მონოპოლია
თამაშთა თეორია
“ალმასი – მარადიულია”, – ეს სიტყვები “დე ბირსის” სლოგანად იქცა, მაგრამ ალმასზე უფრო მარადიული – სათამაშოა. სათამაშოები ისეთივე ძველი გამოგონებაა, როგორიც კაცობრიობა და კიდევ უფრო ძველიც, რამდენადაც თამაში ყველა ძუძუმწოვარს უყვარს და პრე-ისტორიულ თუ რაც ქვიათ არსებებს, რომლებიც ჩვენზე მრავალი საუკუნით ადრე გაჩნდნენ – მათაც ჰქონდათ პრე-ისტორიული სათამაშოები.
რევოლუციამდელი ბავშვი რატომ იყო გონებაჩლუნგი – ესეც კარგად გვახსოვს.
მაგრამ პრე-ისტორიულ თუ რევოლუციამდელ სათამაშოებზე სხვა დროს იყოს, ეს პოსტ(ებ)ი კი მე-20 საუკუნის ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ სათამაშოებზე იქნება.
ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, Monopoly-თ უნდა დავიწყო – აშშ-ში გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული სათამაშოთი. 1999 წელს ის “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა, როდესაც Monopoly-ს მოყვარულთა რაოდენობამ 500 მილიონ ადამიანს მიაღწია. ჟურნალმა Games magazine Monopoly “სათამაშოთა დიდების დარბაზში” (Games Hall of Fame) შეიყვანა. ის, აგრეთვე, “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” (National Toy Hall of Fame) წევრიცაა (კი, ამერიკაში ასეთი დარბაზებიც არსებობს).

ერექცია, რეაქცია და Kodak
ეს პერფორმანსი კიევში გაიმართა რამდენიმე წლის წინ. საგამოფენო დარბაზში მაღალ ქუსლებზე დაკაკუნობდნენ მინიში გამოწყობილი გოგონები, აქაოდა, ფაფა გვიჭირავს ხელშიო – სხვადასხვა ნივთებს აგდებდნენ ძირს და მათ ასაღებად დახრილნი ამარიაჟებდნენ სარეკლამო წარწერას – Kodak.
ის, რაც ფოტოგრაფს სჭირდება :
Kodak + მახვილი თვალი + სწრაფი რეაცია.
ერექცია – გემოვნებით.
P.S.
თუკი ვინმეს ჩემი სიტყვათფაღარათიანი პოსტები მოენატრა – შემდეგი ეგეთი იქნება. ![]()
მინიპოსტებს მოვრჩი.
პრეზიდენტი და ბაყაყი
მივხვდი თქვენი უბედურების მიზეზს: ძალიან სერიოზულები ხართ.
ბრძნული იერი სულაც არაა ჭკუის ნიშანი, ბატონებო. ამქვეყნად ყველა სიბრიყვეს ადამიანები სწორედ ამ გამომეტყველებით სჩადიან.
ასე რომ, გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!
გრიგორი გორინი, “სწორედ ის მიუნგჰაუზენი”
ჩავლილი 2011
The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.
75 ახალი პოსტი, 601 ატვირთული სურათი და ამ ყველაფრის მნახველი 64’000 ვიზიტორი (დიდი მადლობა მათ!) 2011 წელს. ასეთია ჩემი ბლოგის შედეგები (2 გაჩუქებული პოსტით 77 გამოდის).
ერთდროულად ყველაზე ბევრი – 863 ადამიანი 17 ივნისს შემოსულა თამაში დაბლინის ქუჩებში პოსტისთვის თვალის გადასავლებლად (მეგონა რომ სთივ ჯობსზე ან სექსსა და ქინდლზე პოსტები აჯობებდა…)
ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, რაც მთავარია – პოულობდნენ თემებს: traki, ტრაკი, nashebi, ქინდლი და მასონები.
მკითხველთა გეოგრაფია ასეთია: ევროპელთაგან თითქმის 80% საქართველოდანაა (სარკოზის კვალად Wორდპრესმაც ევროპად გვაღიარა!), აზიელთაგან – ისრაელიდან, ჩრდილო ამერიკელთაგან აშშ ლიდერობს, სამხრეთ ამერიკელთა შორის – ბრაზილიელები <3, ოკეანელთა შორის – ავსტრალიელები, აფრიკელთაგან კი მთელი 64% ეგვიპტელი ყოფილა – ასე რომ მუბარაქის დიქტატურის დამარცხებაში ჩემს ბლოგსაც შეუტანია წვლილი! Read the rest of this entry
2011 წლის 60 წამი
2011 წელს ყოველ 1 წუთში:
- 925 ადამიანი ყიდულობდა iPhone 4S-ს
- 18 ადამიანი ყიდულობდა Kindle Fire-ს
- 800 ადამიანი ყიდულობდა კომპიუტერს
- 450 ადამიანი ყიდულობდა Windows 7 CD-ს
- 103 ადამიანი ყიდულობდა BlackBerry-ს
- 950 ნივთი იყიდებოდა e-bay-დან
- 1’100 აკრი (0,405 ჰექტარი) მიწა იხვნებოდა და ითესებოდა FarmVille-ში
- 11 მილიონი ადამიანი აგზავნიდა მესიჯს-ს
- 2’100 ადამიანი შედიოდა foursquare-ში
- 2 მილიონი ადამიანი კი ასთრიმინგებდა პორნოს
იპოვნე შენი თავი 2011 წლის მსოფლიო რუკაზე!
სადღესასწაულო ფილმების 10-ეული
მარტო სახლში? ბედის ირონია ანუ გაამოთ? რაც ყველაზე ძალიან გიყვარს?
ნურას უკაცრავად!
შავი შობა (Black Christmas, 1974)
ბარბისა და კენის საშობაო თავგადასავალი
How-To: როგორ გავაქართულოთ Kindle Fire?
ბევრმა მკითხა და ცალ-ცალკე ახსნა-განმარტებების გაცემაზე იოლი ერთი პოსტის დაწერაა.
გაითვალისწინე, რომ ამაზონის ტაბლეტის გასაქართულებლად მისი დარუთვა და სისტემური ფაილების შეცვლა დაგჭირდება, რასაც შენი საკუთარი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ახორციელებ. სისტემის არასწორად მიდიფიცირების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაბრედვა.
და, სამუშაოს დაწყებისა არ იყოს, დარუთვისთვის სასურველია კარგად იცოდე ინგლისური და კომპიუტერი.
რა დაგჭირდება:
USB/Mini USB კაბელი, ADB SDK, Firefox ან Opera, Root Explorer, MultiLing, მუშა Wi-Fi
1. კაბელი იყიდება “ამაზონზე” და ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაშიც ექნებათ.
2. ADB SDK და დარუთვის ინსტრუქცია ნახე აი აქ (6.2-სთვის).
KF ROM 6.2.1 ვერსიას ამ მეთოდით ვერ დარუთავ, ამიტომ უნდა მიყვე აი ამ ინსტრუქციას და დივაისი პირდაპირ რუთირებული ROM-ით 6.2.1-ით დააფგრეიდო.
და KF ROM 6.2.1 ვერსიის დარუთვის მეთოდიც გაჩნდა ამასობაში.
ასევე, გადახედე:
ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება
რა უნდა გააკეთო:
ქართული ვები:
ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება
პირველ ყოვლისა, ტექნიკური მონაცემები:
კომპლექტაცია:
მინიმალისტური. თავად დივაისი, დამტენი და – მორჩა. სულ ესაა. არც USB-კაბელი, არც – ყურსაცმი. ჩემი ქინდლ-რიდერის კაბელი ქინდლ-ტაბლეტსაც მოერგო და კომპიუტერთანაც მშვენივრად დააკავშირა. ყურსაცმს მომავალში ვუყიდი, ჯერ-ჯერობით MP3 ფლეერის ყურსაცმს ვიყენებ.
როგორც ეს ქინდლ-რიდერის შემთხვევაში იყო, “ამაზონის” ტაბლეტიც უკვე ჩემს სახელზე დარეგისტრირებული ჩამოვიდა. პირველი, რაც ჩართვის შემდეგ მომთხოვა – სერვერთან დაკავშირება იყო, “ამაზონმა” მიცნო, ჯეფ ბეზოსის მისასალმებელი წერილი ჩამოქაჩა, რის შემდეგაც ბოლო პროგრამული განახლება დააინსტალირა.


















