საშობაო საჩუქარი Amazon.com-ისგან: ახალი სერვისი

Amazon.com თავის კლიენტებს სთავაზობს ახალ სერვისს Amazon PayPhrase (“ამაზონის გადახდის ფრაზა”), რომელიც ონლაინ-შოფინგსა და ინტერნეტ-მაღაზიებში ფულის ფლანგვას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს. :)

მისი გამოყენებისთვის “ამაზონ.კომ”-ის კლიენტმა უნდა მოიფიქროს რაიმე ფრაზა (ვთქვათ, “I am the best buyr in the world”) და 4-ციფრიანი PIN-ი და შეიყვანოს ისინი Amazon.PayPhrase ინტენრნეტ-გვერდზე სპეციალურ ფანჯარაში და დაამახსოვრებინოს – აქედან მოყოლებული თქვენს მიერ მოფიქრებული ფრაზა თქვენს ინდივიდუალურ გასაღებად იქცევა, რომელიც მრავალი ვებ-მაღაზიის (DKNY, J&R Electronics, Car Toys, Buy.com… და სხვა) კარს შეაღებს.

თუკი, ამ ვებ-მაღაზიებში რამის შეძენა გსურთ, იქ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომრისა და მისამართის შეყვანა საჭირო აღარაა  – საკმარისია ის PayPhrase აკრიფოთ, რომელიც მანამდე “ამაზონ”-ს გაანდეთ, დანარჩენს – “ამაზონი” მიხედავს. როგორც თავად “ამაზონი” ადასტურებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს პრაქტიკულად ყველა წამყვან ინტერნეტ-მაღაზიასთან, რათა ისინიც შეუერთდნენ Amazon PayPhrase-ის საპარტნიორო სისტემას.

Amazon PayPhrase, გარკვეულად, მსგავსია Google Checkout და PayPal-ის სისტემებისა, მაგრამ, PayPal საქართველოსთან არ მეგობრობს, Google Checkout-ს კი არ ყავს სიაში ისეთი კარგი მაღაზიები როგორც Amazon PayPhrase-ს (თუნდაც DKNY რად ღირს!).

“ჩვენი კლიენტები უეჭველად დააფსასებენ PayPhrase-ის სერვისის სიიოლეს და მოხერხებულობას,” – განუცხადა New York Times-ს Amazon PayPhrase-ის გადახდების გენერალურმა მენეჯერმა მეთ უილიამსმა, – “სხვადასხვა ვებ-მაღაზიაში შოფინგისთვის მათ არ მოუწევთ ამ საიტებისთვის თავიანთი საკრედიტო ბარათის ნომრის, საცხოვრებელი მისამართის თუ სხვა სახის ინფორმაციის გაზიარება. მეტიც, რეგისტრაციაც კი არ დასჭირდებათ. აუთენთიფიკაციის პროცესს მხოლოდ Amazon PayPhrase-ის საშუალებით განახორციელებენ.”

ამასთან, Amazon PayPhrase-ის საშუალებით ნებისმიერ პარტნიორ ვებ-მაღაზიაში განახორციელებულ ყველა შენაძენზე ინფორმაცია თქვენს Amazon.com-ის კალათაში მოიყრის თავს – ამდენად, მათთვის თვალის მიდევნება ბევრად იოლი გახდება.

და კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია – “ამაზონის” კლიენტს რამდენიმე (უფრო ზუსტად – 20) “გადახდის ფრაზა” შეუძლია ჰქონდეს ერთ ანგარიშზე მიბმული, მათზე ინდივიდუალურად დააწესებული სხვადასხვა თანხის ლიმიტით.

რისთვის არის ეს საჭირო?

ძალიან მარტივია – ვთქვათ, თქვენმა გერლ-ფრენდმა, ცოლმა, შვილმა, სიდედრმა და ვინც გნებავთ კიდევ იმან თავისი მთელი თვის ხელფასი გაფლანგა და ახლა თქვენს იმედზეა – შექმენით მისთვის ცალკე “ფრაზა”, დაუწესეთ თანხის ლიმიტი და  აჩუქეთ საშობაოდ.

Amazon PayPhrase-ის მეშვეობით გნხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია “ამაზონ”-ის სტანდარტული საგარანტიო პროგრამითაა დაცული (Amazon.com A-to-z Guarantee) – ზოგჯერ ხდება, რომ ამა თუ იმ მაღაზიაში შეძენილი საქონელი არ იგზავნება, ან იგზავნება დაგვიანებით (რაც, რა თქმა უნდა, ცუდი ორგანიზების ბრალია). სამწუხაროდ, ცნობილი უნივერსამებიც კი სცოდავენ – მაგალითად, Macy’s. ბუნებრივია, თანხას ამ დროს არ კარგავთ, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც უსიამოვნოა. Amazon.com A-to-z Guarantee ასეთ რამეს გამორიცხავს. ამის გამოცაა სწორედ, რომ “ამაზონ”-ის მიმართ კლიენტთა კეთილგანწყობა ACSI-ს 100-ქულიან შკალაზე 84 ქულით ფასდება, რაც მეორე პოზიციაა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ვიდეო-ფილმების გაქირავების სერვისს Netflix.com-ს.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
Amazon.com – იქ, სადაც ელექტრონული კომერცია იწყება

სამი რჩევა ონლაინ შოფინგისთვის

About these ads

About Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes.

Posted on December 14, 2009, in All Posts, ShopBox, StyleBox and tagged , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. vaa, zalian saintereso infoa
    me vicer xolme amazonidan, axlac vapireb erti lamazuna pumis botasebi maqvs shercheuli :)
    xoda am axal servissac vigemeb albat

    • მეც მაქ შერჩეული ბუთები. სეილებია რა…
      CK პინჯაკსაც ველოდები უნდა ჩამომივიდეს მალე…

  2. შევუკვეთეეეეეეეეეე, ჩემი პუმუშკები
    და პეიფრაზაც შევიყვანე :)

    • ისე Puma-ს თბილისური მაღაზიაც ძალიან კარგია.
      შარშან იყო თუ შარშანწინ ვიყიდე ბოტასები და რაღაც 70 ლარი თუ კიდე ნაკლები დამიჯდა. ნუ სეილი ქონდათ მაშინ.

      თუმცა მე მაინც NB უფრო მიყვარს.

  3. Lord, shen gecodineba

    Amazon.com Rewards Visa® Card – ufasoa?
    Tu ra pontia? ver gaverkvie, vkitxulob da arsad ceria rom fasiania
    arada kvela shekvetaze 30% _ gaklebs tanxis
    da ra pontshi ackobt tanac rom ufaso ikos?
    mokled velodebi shens pasuxs

    • ეგეთი ბარათები ყველა დიდი ინტერნეტ-მაღაზიას აქვს, მარა ამერიკულ ბანკში ანგარიშს არ გაგიხსნიან. შესაბამისად – ვერც აიღებ. :)
      სოშალ სექიურითის მოგთხოვს განაცხადი შევსებას რომ დაიწყებ.

  4. aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :(
    euf ra viosnebe cota xnis cin

    USA citizenship mindaaaaaaaaaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 358 other followers

%d bloggers like this: