Sex in USSR და გაშიშვლებული სტალინა
“საბჭოთა კავშირში სექსი არ არის!” – ამაყად განუცხადა ფილ დონაჰიუს რუსმა *კუხარკამ* ლიუდმილა ივანოვამ, თუმცა, იმ ტელეხიდის დროს დარბაზში რომ ჰიუ ჰეფნერი მჯდარიყო… (კი, კი – სწორედ ის ჰიუ ჰეფნერი, “დიადი და საზარელი”), სათქმელი ნამდვილად ექნებოდა. ვინ-ვინ და ჰეფნერი ხომ თავად დარწმუნდა შორეულ 1964 წელს, რომ “რკინის ფარდის” მიღმა იყო სექსი და მერე რა სექსი…
აგერ, ბატონო იმ წლის მარტის Playboy-ს ფოტოსესია “გოგონები რუსეთიდან და რკინის ფარდის მიღმა ჩარჩენილი სხვა ქვეყნებიდან” (The Girls of Russia and the Iron Curtain Countries).
დანარჩენი სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფოტოსესიაში “ფლეიბოის” მოდელებად მონაწილეობა მიიღეს: ჩეხეთიდან: მსახიობებმა კარლა ხადიმოვამ და დანა სმუტნამ; პოლონეთიდან: მსახიობმა და ჟურნალისტმა ელზბიეტა სტუშინსკამ, მუსიკოსმა და მსახიობმა იოლანტა უმეჩკამ (გადაღებულია რომან პოლანსკის ფილმში “დანა წყალში”), მსახიობებმა ზოფია სლაბოშოვსკამ და ბეატა ტიშკევიჩმა (ანჯეი ვაიდას ყოფილი მეუღლე); იუგოსლავიიდან: სერბმა მსახიობებმა ბებე ლონჩარმა და მილენა დრავიჩმა (1962 წლის იუგოსლავიის საუკეთესო მსახიობი), ხორვატმა მომღერალმა და მსახიობმა დუნია დაიტერმა; საბჭოთა კავშირიდან: დიდი თეატრის რუსმა პრიმა-ბალერინამ ელენა რიაბინკინამ, ესტონელმა მსახიობმა ევე კივიმ, ტაჯიკმა ბალერინამ სტალინა აზამატოვამ (სახელი ხომ მაგარი აქვს და თან სტალინა სტალინაბადშა დაიბადა.
)
გარეკანზე მართლაც ულამაზესი ჩეხი მსახიობი ოლგა სხობეროვაა (ფილმი “ჯო-ლიმონათი” გინახავთ?
).
ფოტო-სესიას ხელმძღვანელობდა ლეგენდარული ჰერმან ლეონარდი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოპორტრეტისტი მსოფლიოში. გატაცებული იყო ჯაზით და მრავალი გენიალური ჯაზმენის საუკეთესო ფოტო სწორედ ლეონარდის გადაღებულია.
როგორც ყოვეთვის, “ფლეიბოის” ეს გამოცემაც დამშვენებულია არა მხოლოდ ლამაზი ქალებით, არამედ ლამაზი აზრებითაც – მის ფურცლებზე შეხვდებით შესანიშნავ ფანტასტ ართურ ქლარქს, სოციოლოგ ელვინ თოფლერს და ჯინ ფოლ გეთის, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მეწარმე და მენეჯერი იყო.
Playboy Magazine March 1964 [Paperback] შეიძინე ამაზონზე. ![]()
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ესაც კიდო საბჭოთა მოდა ლიტერატორის თვალით.
Posted on November 24, 2010, in All Posts, MixBox, VIPBox and tagged ადამიანები, კრეატივი, ლამაზმანები. Bookmark the permalink. 20 Comments.
























64-ში ფლეიბოის სასტავი საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და დიდი თეატრის ბალერინები ჟურნალისთვის გადაიღო???? ეგ ხრუშჩოვის დროა ხომ?
ზუსტად ეგრე – ჩამოვიდნენ – გააშიშვლეს.
ჰო, ხრუშჩოვის დროა. დათბობა დასავლეთთან.
ხრუშჩოვის დროს შემოვიდა პეპსი-კოლაც საბჭოთა კავშირში.
კოლა ჯანდაბას და საბჭოთა ქალების გატიტვლება კაპიტალისტური ჟურნალისთვის? რაღაც ფანტასტიკას გავს…
კოლა იდეოლოგიურად მავნე სასმელად ითვლებოდა.
ფანტასტიკა ეძახე და – ეგერ ფაქტი. მეც გამიკვირდა პირველად რომ გადავაწყდი.
geTanxmebi,
neta shemdeg ra bedi eciat am qalebs?
ოჰ, რა ცუდად მახსოვს ეს ხრუშჩოვის დრო
მაგარი ფოტკებია
არადა, კაი დრო ყოფილა
64-ში მოაშორეს ხრუშჩოვი და ბრეჟნევი მოვიდა. მაგის გამო ალბათ.
ჰო… ვნახე ვიკიპედიაში – შემოდგომაზე მოუშრებიათ. ეს ნომერი კი მარტისაა – ასე რომ, შეიძლება ითქვას, ხრუშჩოვი ქალებს გადააყოლეს.
:)
რამდენი რამ არ ვიცით საბჭოთა კავშირზე.
ან არ გვახსოვს.
ნიკიტას საღოლ! და იმ ქალებსაც, ვინც ფლეიბოისთვის გადაღება გაბედეს 64-ში.
მაგრამ რუსი, ესტონელი და ტაჯიკი და ქართველი ვერავინ ნახეს? საქართველოშ ლამაზი ქალები არ გვყავდა 64-ში?
ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაუღიათ. ცალკე ფოტოსესია იყო: “საქართველოს ქალი”
http://bit.ly/fNUV5z
albat mashindel qartvel qalebs ulvashebi qondat da chais krefisgan gamcvanebuli xelebi
სად გამოჩხრიკე ეგენი?
ისე, მაინც როგორ გაბედეს გახდა
გარეკანზე მყოფი ჩეხი მსახიობის გარდა სხვებიც რავიცი რავიცი
ჰო, გასაკვირია… მაგრამ შეთანხმებული იქნებოდა კრემლთან.
ვიცოდი ეს ფაქტი. 64 და საბჭოთა კავშირი ეძახე შენ და რა გოგოები არიან ?! :დ
აი მაშინ სულ სხვა სტანდარეტბი იყო.. სილამაზე სხვანაირად აღიქვებოდა…. აბა 90/60/90 აბა? აბა?
მაიცა… ფბ-ზე დავდებ ახლა რაღაცს.
Pingback: Piquant Soviet Pin-Up « Molly Bloom's Day