Sex in USSR და გაშიშვლებული სტალინა

“საბჭოთა კავშირში სექსი არ არის!” – ამაყად განუცხადა ფილ დონაჰიუს რუსმა *კუხარკამ* ლიუდმილა ივანოვამ, თუმცა, იმ ტელეხიდის დროს დარბაზში რომ ჰიუ ჰეფნერი მჯდარიყო… (კი, კი – სწორედ ის ჰიუ ჰეფნერი, “დიადი და საზარელი”), სათქმელი ნამდვილად ექნებოდა. ვინ-ვინ და ჰეფნერი ხომ თავად დარწმუნდა შორეულ 1964 წელს, რომ “რკინის ფარდის” მიღმა იყო სექსი და მერე რა სექსი…

აგერ, ბატონო იმ წლის მარტის Playboy-ს ფოტოსესია “გოგონები რუსეთიდან და რკინის ფარდის მიღმა ჩარჩენილი სხვა ქვეყნებიდან” (The Girls of Russia and the Iron Curtain Countries).

Playboy-1964, cover

Playboy-1964, photo1Playboy-1964, photo2

დანარჩენი სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ფოტოსესიაში “ფლეიბოის” მოდელებად მონაწილეობა მიიღეს: ჩეხეთიდან: მსახიობებმა კარლა ხადიმოვამ და დანა სმუტნამ; პოლონეთიდან: მსახიობმა და ჟურნალისტმა ელზბიეტა სტუშინსკამ, მუსიკოსმა და მსახიობმა იოლანტა უმეჩკამ (გადაღებულია რომან პოლანსკის ფილმში “დანა წყალში”), მსახიობებმა ზოფია სლაბოშოვსკამ და ბეატა ტიშკევიჩმა (ანჯეი ვაიდას ყოფილი მეუღლე); იუგოსლავიიდან: სერბმა მსახიობებმა ბებე ლონჩარმა და მილენა დრავიჩმა (1962 წლის იუგოსლავიის საუკეთესო მსახიობი), ხორვატმა მომღერალმა და მსახიობმა დუნია დაიტერმა; საბჭოთა კავშირიდან: დიდი თეატრის რუსმა პრიმა-ბალერინამ ელენა რიაბინკინამ, ესტონელმა მსახიობმა ევე კივიმ, ტაჯიკმა ბალერინამ სტალინა აზამატოვამ (სახელი ხომ მაგარი აქვს და თან სტალინა სტალინაბადშა დაიბადა. :) )

გარეკანზე მართლაც ულამაზესი ჩეხი მსახიობი ოლგა სხობეროვაა (ფილმი “ჯო-ლიმონათი” გინახავთ? :) ).

ფოტო-სესიას ხელმძღვანელობდა ლეგენდარული ჰერმან ლეონარდი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოპორტრეტისტი მსოფლიოში. გატაცებული იყო ჯაზით და მრავალი გენიალური ჯაზმენის საუკეთესო ფოტო სწორედ ლეონარდის გადაღებულია.

როგორც ყოვეთვის, “ფლეიბოის” ეს გამოცემაც დამშვენებულია არა მხოლოდ ლამაზი ქალებით, არამედ ლამაზი აზრებითაც – მის ფურცლებზე შეხვდებით შესანიშნავ ფანტასტ ართურ ქლარქს, სოციოლოგ ელვინ თოფლერს და ჯინ ფოლ გეთის, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მეწარმე და მენეჯერი იყო.
Playboy Magazine March 1964 [Paperback] შეიძინე ამაზონზე. :)
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ესაც კიდო საბჭოთა მოდა ლიტერატორის თვალით.

About these ads

About Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes.

Posted on November 24, 2010, in All Posts, MixBox, VIPBox and tagged , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. 64-ში ფლეიბოის სასტავი საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და დიდი თეატრის ბალერინები ჟურნალისთვის გადაიღო???? ეგ ხრუშჩოვის დროა ხომ?

    • ზუსტად ეგრე – ჩამოვიდნენ – გააშიშვლეს. ;)
      ჰო, ხრუშჩოვის დროა. დათბობა დასავლეთთან.
      ხრუშჩოვის დროს შემოვიდა პეპსი-კოლაც საბჭოთა კავშირში. :)

  2. კოლა ჯანდაბას და საბჭოთა ქალების გატიტვლება კაპიტალისტური ჟურნალისთვის? რაღაც ფანტასტიკას გავს… :)

    • კოლა იდეოლოგიურად მავნე სასმელად ითვლებოდა. :)

      ფანტასტიკა ეძახე და – ეგერ ფაქტი. მეც გამიკვირდა პირველად რომ გადავაწყდი. :)

    • geTanxmebi,
      neta shemdeg ra bedi eciat am qalebs?

  3. ოჰ, რა ცუდად მახსოვს ეს ხრუშჩოვის დრო :D :D :D

    მაგარი ფოტკებია

  4. 64-ში მოაშორეს ხრუშჩოვი და ბრეჟნევი მოვიდა. მაგის გამო ალბათ. :)

    • ჰო… ვნახე ვიკიპედიაში – შემოდგომაზე მოუშრებიათ. ეს ნომერი კი მარტისაა – ასე რომ, შეიძლება ითქვას, ხრუშჩოვი ქალებს გადააყოლეს. :) :)

  5. რამდენი რამ არ ვიცით საბჭოთა კავშირზე. :) ან არ გვახსოვს.

  6. ნიკიტას საღოლ! და იმ ქალებსაც, ვინც ფლეიბოისთვის გადაღება გაბედეს 64-ში.
    მაგრამ რუსი, ესტონელი და ტაჯიკი და ქართველი ვერავინ ნახეს? საქართველოშ ლამაზი ქალები არ გვყავდა 64-ში?

  7. სად გამოჩხრიკე ეგენი?

  8. ისე, მაინც როგორ გაბედეს გახდა :) :) გარეკანზე მყოფი ჩეხი მსახიობის გარდა სხვებიც რავიცი რავიცი :)

  9. ვიცოდი ეს ფაქტი. 64 და საბჭოთა კავშირი ეძახე შენ და რა გოგოები არიან ?! :დ

  10. აი მაშინ სულ სხვა სტანდარეტბი იყო.. სილამაზე სხვანაირად აღიქვებოდა…. აბა 90/60/90 აბა? აბა?

  1. Pingback: Piquant Soviet Pin-Up « Molly Bloom's Day

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 211 other followers

%d bloggers like this: