Stylish Blog

რა შეუძლია და არ შეუძლია Amazon Kindle-3-ს?

27 Comments

ეს კითხვა-პასუხი დაწერილია Kindle Keyboard- მესამე თაობის კლავიატურიანი  “ქინდლისთვის”, თუმცა ბევრი ასპექტი (რაც ეხება წიგნების ფორმატს, ყიდვის პროცედურებს, ამაზონის სერვერზე პირადი წიგნების თაროს გამოყენებას და ა.შ.) ახალი თაობის ყველა “ქინდლისთვის” საერთოა, უახლესი Kindle Paperwhite-ის ჩათვლით.

შემიძლია თუ არა “ქინდლით” PDF ფაილების წაკითხვა?

შეგიძლიათ. “ქინდლს” აქვს PDF ფორმატის მხარდაჭერა. თუმცა, ეკრანის ზომებიდან გამომდინარე, 1-გვერდზე დაბეჭდილი ტექსტის წაკითხვა უფრო იოლია, ვიდრე 2-გვერზე გაშლილი (ჟურნალის ტიპის) PDF დუკუმენტებისა.

შემიძლია თუ არა “ქინდლით” უფასო წიგნების გადმოქაჩვა და წაკითხვა?

“ამაზონს” 2 მილიონამდე უფასო წიგნი აქვს კოლექციაში, გარდა მაგისა, შეგიძლიათ “ქინდლისთვის” უსასყიდლოდ გადმოქაჩოთ Project Gutenberg, Baen, Feedbooks, Google Books-ზე განთავსებული  წიგნებიც.

რა ფორმატის ელექტრონული წიგნების წაკითხვა შემიძლია “ქინდლით”?
“ქინდლი” ოპტიმიზირებულია KF8, AZW, MOBI, PDF, TXT და PRC ფორმატის აღსაქმელად. თუ თქვენ გსურთ FB2 და არადაშიფრული EPUB ფორმატის წიგნების წაკითხვა, ყველაზე იოლია უფასო კონვერტორის გამოყენება, როგორიცაა Calibre და MOBI e-Book Creator, მათი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის ტექსტის (DOC, HTML, EPUB…) გადაყვანა MOBI ფორმატში.

  • NB! lit.ge-ს წიგნებს ქინდლი ვერ გახსნის, ეს წიგნები კოდირებულია – დაშიფრული!

ამის გარდა, შესაძლებელია არა-“ქინდლის” ფორმატის დოკუმენტის გადაგზავნა თქვენს ინდივიდუალურ “ქინდლის” ელექტრონულ მისამართზე “ამაზონისთვის”, სადაც მისი კონვერტაცია მოხდება AZW ფორმატში და თქვენს წიგნების თაროზე დაიდება “ამაზონის” სერვერზე, საიდანაც შეგიძლიათ, უფასოდ გადმოქაჩოთ Wi-Fi/Internet ან 3G კავშირის მეშვეობით.

აქვს თუ არა “ქინდლს” აუდიო ფაილების მხარდაჭერა?

“ქინდლით” შეგიძლიათ მოისმინოთ AA, AAX და MP3 აუდიო-ფაილები. ამასთან, “ქინდლს” TTS (Text-to-Speech – ტექსტის აჟღერების) ფუნქციაც აქვს (მხოლოდ ინგლისურ ტექსტთან მუშაობს). “ქინდლს” ორი სტერეფონური დინამიკი აქვს და  ყურსასმენიც უერთდება.

როგორ მუშაობს “ქინდლის” ვებ-ბრაუზერი?

მესამე თაობის “ქინდლი” “საფარის” ბაზაზე აწყობილი ვებ-ბრაუზერითაა აღჭურვილი. ის საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ გუგლის და იაჰუს საძიებო სისტემასთან, შეამოწმოთ ი-მეილი, გაეცნოთ ინფორმაციას, სტატიებს, ბლოგებს… იმ შემთხვევაში, თუ საიტი გადატვირთულია გრაფიკით, “ქინდლის” ბრაუზერს აქვს საგანგებო ოფცია “Read Mode” (კითხვის რეჟიმი), რომელიც ახდენს ამგვარი საიტის შეკუმშვას/ოპტიმიზაციას “ქინდლისთვის”.

შემიძლია თუ არა “ქინდლით” RSS ფიდების გამოწერა და წაკითხვა?

“ქინდლის” ბრაუზერს ფიდების გამოწერისა და აფდეითის პირდაპირი მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა,  შეგიძლიათ ამ მიზნით http://kindlefeeder.com-ისა და სხვა მსგავსი საიტების გამოყენება.

როგორ გამოვიყენო Instapaper?

Instapaper სრულად მორგებულია “ქინდლს”. ეს საიტი თქვენს მიერ დაფავორიტებულ მასალებს ავტომატურად აგზავნის თქვენს ინდივიდუალურ “ქინდლის” ელექტრონულ მისამართზე და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გაეცნოთ.

შემიძლია თუ არა “ქინდლით” არა-ინგლუსურენოვანი ტექსტების წაკითხვა?

მესამე თაობის “ქინდლი” სრულად ინტერნაციონალურია – მას უნიქოდ შრიფტების მხარდაჭერა აქვს და ნებისმიერ ენაზე დაწერილ ტექტს კითხულობს, თქვენს გემოზე შრიფტის ზომის შეცვლაც შეგიძლიათ. ამავე დროს “ქინდლში” ჩატვირთულია ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი და კურსორით სიტყვის მონიშნვისას, ეკრანზე მისი მნიშვნელობა გამოაქვს. შესაძლებელია სხვა ლექსიკონების (ვთქვათ, მიულერის ინგლისურ-რუსული ლექსიკონის) დამატებაც.

შემიძლია თუ არა “ქინდლში” დოკუმენტებისა და წიგნების დახარისხება საქაღალდეებში?

“ქინდლში” ასეთ საქაღალდეებს ეწოდებათ “Collections” (კოლექციები), შეგიძლიათ ნებისმიერი დოკუმენტი ავტორის, სიუჟეტის, გამოცემის წლის, ფორმატის ან ნებისმიერი სხვა პარამეტრის მიხედვით დაახარისხოთ და სხვადასხვა კოლექციაში განათავსოთ.

შემიძლია თუ არა ჩემს მიერ შეძენილი წიგნი ოჯახის სხვა წევრს გადავუგზავნო მის “ქინდლზე” ბლუთუსით?

“ქინდლი” არ არის აღჭურვილი ბლუთუსით.

“ამაზონიდან” თქვენს მიერ გადმოქაჩული ყველა წიგნი თქვენს ინდივიდუალურ თაროზე ინახება კომპანიის სერვერზე. შეგიძლიათ თქვენს მიერ შეძენილი წიგნი ახლობელს ათხოვოთ წასაკითხად და ეს წიგნი მის თაროზეც დაიდება, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი განათხოვრებული წიგნი მისი თაროდან ავტომატურად გაქრება.
(*განათხოვრების სერვისი ყველა ქვეყანაში არ მოქმედებს და ქართველი მომხმარებლებისთვის, სამწუხაროდ, ხელმიუწვდომელია).

შემიძლია თუ არა წაკითხული წიგნების შესახებ ჩემი აზრი გავაცნო მეგობრებს სოციალურ ქსელში?

შეგიძლიათ – სიიოლისთვის “ქინდლში” შესაძლებელია კითხვის დროს გააკეთოთ შენიშნვები და ისინი მეყსეულად გამოაქვეყნოთ “თვითერში” Wi-Fi-ს მეშვეობით, თუმცა, “ქინდლი” პირველ ყოვლისა მაინც საკითხავი მოწყობილობაა და არა საწერი. ვრცელი ოპუსების შესაქმნელად “ქინდლის” კომპაქტური კლავიატურა ნაკლებად გამოსადეგია.

ჩემი პირადი შთაბეჭდილება ასეთია: “ქინდლის” კლავიატურა ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამასთან, თუ მობილურით ვახერხებთ ტექსტის აკრეფას, “ქინდლში” ეს მილიონჯერ უფრო კომფორტულია.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ “ქინდლის” ბრაუზერი ერთფანჯრიანია და ერთდროულად მრავალ ფანჯარას ვერ ხსნის. ქინდლს მხოლოდ ლათინური კლავიატურა აქვს.

****

სხვათა შორის:

ფლორიდაში მდებარე სასწავლებელმა Clearwater High School და “ამაზონმა” გააფორმეს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რაც ითვალისწინებს საწავლო პროცესში “ქინდლის” გამოყენებას. Clearwater High School-ის ყველა სტუდენტს გადაეცა “ქინდლი” ჩატვირთული სახელმძღვანელოებით. სასწავლებლის ხელმძღვანელთა განცხადებით, ეს ინსტიტუტს ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს, ამის გარდა, განათლების მიღების პროცესსაც გაადვილებს, რამდენადაც “ქინდლი” სტუდენტს სახელმძღვანელოში სასურველი ადგილის სწრაფად და მარტივად მოძებნისა და შენიშნვების დამატების საშუალებას აძლევს, ისე, რომ სახელმძღვანელო არ შეილახოს (როგორც ეს ნაბეჭდი პროდუქციის შემთხვევაში მოხდებოდა), “ქინდლში” ინსტალირებული განმარტებითი ლექსიკონი კი ხელს უწყობს ტექსტის უკეთ გაგებასა და აღქმას.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ქინდლომანია

როგორ გამოვიყენოთ Calibre (ტუტირალი by Gobernador Panza )

About these ads

Author: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes.

27 thoughts on “რა შეუძლია და არ შეუძლია Amazon Kindle-3-ს?

  1. მადლობა.
    ძალიან საინტერესო იყო.
    ძალიან მინდა ვნახო, როგორ მუშაობს. ლამის, ვიყიდო, ისე მინდა. ;)

    Like

    • ვიდეო-მიმოხილვები ბევრია იუთუბზე და კო.
      გადახედე. კარგ შთაბეჭდილებას შეგიქმნის.

      Like

  2. ამომწურავადაა დაწერილი!
    +1

    მაგრამ ჩვენთან არ იყიდება. ამაზონიდან რომ შევუკვეთო კი უნდა განბაჟდეს.

    ისე, ამაზე რას იტყვი? http://www.the-ebook.org/?p=1998

    Like

    • ადრე თაჩსქრინი უპირატესობა მეგონა, ახლა ბეზოსს ვენდობი, როდესაც ამბობს, რომ კითხვისთვის ჯობია ეკრანი თაჩსქრინის გარეშე.
      თან, ნავიგაციისთვის შეიძლება თაჩსქრინი ჯობდეს, მაგრამ ტექსტის ასაკრეფად, მე კლავიატურა მირჩევნია.
      ჰენდრაითინგი – კარგი გასართობია, მაგრამ რიდერი მაინც რიდერია და ნოუთბუქს ვერ შეცვლის, ასე რომ ჩემთვის პირადად ეგ ფუნქცია ზედმეტია.

      ჩვენთან (საქართველოში) – ქინდლი საბაჟო free ზღვარში ჯდება, ასე რომ არ ბაჟდება. თქვენთან თუ ბაჟდება – სონიც ხომ განბაჟდება? არ მგონი სონი იყოს ქინდლზე იაფი.
      Pocketbook კი ქინდლზე ძვირია და მით უმეტეს სონი…
      ასე რომ, მე რომელიც ვიყიდე ქე იცი და ისე, Nook-იც ძალიან კარგია.

      Like

  3. სანამ ქინდლი არ ჩამოგივა, სხვა პოსტები არ იქნება, ხომ?
    :):):)

    Like

  4. ტოტალურად ქინდლისტი გახდი ხო? :)

    Like

    • ჯერ ჩამომივიდეს.
      ერთი-ორი კვირა ვნახო როგორ იქცევა.

      მაგრამ, იმდენი ევალუეიშენი ვნახე, რომ 99% დარწმუნებული ვარ, რომ მეც მაგ ფან-კლუბში აღმოვჩნდები. :)

      Like

  5. სონით მოხიბლული ვარ, და ქინდლი არ გამიტესტია, ვიზუალიტ სონი მომწონს..

    Like

  6. ანუ ის მხოლოდ ელექტრონული წიგნი და გაზეთია ხო???

    ვფიქრობ მომავალში ხომ არ ვიყიდომეთქი. ასრაღაც დოლარი ღირს მგონი.

    Like

    • 139. ამის წინა პოსტი ჯეფ ბეზოსის ინტერვიუა და იქ დეტალურად საუბრობს რა არის ქინდლი, ფასი და ა.შ.
      ისევე როგორც ინფორმაცია, ბლოგი, ი-მეილი… ნებისმიერი ტექსტისთვის გამოდგება, თუ ძალიან არ არის გადატვირთული ფლეშით.
      მეილზე პასუხიც შეგიძლია და დათვითვაც თუმცა მხოლოდ ლათინური ანბანით.

      Like

  7. ახალი პოსტი არ იქნება? :)

    Like

  8. სასარგებლო ინფორმაცია იყო :) მე ვაპირებ მეუღლისთვის ყიდვას შემოდგომის ბოლოს, ბატარია რეალურად რამდენ ხანს ყოფნის ნეტა?

    Like

    • ჯერ 1 დრეც არ მაქვს, ასე რომ ვერ დავიჟინებ, მაგრამ ბეზოსი ამტკიცებს 1 თვეო.
      http://wp.me/pBTza-17U

      მე – მჯერა.

      ნოემბრის 15-დან საშობაო სეილები უნდა დაიწყოს წესით. :)

      Like

  9. გილოცავ შენაძენს :)
    1-2 კვირა გასულა (ახლკა ვნახე ეს პოსტი) და კმაყოფილი ხარ შენი ქინდლით?
    მეც მინდა ყიდვა…

    Like

  10. მადლობთ დაწვრილებითი review-სთვის! ასეთი კითხვები დამრჩა:

    1) ქართულ .doc და .pdf-საც თუ კითხულობს Kindle 3?
    2) სიბნელეში კითხვა თუ შესაძლოა?

    Like

    • PDF ხსნის, დოკ-ს კონვერტაცია ჭირდება და ისე ხსნის, მაგრამ უპრობლემოდ – ნებისმიერ უნიქოდ ფონტს კითხულობს ქართულის ჩათვლით. ფეისბუქზე ჩავატარე ექსპერიემნტი ქართული წიგნი გამომიგზავნეს, ჩავტვირთე და წაიღო ჩვეულებრივად. ფოტოებიც კი დავდე.

      დამოუკიდებელი განათება ეკრანს არ აქვს. წარმოიდგინე, რომ ქაღალდზე ნაბეჭდი ტექსტი გიჭირავს – ასე რომ ღამე განათება დაგჭირდება. სამაგიეროდ დღე მზეზეც კი ბლიკები არ აქვს.
      აი კიდევ მაგაზე: http://wp.me/pBTza-17U

      Like

  11. მადლობთ ამომწურავი ინფორმაციისთვის! ყველაფერი გასაგებია და მგონი გადაწყვეტილებაც მიღებულია :)

    Like

  12. Pingback: Yet another Amazon Kindle 3 Review « Shalva's Blog

  13. Pingback: გამოქინდლებულები | ზარმაცი აბიტურიენტის ბლოგი

  14. kindle touch kitxulobs qartul srifts?

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 387 other followers