ბიტლების ფეხსაცმელი
ესაა “ბითლზის” ალბომებს შორის ყველაზე ცნობილი ყდა. Abbey Road. ფოტოს ბიტლომანთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა – რატომ არის მაქართნი ფეხშიშველი? მამულის შეგრძნობა სურს, თუ მკვდარია და მის ნაცვლად ჯგუფში ორეული უკრავს? ამ ყველაფერზე მინდოდა, დამეწერა, მაგრამ რა აზრი აქვს? მოლი ბლუმზე უკეთესად მაინც ვერ დავწერ (მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1969. Abbey Road).
ამიტომ, ეს ურბანული ლეგენდები იქეთ იყოს – სჯობს, ჯორჯ ჰარისონს დააკვირდეთ – მას აცვია ფეხსაცმელი, არანაკლებ საკულტო და ლეგენდარული, ვიდრე თვით “ბითლზი” – Clarks Desert Boots (“ქლარქსის უდაბნოს წაღა”).
Desert Boots პირველად 1949 წელს შეკერა ინგლისელმა მეწარმემ ნათან ქლარქმა (Nathan Clark). ნიმუშად მან მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკის უდაბნოში მებრძოლი ბრიტანული კორპუსის სამხედრო ფეხსაცმელი აიღო – კოჭს ოდნავ აცდენილი ყელით (სილა რომ არ ჩასულიყო შიგ იოლად), საგანგებოდ დამუშავებული მკვრივი კრეპის ძირით (იოლად რომ არ გაცვეთილიყო) და ორად-ორი თვალით თასმებისთვის (ჯარისკაცებს საველე პირობებში მათ შესაკვანძად დიდი დრო რომ არ დაკარგოდათ). ნათან ქლარქის წაღებმა უმალ მუშათა კლასის ყურადღება მიიპყრო, სწორედ მათ დააფასეს გამძლე და იოლად სახმარი ფეხსაცმელი და ასე გრძელდებოდა ათიოდ წელი, სანამ 1967 წელს ლორდთა პალატის ლიდერი, ბარონი ედვარდ შექლეთონი პარლამენტის სხდომაზე “ქლარქსის უდაბნოს წაღებში” გამოწყობილი არ მიბრძანდა და, როგორც ამბობენ, კინაღამ სხდომა ჩაშალა – ლორდის კოლეგები და ბრიტენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები პოლიტიკური დებატების ნაცვლად მოდაზე დისკუსიებში ჩაებნენ და რამდენიმე მათგანმა ედვარდ შექლეთონს მიბაძა და “უდაბნოს წაღები” შეუკვეთა… ეს ყველაფერი, რაღაცით, ლევი სთრაუსის ჯინსის ისტორიას ჰგავს – ოქროს მაძიებელთათვის შეკერილმა შარვალმა მსოფლიოს პოდიუმები, ოფისები, სასწავლებლები დაიპყრო. იგივე დაემართა ნათან ქლარქის ნახელავსაც – დღეს “ქლარქსის უდაბნოს წაღა” მამაკაცის გარდერობის ერთ-ერთი Must Have არის. ის გასაოცრად უნივერსალურია – მკაცრად ცერემონიალურ ღონისძიებებს თუ გამოვრიცხავთ, არ არის შემთხვევა, სადაც Desert Boots-ს ვერ მოიხდენთ და ის უადგილოდ გამოჩნდება.
ამ ფეხსაცმლის პოპულარობა ისეთია, რომ, “ქსეროქსის” მსგავსად, კომპანიის დასახელება განზოგადდა და მრავალ ქვეყანაში “ქლარქს”-ს უწოდებენ “უდაბნოს” თარგზე მოჭრილ ნებისმიერ ფეხსაცმელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მწარმოებელი.
დღეს “ქლარქსი” “უდაბნოს წაღას” უკვე ქალებისთვისაც კერავს, ეს მოდელები განსხვავებული ფერთა გამით გამოირჩევა.
***
კომპანია C. and J. Clark International Ltd.-ს (იგივე Clarks) ისტორია 1825 წელს იწყება, როდესაც საირუს ქლარქმა (Cyrus Clark) ცხვრის ტყავის დამუშავება და ვაჭრობა დაიწყო. 5 წლის შემდეგ მას ძმა ჯეიმსიც (James Clark) შეუერთდა და სწორედ ჯეიმს ქლარქს მოუვიდა პირველად თავში იდეა, ტყავის ნარჩენები გადაყრის ნაცვლად ფოსტლების შესაკერად გამოეყენებინათ. მოგვიანებით ქლარქებმა შეიძინეს საკერავი მანქანა “ზინგერი” და თავიანთი მანუფაქტურაც გააფართოვეს. მეოცე საუკუნეში ბევრი რამ მოხდა – მექანიზაცია, შრომის დანაწილება, კონვეიერები, ომები (რამაც სამხედრო შეკვეთები მოიტანა)… შემდეგ იყო ახალი ასორტიმენტი, ახალი მოდელები, ქალების ფეხსაცმლის წარმოების დაწყება, ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, უკვე ნახსენები ნათან ქლარქის “უდაბნოს წაღა” და ლანს ქლარქის მოკასინები (კიდევ ერთი კლასიკა), ახალი საწარმოები ბრიტანეთს გარეთ: აშშ-ში, ევროპის სხვა ქვეყნებში, იაპონიაში…
ოფიციალური საიტის მტკიცებით, დღეს Clarks მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხსაცმლის მწარმოებელია.
კომპანიის აქციები დღემდე სირიუს და ჯეიმს ქლარქების მრავალრიცხოვან შთამომავალთა მფლობელობაშია.
საქართველოში “ქლარქსის” ფეხსაცმლის დისტრიბუტორია “ბემონი” – მაღაზია მდებარეობს აღმაშენებელზე (თუმცა, მე ჩემები ინტერნეტით ვიყიდე. თბილისის მაღაზიაში ძირითადად შავი და ყავისფერი სჭარბობს, მე კი ლურჯი ფერისა შევიძინე, ზამშის).

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
თემის ირგვლივ:
უქნარა, მეუდაბნოე, ზღვაოსანი და სხვები
“ბიტლების კედები
Posted on February 8, 2011, in All Posts, BrandsBox, StyleBox and tagged მოდა, ფეხსაცმელი, Clarcks. Bookmark the permalink. 30 Comments.


























abbey road-ზე რა არ წამიკითხავს, მაგრამ ჰარისონის ფეხსაცმელზე ვინმეს ყურადღება გაემახვილებინოს,არ მინახავს.
ლორდ ვეიდერის ოქროს სტანდარტით დაწერილი პოსტია – ორიგინალური, ინფორმატიული და საინტერესო.
მადლობა კომპლემენტისთვის.
ჰო, ყველა ფეხშიშველ მაქართნიზე წერს, მე კი ფეხსაცმლიან ჰარისონზე დავწერე.
პირიქით – კომპლიმენტისთვის მადლობა შენ
ლორდის ოქროს სტანდარტი სწორედ ეს არის – იმაზე წერ, რაც სხვამ ვერ შეამჩნია.ან,უბრალოდ, არ იცოდა. შენთან ყოველთვის ასეა.
სნობური და საყვარელი პოსტი გამოგივიდა, ლორდ
მე ყველა პოსტი სნობური მაქვს – ეს ჩემი სავაჭრო ნიშანია.
:)
ძნელი შესაჩნევი არ არის
მაგაზე პოსტიც კი მქონდა – სნობებზე სნობების წინააღმდეგ
:)
აი, მაგ პოსტის ლინკი მჭირდება.
ჰა… არა კონტექსტი სხვაა.
თუმცა, ლინკი აგერაა – http://wp.me/pBTza-1hk
ნამდვილი სნობის რეაბილიტაციის და ჰეროიზაციის კამპანია უნდა წამოვიწყო.. აშკარად უსამართლოდ აქვს ამ სიტყვას ნეგატიური ელფერი.
ზამშაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ ძნელი და ძვირი მოსავლელია.
არა, ნინკუშ, ძნელი სულაც არაა. ხარჯიანი კი, მაგრამ დიდი არაფერი ძნელიც არაა.
ძალიან ადვილად ისვრება და ძალიან ძნელად იწმინდება. მარტო მშრალად იწმინდება, დასველება არ უხდება…
დიდი ხათაბალაა მოკლედ.
თან თბილისურ თოვლჭყაპში.
ძნელი როგორ არაა. წვიმა არ უნდა მიაკარო, თოვლი, მტვერი და ქარი.
პატარა ბავშვივით ვუფრთხილდები.
არ დამესიენ სეხნიები
იწმინდება მშვენივრად. სპეციალური შამპუნია ან სფრეი – მოასხამ, გააშრობ და გადაწმენდავ. ძალიან მარტივად იწმინდება.
თან დამცავი სფრეი უნდა იხმარო და ნაკლებად დაისვრება.
ინსტრუქცია მოყვა
შემიძლია ბლოგზეც ავტვირთო თუ ძაან გაინტერესებთ.
თუ ახალი იცი რამე, დაწერე. ყურარებით წავიკითხავ.
ახალია თუ ძველი არ ვიცი…
ოკ. დავწერ. ჩათვალე, რომ შეკვეთა მიღებულია.
ეგ ჰარისონი არ იყო ერკიკ კლაპტონს ცოლი რო აახია?
დიდი ოხერი ვინმე იყო ეგეც.
ვაი შენ… მაგრად ჩაიჭერი ახლა.
ბიჭო, ჰარისონმა კი არ აახია ქლეფთონს ცოლი, პირიქით – ერიქამ აახია ჰარისონს.
აქ მაქვს ეგ ამბავი და გადაიკითხე და გაიხსენე.
http://wp.me/pBTza-au
ფუ… შემეშალა.
და ლუდზე დაგპატიჟებ.
:)
წაშალე ჩემი კომენტარი.
ჰა-ჰა…
არ ვიყიდები.
:)
თან ლუდისთვის ცივა ახლა.
ცოტა დათბეს და წავშლი.
shen isic gecodineba lenons da ringos ra fexsacmeli acviat,
მაგაზე დავწერ სხვა დროს
მაგარი ფეხსაცმელი აცვია ჰარისონს
და საერთოდ, ხარისხიანი და გამძლე, კომფორტული ფეხსაცმელები მიყვარს მე
ხო, მაკარტნის ფეხშიშველობა მართლა შესამჩნევია.
ჰარისონი განსაკუთრებულად მიყვარს, თუმცა მისი ფეხსაცმელები არ მომწონს. რინგოსი მომწონს.
რატომ არის ფეხშიშველი და ჰარისონი კი ფეხსაცმლიანი, მაგაზეც დავწერ მალე.
ველოდები. :დ
Clarks Desert Boots
სიმპოებია, ყოველთვის მომწონდა ბიჭებზე ეს სტილი – მაგრამ ასე თუ ერქვა და ისტორია წარმოშობის ნამდვილად არასოდეს არ ვიცოდი
სანამ 1967 წელს ლორდთა პალატის ლიდერი, ბარონი ედვარდ შექლეთონი პარლამენტის სხდომაზე “ქლარქსის უდაბნოს წაღებში” გამოწყობილი არ მიბრძანდა
მიყვარს ასეთი გაბედული ხალხი
მომინდა მეც ვიყო რარაცის მომგონებელი – და მომავალში ბლოგებმა წერონ ჩემზე
ამბიციური ვარ? თუ მეოცნებე :დ
კარგი იყო!
Pingback: როგორი ფეხსაცმელია მოდური « Tatatatuli's Blog