ყველაზე ლამაზი ტრაკი მსოფლიოში
ორიოდ დღის წინ ყოვლისმცოდნე “გუგლმა” ჩემს ბლოგზე “ტრაკის” მძებნელი ადამიანი შემოიყვანა. არ ვიცი, იპოვნა თუ არა მან, რასაც ეძებდა, თუ “გუგლის” აფერისტობის მორიგი მსხვერპლი გახდა. ყოველ შემთხვავაში, ბლოგინგის მეორე კანონის თანახმად, ახლა ამ უცნობი მკითხველის ინტერესი უნდა დავაკმაყოფილო.
ისმინე, ტრაკის მძებნელო…
![]()
მიუნხენი (სხვათა შორის, უფრო ზუსტია მ(ი)უნჩენი – ჩემი ბავარიელი მეგობარი რაღაც ამგვარად გამოთქვამს
) რა ხანია საყოველთაოდაა ცნობილი, როგორც ლუდის ფესტივალის დედაქალაქი, მაგრამ 2007 წელს ის, აგრეთვე, ტრაკების ფესტივალის დედაქალაქად იქცა – გერმანულმა თეთრეულის მწარმოებელმა კომპანიამ Sloggi (Triumph International AG) სწორედ მიუნხენი აირჩია დედამიწის ყველაზე ლამაზი ტრაკის გამოსავლენი პირველი კონკურსის ჩასატარებლად დევიზით: “დამანახე შენი სლოგი” (“Show Me Your Sloggi”)
42 ულამაზესი ტრაკის მფლობელი ფინალისტი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ბავარიის ულამაზეს დედაქალაქში შეიკრიბა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა. ჟიურის თავმჯდომარის რეი ქოქსის აზრით, ყველაზე ლამაზი ტრაკის კონკურსი, სილამაზის სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, ყველაზე ობიექტურია. აქ ჩაწყობა და მაიმუნობა გამორიცხულია. ყველაფერი, როგორც იტყვიან, სახეზეა… თუმცა, ისა, სახეზე როგორ იქნება… ყველაფერი ტრაკზეა მოკლედ და ჟიურის ვერდიქტიც სამართლიანია. (Reuters video).
პირველი ისტორიული კონკურსის გამარჯვებული ქალებს შორის ბულგარელი კრისტინა დიმიტროვა გახდა, რომელმაც ესპანელ მარია გონზალესსა და პორტუგალიელ მარტა მორეირას აჯობა. მამაკაცებს შორის კი გამარჯვება რუმინელ ანდრეი ანდრეის ერგო.
- ლათინთა ტრაკების მოყვარულნო,
გამაგრდით! საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ყველაზე ლამაზი ტრაკები ლათინურ ამერიკაშია, კვლავ ძალაშია, თუნდაც იმიტომ, რომ მომდევნო წლის პაექრობის დროს აღმოსავლეთ ევროპული ტრაკების ტრიუმფს ბრაზილიელმა მელანი ნუნიესმა მოუღო ბოლო. სხვათა შორის, მეორე კონკურსის დასკვნით ეტაპს პარიზმა უმასპინძლა.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტრაკის მფლობელებს ჯილდოდ 10’000 ევრო და კომპანიასთან 1 წლიანი სარეკლამო კონტრაქტი გადაეცათ. ამასთან, მათი ტრაკები გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ დააზღვია.
ცუდი პირობები არაა, რას იტყვით?
ჰოდა, ვისაც მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობა სურს და საკუთარ ტრაკში დარწმუნებულია, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია ქ-ნ ანე რააბს მიმართოს:
Anne Raab
Marsstraße 40
80335 München
Telephone:
089 / 51 11-8218
ქალბატონებს შეგიძლიათ საკონკურსო ფოტოები მეც გამომიგზავნოთ. სიამოვნებით გამოვაქვეყნებ. ყველა ეროვნული საქმის მხარდამჭერი ვარ! ![]()
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ახლა ვნახე BigCrow-ს პოსტი ფლეშმობი ”კინოთეატრი” ჰოდა, ეგ კი კაია, მაგრამ იმავე პოსტში ნახსენები უშარვლო ფლეშმობი ნამდვილად წაადგებოდა ყველაზე ლამაზი ტრაკის ეროვნული კონკურსანტების შერჩევის საქმეს.
Posted on March 29, 2010, in All Posts, FunBox, MixBox and tagged იუმორი, ლამაზმანები. Bookmark the permalink. 35 Comments.
























მიუნხენი მიუნხენია, მიუნჩენს ანგლოსაქსები ამბობენ.
იტალიელები მონაკო დი ბავიერას უწოდებენ
ფრანგები – მუნშენს
მაგრამ ქალაქს მაინც მიუნხენი ქვია
ეგ ინგლისურად ჟღერს როგორც “მიუნიჰ/ქ”.
გერმანულადაა ზუსტად მ(ი)უნჩენ… ან უფრო მ(ი)უნ-ჰ-ენ.
ქართველებმა კი, რა თქმა უნდა, კვლავ რუსული ვერსია ავირჩიეთ.
ha ha haaa:DDD
როგორ ზრუნავ თითოეულ იუზერზე, შემთხვევითზეც კი!
შემთხვევითიო და აგე ნახე:

ახალი შედეგები
mgoni sajdomi ufro important aris, vidre mkerdi
qalis garegnobas vgulisxmob
ინგლისელიც და ფრანგიც ქალს გზას უთმობენ.
ინგლისელი იმიტომ, რომ ჯენტლმენია.
ფრანგი იმიტომ, რომ უკნიდანაც შეაფასოს.
მეტირება
რამდენი უნდა ივარჯიშო ნეტა ადამიანმა
სლავა ბოგუ ჩამოკიდული და ბანძი არ მაქვს
მაგრამ განვაგრძობ ვარჯიშს
ლათინურ ამერიკაში ბუნებრივადა აქვთ. ვარჯიშის გარეშე
xoo vici
borotebi egeni
gushin praimshi fitnesze davicke siaruli da iq agmovachine dundulebis trenajori :d
da shemikvarda
ლოოოოოოლ…. კინაღამ გადმოვარდი სკამიდან სიცილისგან…
ხო, ლათინთა საჯდომების ქება მეც მსმენია. გამიგონია, ბუნებრივად აქვთო, უფრო სწორედ, ბურთებივით…
აი ეროვნული საქმის მხარდამჭერი ვიქნებიო, ისაო ესაო, აქ ამ საკითხში ცოტა მეცოდება Lord Vader–ი, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ ქართველ ქალებს საჯდომი ნორმალური არ აქვთო, ანუ ბურთებივით არ აქვთო.
ნუ ახლა საკონკურსოდ 2-3 მოიძებნება იმედია.
ეგრე როგორ გაგვწირავს ბუნება…
დაუნდობელები ხართ
ბუნებრივად არ ვიცი
მაგრამ ქართული ცეკვების ვარჯიშები მაგრად აყენებს ტაკოს დამიჯერე
და მერე ქართველებშიც ხომ არიან გოგოები რომლებიც ყურადღებას აქცევენ ამ ადგილებს და ცდილობენ დახვეწაზე
ყველაფერი კარგი ვერ გექნება ყველას – სამწუხაროდ
ისე, საძიებელ გრაფაში ამ ფრაზამაც მიიქცია ჩემი ყურადღება:
მაკა ასათიანის სახლი შვეიცარიაში–ო… ლოოოოლ, რას არ ნახავს ადამიანი…
ჰო ეგ უკვე გავარჩიეთ ფეისბუქში მე და მაგ სახლის პატრონმა.
ამ ბლოგის ფართო თემატიკით განცვიფრებული ვარ.
ერიკ კლაპტონიდან, ალისადან, ლაპიდუსიდან, ტრაკებამდე
გამარჯვებული კაცების ტრაკები რატო არ დადე?
ჩვენთვის ამ შემთხვევაში როგორც ჭადრაკში – პრიორიტეტი ქალთა შეჯიბრის მოგებაა.
დისკრიმინაციაა!
ise scoria es gogo
shexedavda kaci
ხო ისე, მამაკაცთა საჯდომების ფოტოც უნდა დაიდოს. გენდერული თანასწორობისთვის
მართალია, უნდა დაიდოს. კაცი უტრაკობით დაიწუნება და არა ტრაკით
აქ უამრავი პოსტია და გაწვალდები ეგრე ფურცვლით
ზემოთ, “რუკა” ნახე იქ დაჯგუფებულია თემატურად
au lord, recent komentebi charte raa
ufro iolia nmkitxvelisatvis
კვირაში ერთხელ რაღაც სარეკლამო ლინკები მხვდება და სად ვდიო მერე მე მაგათ?
კაცი არა. ქალი შეიძლება, შეხედავდა
მოვითოვთ! მკითხველი ყოველთვის მართალიას პრინციპი არ მოქმედებს აქ?
Levi’s Big Sale აქცია დაიწყო ამაზონზე. და არ გამაზოთ.
ეეე ეს რა სატყუარა იყო
სადაა დიდი ფოტოები
დაკლიკე და გაიზრდება
უფრო მსხვილი პლანით ეროვნული ტრაკები რომ იყოს კი ბატონო. ახლა უცხოტომელთა ტრაკებს ხომ არ დავაპიარებ. ისიც, უფასოდ.
ვაიმეეე, რომელი კაცუნა დავხატო ეხლა აქ რომ ჩემი სიცილის ხარისხი გადმოსცეს? სამსახურიდან ნამდვილად გამაგდებენ ტრაკების ჭვრეტისას თუ შემომისწრეს
ტრაკის მძებნელს რა უჭრს და ჟიურის თავმჯდომარე თუ გადარჩა ცოცხალი, ხომ ფეთქვს? : D
თან ჩემი ცხოვრების არსებულ ეტაპზე ზუსტად „სადიას ბარკლებთან“ ბრძოლით ვარ დაკავებული და ძალიან აქტუალური იყო. ერთი სიტყვით, გვერდი ერთმნიშვნელოვნად „დავასუბსქრაიბე“
სწავლის ძირი მწარე არის… გავერკვევი თანდათან, იმედია
“მიუნჰ/ხენია სწორი ვერსია. ანუ “ხ”–სა და “ჰ”–ს შორის. რადგან ch ხან ისე გამოითქმის, ხან ისე, ხან ორივენაირად.
მაგალითად ich იჰ არ არის და არც იხ. საშუალოა.
პოსტს რაც შეეხება, P.S. მაგარი იყო
“ყველაფერი ტრაკზეა” კაი იყო