მან შექმნა პირველმა მაღალქუსლიანი სანდლები, რომელიც ქამრით იკვრებოდა. შარლ ჟურდანიც თანამშრომლობდა დიორთან და, მოგვიანებით, კარდენთან და კიდევ იმითიცაა ცნობილი, რომ ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა კრისტიან ლუბუტანი და ასე თქვა, ახლა ჩვენ, ძველებმა სტილეტოები ქარქაშში უნდა ჩავაგოთ და გზა ლუბუტანებს დავუთმოთო.

ქალებს სამ კატეგორიად ვაჯგუფებ – კონკია, ვენერა და ბანოვანი. კონკია ყიდულობს ფეხსაცმელს ზომით 36-მდე, ვენერა – 36-ს, ხოლო ბანოვანი 37-სა და მეტს.
სალვეატორე ფაირრაგამო. “ოცნებათა ხარაზი”, 1957

Monroe in Ferragamo heelsფეხსაცმლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინერს, ფაირრაგამოს სტილეტო-ქუსლები არ მოუგონია (მიუხედავად გავრცელებული მითისა) , მაგრამ მან შექმნა ე.წ. “ბადეები” (Cage Hills) – ყელიანი ფეხსაცმელი სტილეტოზე, რომლის ზედა ნაწილიც ბადისებრია… ამბობენ, რომ ეს ძალიან სექსუალურია, თუმცა, პირადად ჩემს ესთეტიკურ ფეტიშებში ასეთი ქალი რაღაც ვერ ჯდება. :) სამაგიეროდ სწორედ ფაირრაგამოს ფეხსაცმელშია გადაღებული მერილინ მონრო რამდენიმე ფილმში და, საერთოდაც, ჰოლივუდთან თანამშრომლობის მრავალ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია – ოკეანეს გაღმა მაღალი ქუსლების მოდაში დამკვიდრება მართლაც დიდწილადაა ამ იტალიელი დიზაინერის დამსახურება.

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ არის კიდევ ერთი ფრანგი ფეხსაცმლის დიზაინერი, რაიმონ მასარო (Raymond Massaro), რომელსაც ასევე არაერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუკერავს, მათ შორის სასცენო ფეხსაცმელი მარლენ დიტრიხისთვის, თუმცა ის უფრო ცნობილია, როგორც “ანტი-სტილეტო”, ვინაიდან უქუსლო ფეხსაცმლის, ე.წ. “ბალეტების” (Ballerine shoes) შემქმნელია.

მჯერა, რომ “ბალეტები” მოსახერხებელია, მაგრამ მანამ, სანამ ქალები იცვამენ, რომ მამაკაცების ყურადღება მიიპყრონ და თავი მოაწონონ, სტილეტოებს არაფერი ემუქრება. :) თუ ჩემი არ გჯერათ, აგერ ვიდეო, რომელიც კომენტარს არ ითხოვს.

ბევრი ფემინისტი სტილეტოს ქალთა მოდაზე მამაკაცთა დიქტატურის კიდევ ერთ დადასტურებად მიიჩნევს, თუმცა, საპირისპირო აზრიც არსებობს – ჩეხური წარმოშობის ესპანელი დიზაინერი მანოულო ბლანიკი (Manolo Blahnik) ამბობს, რომ სტილეტოებს სწორედაც რომ თავის თავში დარწმუნებული, ძლიერი, ემანსიპირებული და დამოუკიდებელი ქალებისთვის ქმნის. სტილეტო ასეთი ქალის ხელში კიარადა ფეხზე – ნამდვილი ცივი იარაღია, რომელსაც მამაკაცის გულის განგმირვა და “ძლიერი სქესის” დამორჩილება სულ იოლად შეუძლია… ბოლოს და ბოლოს, ტყუილად ხომ არ შევარქვით ასეთ ქუსლებს ჩვენ, მამაკაცებმა Stiletto – რაც დაშნის აღმნიშვნელი სახელია.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

Author: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes.

37 thoughts on “მაღალი ქუსლები

  1. დღეს ბათინკებით ვაპირებდი სამსახურში წასვლას და შენი ხათრით სტილეტოები ჩავიცვი :)

    Like

  2. ამდენი რამ არ ვიცოდი, უბრალოდ მადლიერი ვიყავი მისი, ვინც მაღალი ქუსლები მოიგონა. ძალიან უხდება ქალის ფეხს. როცა ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, სულ სხვა განწყობით დავდივარ :)

    Like

    • კარგია.
      არადა, ხშირად გამიგონია ქალებისგან – ამის მომგონს მოუკვდა პატრონიო. :)

      Like

      • თუ მომგონს ლანძღავს, რაღას იცვამს? :)
        აგერ ბატონო, არ მიყვარს და საცაა 1 წელი გახდება არც ჩამიცვამს. ვინ მაძალებს

        Like

  3. მართლა არ მესმის ასეთი ქალების :)

    Like

  4. ძალიან კარგი პოსტია. აი ძალიან!
    მომწონს შენი ისტორიები.

    ასე გამოდის რომ მაინც პერუჯიაა სტილეტოს ავტორი? თუმცა მარი კლერში წავიკითხე ერთხე, რომ მეტალის მილი რომელიც ქუსლის შიგნით არის ჩადგმული რომ არ გატყდეს ფერაგამომ მოიგონაო?

    Like

    • კი ასე გამოდის, თუმცა სხვების წვლილიც დევს. :)

      ეგ ვერსია მეც წავიკითხე პოსტისთვის რომ ვკითხულობდი მასალებს, მაგრამ პირველწყაროს ვერ მივაგენი.
      თან, თავად ფაირრაგამოს საიტზე წერია, რომ პლატფორმა მოიგონა კორპისგან და ქუსლიანი ბალერინები, მაგრამ მეტალის სტილეტოებზე არაფერს ამბობენ. თან ბალერინების შემთხვევაშიც უფრო გვიანი წლებია მითითებული.

      Like

  5. მუზეუმი კარგი იდეაა :) მეც სიამოვნებით შევალაგებდი ჩემს ფეხსაცემელებს შუშის იქით და შორიდან შევხედავდი ხოლმე :)

    Like

    • და რა ჩემი ფეხებით ივლიდი მერე?

      Like

      • მხოლოდ ქუსლიანი ფეხსაცმელები ვიგულისხმე :)
        ისე, მანოლო კარგი ბიჭია, კრეატიული… მისი ფეხსაცმელები მართლა ძალიან ლამაზი და ქალურია, განსხვავებით ლუბუტანის კოშმარებისგან, რომელიც რატომღაც, არ ახსენე :)
        http://www.heldshoes.com/product/fashion-collection-CL0092a-lady.html
        როგორ მძუუუულსსსსსს!!!!!
        ერთი პლუსი აქვს ისე, ფეხს უსაშველოდ გრძელს აჩენს, მაგრამ მე ბუნებრივად გრძელი და თხელი ფეხები მიყვარს, უფრო ეფექტურად ჩანს დაბალ ძირებზე :)

        Like

      • მე ვფიქრობ რომ დაბალ ძირებზე საერთოდ არანაირი ფეხი არ ჩანს ლამაზი. :)

        ქუსლები არამარტო აგრძელებს ფეხებს, არამედ სიარულის მანერასაც ცვლის.
        ის ეპიზოდი არ გახსოვს ფილმში? ციტატი საიდანაც მაქს ეგ კადრია ზუსტად.

        Like

  6. მაღალი ქუსლების გარეშე ვერ წარმომიდგენია.
    შეიძლება მთელი კვირა ბოტასებით ან უქუსლოებში დავდიოდე, მაგრამ შაბათ საღამოს რომ გავიპრანჭები და მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამ ქალად მაშინ ვგრძნობ თავს ;)

    Like

  7. ფეხსაცმელიცაა და ფეხსაცმელიც… აი, რაც დავლინკე, იმას მაინც არ ჩავიცვამ, ლუბუტანმა მთელი კოლექციაც რომ მაჩუქოს :)
    თორემ მაღალი ქუსლი ყველაფერს ცვლის, სიარულსაც და აღნაგობასაც, რად უნდა ლაპარაკი… მაგრამ აუცილებლობად სულაც არ მიმაჩნია :):)

    Like

  8. ქალებს სამ კატეგორიად ვაჯგუფებ – კონკია, ვენერა და ბანოვანი. კონკია ყიდულობს ფეხსაცმელს ზომით 36-მდე, ვენერა – 36-ს, ხოლო ბანოვანი 37-სა და მეტს.
    სალვეატორე ფაირრაგამო. “ოცნებათა ხარაზი”, 1957

    და რომელი ჯობიაო? :)
    მე ვენერასა და კონკიას შორის ვარ. :)

    Like

    • ყველას თავისი ნიშა უკავიაო ;)

      თორნიკე
      ლუბუტანი ნახსენებია :) თან ეს იმ კორიფეებზეა, ლუბუტანი ვის ზურგზეც დგას, როგორც ეს ერთმა ნობელიანტმა თქვა.
      თან ლუბუტანზე სხვა პოსტშიც მაქვს კიდევ :)

      Like

  9. როგორ შეიძლებოდა ქუსლებზე პოსტის დაწერა ლობუტინის ხსენების გარეშე? )) სხვათა შორის, მას ეკუთვნის IMO ყველაზე საინტერესო ციტატა ქუსლებზე: “ქუსლიანი ფეხსაცმელი იმიტომაა სექსუალური, რომ მასში ქალებს ფეხი ზუსტად იმ პოზიციაში აქვთ, როგორშიც ორგაზმის დროს”. კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, როგორც მინიმუმ საინტერესო ციტატაა.

    P.S. კარგი ქუსლიანი ფეხსაცმელი კარგი ფეხის მქონე გოგოზე – ერთ-ერთი ისეთი რამ, რისთვისაც ცივილიზაციის არსებობა ღირს.

    Like

  10. ვერ ვიცვამ მაღალქუსლებიანს, წვივები მტკივა მერე :( ხოდა მე ფეხები ძალიან მიყვარს და ტკივილს ვერ მივაყენებ..

    ხოდა ისა, ბანოვანი გამოვდივარ, 37 ზომა :დ :დ

    Like

  11. Steve Madden forever!
    არც ძვირია, ლამაზია და მოსახერხებელიც. ;)

    Like

  12. მიყვარს მიყვარს მიყვარს
    როჯერ ვივიერზე მეც მიწერია პოსტი <3

    Like

    • მაგარი კაცი იყო. :)
      ოღონდ სტილეტო ალბათ მაინც პერუჯიამ მოიგონა, მაგან გააპიარა.

      Like

  13. სხვა დროს მაღალი ქუსლის ფეტიშზეც დაწერე, მეც მოგეხმარები : )))))

    რა მაგარია, რომ იქამდე არ დავიბადე, სანამ მაღალი ქუსლი გაჩნდებოდა <3 ჩემთვის ფეხსაცმელი კი არა, ცხოვრების წესია. მაღალი ქუსლი, როგორც ლაიფსტაილი :დ ამაზე მე დავწერ :დ

    ფაირრაგამო?

    Like

    • აი ზუსტად მანდ დავასტოპე :)
      იმიტომ რომ ეს ჯენერალ ბლოგია ყველა ასაკის მკითხველისთვის. :)

      ფაირრაგამო

      ჰო. შენ წარმოიდგინე და ეგრე ყოფილა :)
      “მეჯიქბოქსმა” ასე მითხრა ეგრე გამოითქმისო. :)

      Like

  14. საინტერესო იყო… : )

    Like

  15. შემდეგი პოსტი რაზე იქნება დეკოლტეზე? :)
    კაცი, ვინც ქალებს ლიფი გახადა? :)

    Like

    • ლოლ :) კაი იყო :)

      რა უნდა მეწყინოს. :) მითუმეტეს რომ მომეწონა სათაური :)

      Like

    • რას არ აიტაცებენ? დეკოლტეს? :)

      ისე, ბაბუაჩემს, ცხონებულ ნიკიფორეს უყვარდა თქმა – დეკოლტემ რომ თვალი მიიზიდოს, მის ქვეშ ძუძუც უნდა გეგგულებოდესო.

      Like

  16. არ გეწყინოს კაი :)

    პოსტი ძალიან მომეწონა.

    Like

  17. აუ რამხელა კომენტარი გამიქრო შენმა ბლოგმა((

    Like

  18. როგორ არ ვიამაყო ფრანგებით,ყველაფერში ეს ფრანგები არიან ან შენ ირჩევ ფრანგებზე სტატიებს))

    ქუსლები განსაკუთრებულ შემთხვევებში ისიც 9 სანტიმეტრი,ვერ ვქაჩავ და არავითარ შემთხვევაში ეს კოჭებთან მოჭერილი ბალთები…სული მეხუთება,მძულს.

    ჩემი ფეხსაცმელი ჩექმა,ტაპკა და http://www.ladyglamor.com/wp-content/uploads/2011/04/121.jpg ასეთი ქუსლიანია,ბალთების გარეშეც.

    ხო და,ბანოვანი ვენერა ვარ და ერთი მანოლოს ფეხსაცმელი გამომიწერეთ მილორდ))

    Like

  19. მოკლედ, დავერიე შენს არქივს. კარგიც კია შენი შვებულება, რამდენი კაი პოსტი მქონია წაუკითხავი, ნუ, ამ საკითხთან ძაან ცალსახა დამოკიდებულება მაქვს :) მაღალი ქუსლები და განსაკუთრებით სტილეტოები ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. საერთოდ არ ვხმარობ დაბლებს განსაკუთრებული სიტუაციების გარდა (პლაჟი, ექსკურსია). დაბალ ქუსლებზე თავს ძალიან დიდ დისკომფორტში ვგრძობ და ვთვლი, რომ უშნოდ დავდივარ. მოკლედ, დაბლებში მე მე არ ვარ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 387 other followers